დაზვერვის სააგენტოს მოსამსახურის უწყებრივი სამკერდე ნიშნით, მედალიონებითა და მედლებით დაჯილდოების წესის და აღნიშნული სამკერდე ნიშნის, მედალიონებისა და მედლების ნიმუშების დამტკიცების შესახებ

დაზვერვის სააგენტოს მოსამსახურის უწყებრივი სამკერდე ნიშნით, მედალიონებითა და მედლებით დაჯილდოების წესის და აღნიშნული სამკერდე ნიშნის, მედალიონებისა და მედლების ნიმუშების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 75
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი
მიღების თარიღი 17/09/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/09/2025
სარეგისტრაციო კოდი 130000000.63.075.016187
75
17/09/2025
ვებგვერდი, 17/09/2025
130000000.63.075.016187
დაზვერვის სააგენტოს მოსამსახურის უწყებრივი სამკერდე ნიშნით, მედალიონებითა და მედლებით დაჯილდოების წესის და აღნიშნული სამკერდე ნიშნის, მედალიონებისა და მედლების ნიმუშების დამტკიცების შესახებ
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი
 

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის

ბრძანება №75

2025 წლის 17 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

დაზვერვის სააგენტოს მოსამსახურის უწყებრივი სამკერდე ნიშნით, მედალიონებითა და მედლებით დაჯილდოების წესის და აღნიშნული სამკერდე ნიშნის, მედალიონებისა და მედლების ნიმუშების დამტკიცების შესახებ

„დაზვერვის სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-18 პუნქტის, „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
1. დამტკიცდეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – დაზვერვის სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მოსამსახურის უწყებრივი სამკერდე ნიშნით, მედალიონებითა და მედლებით დაჯილდოების წესი და აღნიშნული სამკერდე ნიშნის, მედალიონებისა და მედლების ნიმუშები:

ა) მედალი „ღირსების ჯვარი“ (დანართი №1);

ბ) მედალი „მაღალი პროფესიონალიზმისათვის“ (დანართი №2);

გ) მედალიონი „დაზვერვის ვეტერანი“ (დანართი №3);

დ) მედალიონი „15 წელი დაზვერვის სააგენტოში“ (დანართი №4);

ე) მედალიონი „10 წელი დაზვერვის სააგენტოში“ (დანართი №5);

ვ) სამკერდე ნიშანი (დანართი №6).

2. დამტკიცდეს უწყებრივი მედლებისა და მედლების თამასების ტარების წესი (დანართი №7).

3. სააგენტოს მედლით, მედალიონით და სამკერდე ნიშნით დაჯილდოებაზე პირის წარდგენა ხდება სააგენტოს უფროსის მოადგილეების და/ან სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელების მიერ. წარდგინებაში აღინიშნება პირის კონკრეტული დამსახურება.

4. დაჯილდოებულ პირს ჯილდოსთან ერთად გადაეცემა დაჯილდოების ფურცელი.

5. დაუშვებელია მოქმედი დისციპლინური სახდელის მქონე მოსამსახურის წარდგენა სააგენტოს მედლის, მედალიონის და სამკერდე ნიშნის მისაღებად.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსიმამუკა მდინარაძე