,,საქართველოში 2006-2010 წლებში გამოსაყენებლად ნებადართული აგროქიმიკატების კატალოგის (სია) დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 29 აგვისტოს №2-164 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,საქართველოში 2006-2010 წლებში გამოსაყენებლად ნებადართული აგროქიმიკატების კატალოგის (სია) დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 29 აგვისტოს №2-164 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 2-100
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 24/04/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 53, 01/05/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 10/08/2011
სარეგისტრაციო კოდი 340.120.000.22.032.013.063
  • Word
2-100
24/04/2009
სსმ, 53, 01/05/2009
340.120.000.22.032.013.063
,,საქართველოში 2006-2010 წლებში გამოსაყენებლად ნებადართული აგროქიმიკატების კატალოგის (სია) დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 29 აგვისტოს №2-164 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 340.120.000.22.032.013.063

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-100

2009 წლის 24 აპრილი

ქ. თბილისი

,,საქართველოში 2006-2010 წლებში გამოსაყენებლად ნებადართული აგროქიმიკატების კატალოგის (სია) დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 29 აგვისტოს №2-164 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ:

1. ,,საქართველოში 2006-2010 წლებში გამოსაყენებლად ნებადართული აგროქიმიკატების კატალოგის (სია) დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 29 აგვისტოს №2-164 ბრძანებით დამტკიცებული (სსმ III, 08.09.2006, №121, მუხ. 1629) საქართველოში 2006-2010 წლებში გამოსაყენებლად ნებადართული აგროქიმიკატების კატალოგის (სია) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 3. რთული და კომპლექსური სასუქები

 

სასუქის დასახელება

საკვები ელემენტების შემცველობა

ძირითადი თვისებები, გამოყენების სფერო

ამოფოსკა

N-16

P-16

K-16

თეთრი ან მონაცრისფრო მარილია, არაჰიგროსკოპულია, შენახვის ნორმალურ პირობებში არ იბელტება, ხასიათდება კარგი გაფანტვის უნარით.

გამოიყენება ერთწლიან, მრავალწლიან კულტურებში როგორც ნიადაგის ძირითადი განოყიერების დროს, ისე მწკრივულ განოყიერებაში, დამატებით გამოკვებაში.

დიამოფოსკა

N-9-10

P-25-26

k-25-26

 

ნიტროამოფოსკა

N-13-16

p-17-20

k-7-20

 

ამოფოსი

(მონოამონიფოსფატი)

N-10-12

p-50-52

 

ამოფოსფატი

N-4-8

p-38-46

 

ნიტროამოფოსი

N-23-p-23

 

ნიტროდიამოფოსი

ნიტროფოსკა

N-23-p30

N-11

p-10

K-11

 

ნიტროფოსი

p-22-23

k-17-22

 

კალიუმის პოლიფოსფატი

p-60,1

k-39,8

 

თეთრი მონაცრისფრო სასუქია არ შეიცავს ქლორს, წყალში კარგად იხსნება, არაჰიგროსკოპულია, რის გამოც არ იბელტება, ხასიათდება კარგი გაფანტვის უნარით, გამოიყენება ყველა კულტურაში

კარბოამოფოსკა

N-19,8-20,0

p-19,8-20,0

K-19,8-20,0

გრანულირებული თეთრი მონაცრისფრო მარილია, კარგი ფიზიკური თვისებებით, ხასიათდება არაჰიგროსკოპულობით და გაფანტვის კარგი ხარისხით, გამოიყენება ერთწლიან და მრავალწლიან კულტურებში

NPK

(აზოტ-ფოსფორ-კალიუმიანი სასუქი)

N-13-13,5

P-19-19,5

K-19-19,5

მოსერო-მოთეთრო გრანულირებული სასუქია, წყალში კარგად იხსნება, შეთავსებადია სხვა სასუქებთან, გამოიყენება ყველა ტიპის ნიადაგზე, ყველა კულტურისათვის

კრისტალონი:

სპეციალური

ყვითელი

წითელი

თეთრი

ცისფერი

იასამნისფერი

ყავისფერი

ნარინჯისფერი

ლაჟვარდისფერი

N-3-20

P2O5-5-40

k2O -8-38 (კრისტალონის სახეების მიხედვით)

B-0,025

Cu-0,01

Mn-0,04

Fe-0,07

Mo-0,004

Zn-0,025

კრისტალური ფორმის მარილია. წყალში კარგად იხსნება, თავსებადია პესტიციდებთან, გამოიყენება ყველა სასოფლო-სამეურნეო კულტურაში. ნორმა განისაზღვრება ნიადაგის გამოკვლევის საფუძველზე. რეგისტრაცია შპს ,,აგროჯორჯია” სარეგისტრაციო მოწმობის №3, 22.04.05წ. დამზადებული: ნორვეგიული სახელმწიფო კონცერნი ,,ნორსტ-გიდროს” კომპანია ,,გიდრო-აგრი რუს”

ვუქსალ მიკროპლანტი

 

N -5  K-10  Mg-3

S-5,2  B-0,3  Cu-0,5

Fe-1,0 Zn-1,0  Mn-1,5

Mo-0,01

 

მომწვანო-მოყავისფერო სუსტი მჟავე კრისტალური სუსპენზია. წყალში კარგად იხსნება. არ ერევა კალციუმის და ფოსფორის შემცველ სასუქებს. ძირითადად გამოიყენება ფოთლოვან გამოკვებაში მრავალწლიან და ერთწლიან კულტურებში

ვუქსალ ბორონი

N-8  P-10   B -7

Cu-0,05 Fe-0,1

Mn -0,05 Mo-0,001

Zn-0,05

 

მწვანე ფერის წყალში ხსნადი კრისტალური სუსპენზია. არ ერევა კალციუმის და მაგნიუმის შემცველ სასუქებს. გამოიყენება ფოთლოვან გამოკვებაში, ვენახებში, ხეხილის ბაღებში, ერთწლიან კულტურებში

ვუქსალ კალციუმი

N-10  Ca-15   Mg-2

B-0,05 Cu-0,04    Fe-0,05   Mn-0,1

მწვანე ფერის წყალში კარგად ხსნადი საშუალოდ მჟავე კრისტალური სუსპენზია. არ ერევა ფოსფორის შემცველ სასუქებს და არახელატურ ელმენტებს. გამოიყენება არაფესვურ გამოკვებაში, ფოთლებზე შესხურებით ერთწლიან და მრავალწლიან კულტურებში

ვუქსალ მაკრომიქსი

N-16   P-16   K-12

S-1    B-0,02  Cu-0,05

Fe-0,1    Mn-0,05

Mo-0,001  Zn-0,05

მომწვანო- მოყავისფერო, წყალში კარგად ხსნადი სუსტი მჟავე რეაქციის კრისტალური სუსპენზია. არ ერევა კალციუმის და მაგნიუმის შემცველ სასუქებს და არახელატურ მიკროელემენტებს. გამოიყენება ფოთლოვან გამოკვებაში ერთწლიან და მრავალწლიან კულტურებში

დერლიუსი (8-20-30)

N-8   P-20   K-30

S-3   Zn-0,015

მორუხო-მომწვანო ფერის, უსუნო, გრანულირებული სასუქია, წყალში იხსნება. გამოიყენება როგორც ერთ-

წლიან, ისე მრავალწლიან

კულტურებში, ნიადაგში შეტანით შემოდგომა ზამთრის და გაზაფხულის პერიოდში

დერლიუსი (8-22-27)

N-8   P-22   K-27

S-3   Zn-0,01

მორუხო-მომწვანო ფერის, უსუნო, წყალში ხსნადი გრანულირებული სასუქია. გამოიყენება ერთწლიან და მრავალწლიან კულტურებში, ფესვურ გამოკვებაში ნიადაგის დამუშავების დროს

მასტერ (კომპლექსური)

(18-18-18)

 

 

 

N-18  P-18   K-18

Mg-3  S-6   B-0,02

Cu-0,005   Fe-0,07

Mn-0,03    Zn-0,01

ლურჯი ფერის წყალში ხსნადი მჟავე რეაქციის მიკროკრისტალებია. შეთავსებადია პესტიციდების ყველა ჯგუფთან. გამოიყენება წყალში ხსნადი ფორმით მცენარეთა ფოთლოვან გამოკვებაში ყველა სასოფლო სამეურნეო კულტურაში.სასუქში შემავალი საკვები ელემენტები წყალხსნად ფორმაშია

მასტერ (კომპლექსური)

(20-20-20)

N-20   P-20  K-20

B-0,02  Cu-0,005

Fe- 0,07   Mn-0,03

Zn-0,01

თეთრი ფერის წყალში ხსნადი მჟავე რეაქციის, უსუნო

მიკროკრისტალებია. გამოიყენება ყველა სასოფლო სამეურნეო კულტურაში ყვავილობის წინ როგორც ნიადაგში შეტანით, ისე ფოთლოვან გამოკვებაში.

ყველა ელემენტი წყალხსნად ფორმაშია.

 

შენიშვნა: კატალოგში დასახელებულ რთულ კომპლექსურ სასუქებში შემავალი მაკრო და მიკროელემენტების პროცენტული შემცველობა შეიძლება იყოს განსხვავებული, რაც გათვალისწინებულ უნდა იქნეს დოზების გაანგარიშებისას პრაქტიკულად სასუქების გამოყენების დროს.“

2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ბ. კვეზერელი