ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე მდებარე უსახელო მწვერვალისთვის საქართველოს ეროვნული გმირის - ზაზა დამენიას სახელის მინიჭების შესახებ

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე მდებარე უსახელო მწვერვალისთვის საქართველოს ეროვნული გმირის - ზაზა დამენიას სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 28
დოკუმენტის მიმღები ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/07/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/08/2025
ძალის დაკარგვის თარიღი 24/09/2025
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.113.016040
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
28
30/07/2025
ვებგვერდი, 04/08/2025
000000000.00.113.016040
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე მდებარე უსახელო მწვერვალისთვის საქართველოს ეროვნული გმირის - ზაზა დამენიას სახელის მინიჭების შესახებ
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (04/08/2025 - 24/09/2025)

 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №28 

2025 წლის 30 ივლისი

ქ. ოზურგეთი

 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე მდებარე უსახელო მწვერვალისთვის საქართველოს ეროვნული გმირის - ზაზა დამენიას სახელის მინიჭების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების და ,,მუნიციპალიტეტის დმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:

მუხლი 1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე, მდებარე უსახელო მწვერვალს (გეოგრაფიული კოორდინატები: ჩრდილოეთ განედის 410 47 10“ და აღმოსავლეთ გრძედის 420 12“ 56“  სიმაღლე ზღვის დონიდან 2650 მ) მიენიჭოს საქართველოს ეროვნული გმირის-ზაზა დამენიას სახელი. (თანდართული რუკის თანახმად).

მუხლი 2. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის  ვადაში  უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების  განხორციელება.

მუხლი 3. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში გაცნობიდან ერთი თვის ვადაში (მის: ქ. ოზურგეთი, ი. სიორიძის ქ.№14).  

მუხლი 4. განკარგულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია