“საქართველოში 2006_2010 წლებში გამოსაყენებლად ნებადართული აგროქიმიკატების კატალოგის (სია) დამტკიცების შესახებ”

  • Word
“საქართველოში 2006_2010 წლებში გამოსაყენებლად ნებადართული აგროქიმიკატების კატალოგის (სია) დამტკიცების შესახებ”
დოკუმენტის ნომერი 2-164
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 29/08/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 121, 06/09/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 10/08/2011
სარეგისტრაციო კოდი 340.120.000.22.032.009.176
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
2-164
29/08/2006
სსმ, 121, 06/09/2006
340.120.000.22.032.009.176
“საქართველოში 2006_2010 წლებში გამოსაყენებლად ნებადართული აგროქიმიკატების კატალოგის (სია) დამტკიცების შესახებ”
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (06/09/2006 - 24/04/2009)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 340.120.000.22.032.009.176

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-164

2006 წლის 29 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოში 2006-2010 წლებში გამოსაყენებლად ნებადართული აგროქიმიკატების კატალოგის (სია) დამტკიცების შესახებ

,,პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული ,,საქართველოში 2006-2010 წლებში გამოსაყენებლად ნებადართული აგროქიმიკატების კატალოგი (სია)”.

2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს ,,საქართველოში 2001-2006 წლებში გამოსაყენებლად ნებადართული აგროქიმიკატების კატალოგის (სია) დამტკიცების შესახებ” საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2001 წლის პირველი მაისის ბრძანება №2-72.

3. სახელწმიფო საქვეუწყებო დაწესებულების სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის უფროსმა, (ლ. ორკოშნელი) უზრუნველყოს, ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, აღნიშნული ბრძანების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაცია და ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნება.

4. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე განახორციელოს მინისტრის მოადგილემ მირიან დეკანოიძემ.

5. ბრძანება ძალაში შედის მისი გამოქვეყნებისთანავე.

მ. სვიმონიშვილი

 

საქართველოში 2006-2010 წლებში გამოსაყენებლად ნებადართული აგროქიმიკატების კატალოგი (სია)

    მუხლი 1. მინერალური სასუქები

 

სასუქის დასახელება

ქიმიური ფორმულა

საკვები ელემენტების შემცველობა %

ძირითადი თვისებები

გამოყენების სფერო

1

2

3

5

თხევადი ამიაკი

(ტექნიკური)

NH3

8o-82,3

მაღალი ტემპერატურის პირობებში გადადის გაზისებრ მდგომარეობაში. ღია ჭურჭელში შენახვისას სწრაფად ორთქლდება. გამოიყენება ყველა კულტურაში, უპირატესად სახნავებზე.

 ამიაკური წყალი, (წყლიანი ამიაკი)

NH4OH

20,5-21

უფერო ან მოყვითალო ფერის ხსნარი, ხასიათდება ნიშადურის სპირტის სუნით. მისი შენახვა და გადატანა აუცილებელია დახურული ტარით, რომლებიც გაანგარიშებულია 1,5-2,9 ატმოსფერულ წნევაზე გამოიყენება სახნავ ფართობებზე, ეფექტურია მრავალწლიანებში.

 ამონიუმის გვარჯილა,(აზოტ-მჟავა, ამონიუმი, ამონიუმის ნიტრატი)

NH4NO3

34-34,5

თეთრი, ოდნავ მოყვითალო ფერის ცვილისმაგვარი მარილია. ძლიერ ჰიგროსკოპულია, ჰაერზე ნესტიანდება და იბელტება, ხასიათდება ნეიტრალური ან სუსტი მჟავე რეაქციით, გრანულირებული ამონიუმის გვარჯილა უკეთესი ფიზიკური თვისებებით ხასიათდება, ვიდრე კრისტრალური, ინარჩუნებს სიფხვიერეს და გაფანტვის კარგ უნარს გამოიყენება ყველა კულტურაში

სულფატომონიუმი,

(ამონიუმის სულფატი,

გოგოგირდმჟავა ამონიუმი)

(NH4)2SO4

20,5-21,5

თეთრი ფერის მარილი, ორგანული მინარევები აძლევენ ნაცრისფერ, ზოგჯერ მოლურჯო და მოწითალო შეფერვას, ფიზიოლოგიურად მჟავე სასუქია. წყალში კარგად იხსნება, მშრალ მდგომარეობაში ხასიათდება კარგი ფიზიკური თვისებებით, ნაკლებად იბელტება, კარგად იფანტება, ნაკლებად ჰიგროსკოპულია გამოიყენება ყველა კულტურაში

 კალციუმის გვარჯილა

Ca(NO3)2

N-15,5-

Ca-19

თეთრი კრისტალური მარილი. ხასიაფთდება მაღალი ჰიგროსკოპიულობით, გამოიყენება ყველა კულტურაში, განსაკუთრებით მჟავე ნიადაგებზე,მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ნიადაგის სტრუქტურას.

 შარდოვანა

(კარბამიდი)

CO(NH2)2

45-46

თეთრი ფერის კრისტალური მარილი, წყალში კარგად იხსნება, ნაკლებ ჰიგროსკოპულია, პრაქტიკულად არ იბელტება, ინარჩუნებს კარგი გაფანტვის უნარს, გრანულების დამარცვლის დროს ტემპერატურის მოქმედებით შარდოვანაში წარმოიქმნება ტოქსიკური ნაერთი-ბიურეტი, კრისტალურ შარდოვანაში ბიურეტის შემცველობა არ უნდა აღემატებოდეს 0,2-0,8%. ბიოლოგიურად მჟავე სასუქია გამოიყენება ყველა კულტურაში

 ქლორამონიუმი

NH4CL

24-25

თეთრი ან მოყვითალო ფერის მარილი, წყალში ხსნადია, ხასიათდება კარგი ფიზიკური თვისებებით, არ იბელტება. ხასიათდება დამაკამაყოფილებელი გაფანტვის უნარით, ფიზიოლოგიურად მჟავე სასუქია, შეიცავს დიდი რაოდენობით ქლორს (66,6%), გამოიყენება კარბონატულ ნიადაგებზე ყველა კულტურაში გარდა ქლორისადმი მგრძნობიარე კულტურებისა – (კარტოფილი, თამბაქო, ყურძენი)

 სუპერფოსფატი

ფხვნილისებრი

Ca(H2 PO4)2 H2O +2CaSO4

17,7-19

მუქი მონაცისფრო (ფოსფორიტიდან მიღებული) ან ღია მონაცისფრო (აპატიტიდან მიღებული) მარილი, ხასითდება ფოსფორმჟავის სუნით. ნორმალურ პირობებში შენახვისას არ იბელტება ანდა ნოტიო არეში ძლიერ იკვრება და იბელტება გამოიყენება ყველა კულტურაში.

გრანულირებული სუპერფოსფატი

Ca(H2 PO4)2 H2O +2CaSO4

18-19,5

 ორმაგი სუპერფოსფატი

Ca(H2 PO4)2 H2O

43-43

 

4. პრეციპიტატი

CaH PO4 

2H2O

27-31

მოთეთრო მონაცისფრო ფხვნილი, ხასიათდება კარგი ფიზიკური თვისებებით და გაფანტვის უნარით, არ იბელტება გამოიყენება ყველა კულტურაში, მისი შერევა შეიძლება აზოტიან და ფოსფორიან სასუქებთან.

ვივიანიტი

Fe3(P O4)2 8H2)

25-28

 ადგილობრივი სასუქია, შედის დაბლობის ტორფში თეთრი მორუხო ფხვნილია, ჰაერზე იღებს ლურჯ შეფერვას, გამოიყენება ყველა კულტურაში.

 ფოსფორიტის ფქვილი

Ca3(PO4).CaCO3

3Ca3(PO4). CaF

19-30

რუხი ან ოდნავ მოყვითალო, ზოგჯერ მუქი ფერის მარილი. წყალში ძნელად იხსნება, შეიცავს რკინის და ალუმინის მინარევებს გამოიყენება მჟავე ნიადაგებზე

ამონიზებული სუპერფოსფატი

 

N-8-8,5

P-30-30,5

მარტივი ფოსფორიანი სასუქია, ნაკლებ ჰიგროსკოპიული და კარგი გაფანტვის უნარით, გამოიყენება ყველა კულტურაში.

 კალიუმ-ქლორიდი

(ქლორკალიუმი)

KCL

52,4-60,0

თეთრი წვრილ კრისტალური მარილი,ხასიათდება ჰიგროსკრპიულობით, ძლიერი შებელტვით, ფიზიოლოგიურად მჟავე სასუქია. სასუქში მინარევების სახით არის ნარინჯისფერი ან წითელი კრისტალები გამოიყენება ყველა კულტურაში გარდა ქლორისადმი მგრძნობიარე კულტურებისა.

 40%-იანი კალიუმის მარილი

KCL+NaCL

30-40

თეთრი, მოწითალო, მოვარდისფრო მარილი. სუსტად ჰიგროსკოპულია, საშუალოდ იბელტება, ხასიათდება დამაკამაყოფილებელი გაფანტვის უნარით. ფიზიოლოგიურად მჟავე სასუქია. სასუქში გარდა კალიუმისა შედის ნატრიუმიც (2 წილ კალიუმზე 1 წილი ნატრიუმი) გამოიყენება ყველა კულტურაში

 კალიუმის სულფატი (გოგორდმჟავა კადიუმი)

K2SO4

45-50

რუხი წვრილკრისტალური მარილი, არაჰიგროსკოპულია, არ იბელტება, ხასიათდება კარგი გაფანტვის უნარით. ფიზიოლოგიურად მჟავე სასუქია. გამოიყენება ქლორისადმი მგრძნობიარე კულტურების გასანოყიერებლად.

 კალიუმის გვარჯილა

KNO3

K2O-44

N –13

მოყვითალო რუხი ფერის კრისტალური მარილი. სუსტად იბელტება, კალიუმთან ერთად შეიცავს აზოტს, გამოიყენება ყველა კულტურაში.

 კალიუმმაგნეზია

K2SO2MgSO4

 

26-28

კრისტალური მოთეთრო ფერის მარილი. კარგი ფიზიკური თვისებებით ხასიათდება, ნაკლებჰიგროსკოპულია. გამოიყენება ყველა კულტურაში, ეფექტურია თამბაქოში.

კალიუმ-მაგნიუმის კონცენტრატი

 

17-18

წარმოება უშვებს როგორც გრანულირებცულს, ისე არაგრანულირებულს. ცეცხლ და ფეთქებად საშიშია. დაცული უნდა იქნეს შენახვის წესები, გამოიყენება ყველა კულტურაში

 ნაცარი

შეიცავს როგორც K2CO3 ისე CaO

K12-13

Ca 6,3-7

მორუხო ფერის ფხვნილია, ხასიათდება კარგი გაფანტვით ეფექტურია კალციუმითა და კალიუმით ღარიბ ნიადაგებზე, გამოიყენება ყველა კულტურაში.

 

    მუხლი 2. მიკროსასუქები

 

სასუქის დასახელება

საკვები ელემენტების შემცველობა %

ძირითადი ფიზიკური თვისებები, გამოყენება

ამოფოსი თუთიით

საერთო აზოტი 11-12+-1

შესათავაზებელი ფოსფორი 42-50+-1

თუთია 0,70-0,80+-15

ყვითელი ფერის, ფხვიერი მარილი, დანარჩენი,  თვისებები ანალოგიურია ამოფოსის გამოიყენება თუთიით ღარიბ ნიადაგებზე, გამოიყენება ყველა კულტურაში.

ნიტროამოფო-სკა ბორით

საერთო აზოტი 13-18

საერთო ფოსფორი 17-20

კალიუმი 17-20, ბორი 0,18-+0,04

ცისფერი ფერის, ფხვიერი, დანარჩენი თვისებები ანალოგიურია ნიტროამოფოსკასი გამოიყენება ბორით ღარიბ ნიადაგებზე.

გრანულირე-

ბული ორმაგი სუპერფოსფა-ტი ბორით ან მოლიბდენით

შესათვისებელი ფოსფორი 42-43

ბორი 0,40+-0,05,

მოლიბდენი 0,20+-0,03

ბორით დამატებული ცისფერია მოლიბდენით დამატებული ვარდისფერი. დანარჩენი თვისებები ანალოგიურია ორმაგი სუპერფოსფატის.

აზოფოსკა ბორით

აზოტი – 16, ფოსფორი – 16, კალიუმი – 16, ბორი - 0,16+-0,04

ღია ნაცრისფერი ან ღია ყავისფერი, ამოფოსკას ანალოგიური თვისებებით.

მანგანუმის შლამი

მანგანუმი – 9-15

მარგანეცის წარმოების ანარჩენია.შავი ფერის, ფხვიერი მასაა გამოიყენება Mn-iT ღარიბ ნიადაგებზე ყველა კულტურაში.

სპილენძის სულფატი (შაბიამანი)

სპილენძი 25

ლურჯი ფერის უსუნო, კრისტალური ფხვნილი. წყალში ხსნადი გამოიყენება სპილენძით ღარიბ ნიადაგებზე.

 კალციუმის გვარჯილა ბორით (ნატრიბორი)

 

N-11,5

Ca-19,0

B-0,2

თეთრი კრისტალური მარილია,წყალში კარგად იხსნება, გამოიყენება ბორისადმი მომთხოვნ კულტურებში (ჭარხალი, კარტოფილი, მზეზუმზირა, ბოსტნეული, ხილი).

 

    მუხლი 3. რთული კომპლექსური სასუქები

 

სასუქის დასახელება

საკვები ელემენტების შემცველობა

ძირითადი თვისებები,

გამოყენების სფერო

ამოფოსკა

N-16

P-16

K-16

თეთრი, ან მონაცრისფრო მარილია, არაჰიგროსკოპულია, შენახვის ნორმალურ პირობებში არ იბელტება. ხასიათდება კარგი გაფანტვის უნარით.

გამოიყენება ერთწლიან, მრავალწლიან კულტურებში, როგორც ნიადაგის ძირითადი განოყიერების დროს, ისე მწკრივულ განაყიერებაში, დამატებით გამოკვებაში.

დიამოფოსკა

N-9-10

P-25-26

k-25-26

ნიტროამოფოსკა

N-13-16

p-17-20

k-7-20

ამოფოსი

(მონოამონიფოსფატი)

N-10-12

p-50-52

ამოფოსფატი

N-4-8

p—38-46

ნიტროამოფოსი

N-23-p-23

ნიტროდიამოფოსი

 

ნიტროფოსკა

N-23-p30

N-11

p-10

K-11

 

ნიტროფოსი

p-22-23

k-17-22

კალიუმის პოლიფოსფატი

p-60,1

k-39,8

 

თეთრი მონაცრისფრო სასუქია არ შეიცავს ქლორს, წყალში კარგად იხსნება, არაჰიგროსკოპულია, რის გამოც არ იბელტება, ხასიათდება კარგი  გაფანტვის უნარით, გამოიყენება ყველა კულტურაში

კარბოამოფოსკა

N-19,8-20,0

p-19,8-20,0

K-19,8-20,0

გრანულირებული თეთრი მონაცრისფრო მარილია, კარგი ფიზიკური თვისებებით, ხასიათდება არაჰიგროსკოპულობით და გაფანტვის კარგი ხარისხით, გამოიყენება ერთწლიან და მრავალწლიან კულტურებში.

 

NPK

(აზოტ-ფოსფორ-კალიუმიანი სასუქი)

N-13-13,5

P-19-19,5

K-19-19,5

მოსერო-მოთეთრო გრნულირებული სასუქია, წყალში კარგად იხსნება, შეთავსებადია სხვა სასუქებთან, გამოიყენება ყველა ტიპის ნიადაგზე, ყველა კულტურისათვის.

კრისტალონი:

სპეციალური

ყვითელი

წითელი

თეთრი

ცისფერი

იასამნისფერი

ყავისფერი

ნარინჯისფერი

ლაჟვარდისფერი

N-3-20

P2O5-5-40

k2O -8-38 (კრისტალონის სახეების მიხედვით)

B-0,025

Cu-0,01

Mn-0,04

Fe-0,07

Mo-0,004

Zn-0,025

კრისტალური ფორმის მარილია. წყალში კარგად იხსნება, თავსებადია პესტიციდებთან, გამოიყენება ყველა სასოფლო-სამეურნეო კულტურაში. ნორმა განისაზღვრება ნიადაგის გამოკვლევის საფუძველზე. რეგისტრაცია შ.პ.ს. აგროჯორჯიასარეგისტრაციო მოწმობის №3 22.04.05წ. დამზადებული: ნორვეგიული სახელმწიფო კონცერნი ნორსტ-გიდროსკომპანია გიდრო-აგრი რუს.

 

    მუხლი 4. მელიორანტები და აგრომადნეულები

 

დასახელება

ტენიანობა

ბუნებრივ პირობებში

შემადგენლობა        %-ით მშრალ ნივთიერებაზე გადაანგარიშებით

ზოგადი თვისებები, გამოყენების სფერო

კირქვა

10-მდე

Cao+mgo

52-50

თეთრი ფერის, ნაცრისფერი მელიორანტია. გამოყენებამდე საჭიროა დაფქვა.

ნაწილაკების ზომა  0,17-1,65მმ,

გამოიყენება მჟავე ნიადაგების გასაუმჯობესებლად.

ტკილი

(მერგელი)

10-მდე

CaO+mgo

14-17

თიხანახევარი კირია, შეიცავს გოგირდსაც. სხვადასხვა ფერისაა: ლურჯი, ნაცრისფერი მოწითალო, ბუნებრივ პირობებში რბილი ქანია, არ საჭიროებს დაფქვას. გამოიყენება მჟავე ნიადაგების გასაუმჯობესებლად.

დოლომიტის ფქვილი

10-მდე

Ca0+mg0

52-მდე

ძლიერ წააგავს კირქვას, მაგრამ უფრო მაგარია. გამოყენების წინ უნდა დაიფქვას. ნაწილაკების ზომა  0,17-1,65 მმ.

გამოიყენება მჟავე ნიადაგების გასაუმჯობესებლად.

 დეფეკაციური ტალახი(შაქრის ჭარხლის გადამუშავების ანარჩენი)

25-30

CaSo4. 2H2O

Ca-71-73

ორგ. ნივT. 10-15

N-0,2-0,7

P-0,2-0,9

Ca-0,3-1,0

გამშრალი ფხვიერი მასა გამოიყენება, როგორც მჟავე, ისე ბიცობ ნიადაგებზე

თიხა- თაბაშირი

8-10

Ca-71-73

თეთრი ან ნაცრისფერი ფხვნილია,ხასიათდება კარგი გაფანტვის უნარით. გამოიყენება ბიცობ ნიადაგებზე.

ფოსფორ თაბაშირი

4

Ca-70-75

P-2-3

ნაცრისფერი ან თეთრი ფერის ფოსფორიანი სასუქების წარმოების ანარჩენი. გამოიყენება ბიცობ ნიადაგებზე.

გლაუკონიტიანი

კირქვა

 

CaO-31,0

P2 O5-3,1

MgO-3.5

k2O+Na2O-2,3

მომწვანო-ნაცრისფერი კრისტალური მასა, გამოყენების წინ უნდა დაიფქვას. ხასიათდება კარგი გაფანტვის უნარით, გამოიყენება მჟავე ნიადაგებზე.

ცარცი

10-მდე

CaO+MgO56-მდე

თეთრი ფერისაა ადვილად იფქვება, გამოიყენება მჟავე ნიადაგებზე.

სერპენტინიტი

3

MgO-35,6

მოთეთრო-მოცისფრო კრისტალური მასა, ხასიათდება კარგი გაფანტვით, გამოიყენება მჟავე ნიადაგებზე.

ცეოლიტი

5

CaO-4,4-7,9

MgO-0,5-1,8

Fe2O3-1-4

Al2O312-14

K2O 0,4-1,2

მუქი ფერის კრისტალური მასა, ხასიათდება კარგი ფიზიკური თვისებებით და გაფანტვის უნარით, გამოიყენება როგორც ცალკე, ისე სასუქებთან ერთად. უმჯობესებს ნიადაგის თვისებებს.

 

    მუხლი 5. ორგანული სასუქები

 

სასუქის დასახელება

მოკლე დახასიათება

1. მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ნაკელი

საშუალოდ შეიცავს: N-0,5%, P-0,25%, K-0,6%. გამოიყენება 10-20 ტონა ჰექტარზე ნიადაგში ჰუმუსის ბალანსის მიხედვით.

2. ფრინველის ნაკელი

საშუალოდ შეიცავს: N-1,63%, P-1,54%, K-0,85%. გამოიყენება საშუალოდ ჰექტარზე 3-6 ტონა ნიადაგში ჰუმუსის დეფიციტის მიხედვით

3. ტორფი და მისგან დამზადებული სასუქები:

ა) ტორფონაკელიანი კომპოსტი;

ბ) ტორფოდოლომიტიანი სასუქი;

გ) ტორფოკირიანი სასუქი;

დ) ტორფომინერალური სასუქი

არასრულად გახრწნილი ჭაობის მცენარეული მასა. იგი შედგება არაჰუმიცირებული მცენარეული ნაშთების, ნეშომპალისა და მინერალური ჩანართებისაგან. ტორფი სუფთა სახით გამოიყენება ნიადაგების გაუმჯობესების და ნაყოფიერების ამაღლების უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით კოლხეთის დაბლობის დაჭაობებულ ნიადაგებზე, ჰექტარზე 100-200 ტონის რაოდენობით. ტორფისაგან დამზადებული სასუქები გამოიყენება ნიადაგში საკვები ელმენტების შემცველობის, არის რეაქციის და სხვა აგროქიმიური მაჩვენებლების გათვალისწინებით, რაც ასევე ნიადაგების გამოკვლევებს და მის საფუძველზე შედგენილი სასუქების გამოყენების რეკომენდაციებს უნდა დაეყრდნოს.

ეკოლოგიკი

დამზადებულია ზღვის წყალმცენარეებისაგან. საშუალოდ Dშეიცავს: აზოტს-168 მგ/ლ, ფოსფორს- 2მგ/ლ, კალიუმს-86 მგ/ლ, სულფატებს-29 მგ/ლ, მაგნიუმს-0,011 მგ/ლ, სპილენძს<0,01 მგ/ლ, რკინას-0,02 მგ/ლ, მანგანუმს<0,01 მგ/ლ, თუთიას—0,11 მგ/ლ,   PH-7.უფერო, უსუნო თხევადი სასუქია. წყალში კარგად იხსნება, არ ფეთქდება, არაკოროზიულია-შეიძლება შერევა ნებისმიერ სასუქთან და პესტიციდებთან. არ შეიცავს მძიმე ლითონებს, არ მოქმედებს ადამიანის კანსა და ლორწოზე, ცხოველებსა და ფრინველებზე. ეკოლოგიურად უსაფრთხოა, გამოიყენება ყველა კულტურაში.

რეგისტრანტი შ.პ.ს. ,,შალი~, სარეგისტრაციო მოწმობის #2             7.12.04წ. მწარმოებელი ,,ბერლინ ექსპორტინტერნეშენალ~.

ბომსი

(ბაქტერიულ ორგანულ-მინერალური სასუქი)

მზადდება მურა ნახშირის წარმოების ნარჩენებიდან. ძირითადი შემადგენლობა: ჰუმიფიცირებული ორგანულ- მინერალური ნივთიერება და მიკროორგანიზმები: ბაქტერიები _ 2X108, აქტინომიციდები _ 3X106, სოკოები _ 2X106, ამინიფიკატორები_2X1010, აზოტობაქტერიები _ 3X104, ნიტრიფიკატორები 2X105, დენიტრიფიკატორები _ 2X1010, ნოკარდია 3X104, სილიკატური ბაქტერიები _ 1X106, ფოსფატის დამშლელი ბაქტერიები _ 2X105, სასუქი ფხვიერია, აგრეგატების ზომა 0,5 მმ, უხსნადი, უსუნო და არაფეთქებადია. ტენის შემცველობა-16,2, PH-6,1. არ შეიცავს მძიმე ლითონებს. არ მოქმედებს ადამიანის კანსა და ლორწოზე, ცხოველებსა და ფრინველებზე. გამოიყენება ყველა სასოფლო სამეურნეო კულტურაში ყველა ტიპის ნიადაგზე.

 

შენიშვნა: 1. მიკროსასუქებად გამოიყენებისათვის ასევე დაიშვება ქიმიური მარილები, ბორის შემცველი: ბორის მჟავა – 17,0%; ბორაკი – 11,2%; თუთიის შემცველი: თუთიის სულფატი _ 21,5-22,5%; მოლიბდენის – მოლიბდენმჟავა-ამონიუმი 52%; კობალტის – კობალტის სულფატი –22,8%; თუთიის – თუთიის ქლორიდი – 48%.

2. ქვეყანაში შემოსატანად დაიშვება წინამდებარე კატალოგში შეტანილი აგროქიმიკატები, წარმოებული ნებისმიერი პირის მიერ.