“სურსათის მონიტორინგის, ზედამხედველობისა და კონტროლის პროცედურების დამტკიცების შესახებ"

  • Word
“სურსათის მონიტორინგის, ზედამხედველობისა და კონტროლის პროცედურების დამტკიცების შესახებ"
დოკუმენტის ნომერი 2-148
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 07/08/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 104, 07/08/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 17/09/2010
სარეგისტრაციო კოდი 340.010.000.22.032.009.053
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
2-148
07/08/2006
სსმ, 104, 07/08/2006
340.010.000.22.032.009.053
“სურსათის მონიტორინგის, ზედამხედველობისა და კონტროლის პროცედურების დამტკიცების შესახებ"
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (07/08/2006 - 10/09/2010)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 340.110.000.22.032.009.053

საქართველოს სოფლის მეურნეობის

მინისტრის ბრძანება №2-148

2006 წლის 7 აგვისტო

ქ. თბილისი

სურსათის მონიტორინგის, ზედამხედველობისა და კონტროლის პროცედურების დამტკიცების შესახებ

„სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ე” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს სურსათის მონიტორინგის, ზედამხედველობისა და კონტროლის თანდართული პროცე-დურები.

2. დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (შ. ლორთქიფანიძე) უზრუნველყოს „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად ბრძანების ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეეს-ტრში გატარება და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” გამოქვეყნება.

3. კონტროლი ამ ბრძანების შესრულებაზე განახორციელოს მინისტრის პირველმა მოადგილემ ლილი ბეგიაშვილმა.

4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სვიმონიშვილი

სურსათის მონიტორინგის, ზედამხედველობისა და კონტროლის პროცედურები

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. სურსათის მონიტორინგის, ზედამხედველობისა და კონტროლის პროცედურები შემუშავებულია „სურსათის, უვნებლობისა და ხარისხის შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ე” ქვეპუნქტის საფუძველზე.

2. „სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად დადგენილი პროცედურები _ მონიტორინგი, ზედამხედველობა და კონტროლი ხორციელდება სურსათთან დაკავშირებული რისკის შემცირების, აღმოფხვრისა და პრევენციისათვის.

3. სურსათის მონიტორინგს, ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება _ სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახური, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში _ შესაბამისი სამსახურები (შემდგომში – სამსახური).

4. სამსახურის მიერ სურსათის მონიტორინგი, ზედამხედველობა და კონტროლი ხორციელდება „სა ქართველოს  სოფლის  მეურნეობის  სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ სურსათის უვნებლობის,  ვეტერინარიისა  და  მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის ზედამხედველობის, მონიტორინგისა და კონტროლის სფეროების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 9 მარტის №52 დადგენილებით განსაზღვრულ სფეროებზე.

5. მონიტორინგი, ზედამხედველობა და კონტროლი ხორციელდება იმ საწარმოების მიმართ, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან „სურსათის მწარმოებელ საწარმოდ რეგისტრაციის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 30 ივ-ნისის №130 დადგენილებით განსაზღვრული წესით.

6. მონიტორინგის, ზედამხედველობისა და კონ-ტროლის შედეგად მოპოვებული სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის გამჟღავნება აკრძალულია, გარდა კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა.

    მუხლი 2. მონიტორინგი, ზედამხედველობა და კონტროლი

1. მონიტორინგი, ზედამხედველობა და კონტროლი ხორციელდება „სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნებთან სურსათის შესაბამისობის დადგენის, ასევე მოსალოდნელი საფრთხის განსაზღვრისა და აღმოფხვრის მიზნით სამსახურის უფლებამოსილი მოხელის მიერ, რომლის სტატუსიც განსაზღვრულია „უფლებამოსილი მოხელის მიერ უფლებამოსილების განხორციელების წესებისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ” საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით.

2. მონიტორინგი ტარდება სურსათის უვნებლობისა და ხარისხის მაჩვენებლებზე სისტემატური დაკვირვების მეშვეობით, სურსათის სარეალიზაციო ადგილებში ნიმუშების აღების, მათი ორგანოლეპტიკური შეფასებისა და ლაბორატორიული შემოწმების გზით, რაც ხორციელდება საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „ნიმუშის აღების წესის” შესაბამისად. ნიმუშის აღება სურსათის სარეალიზაციო ადგილებში ხდება მისი შესყიდვის მეშვეობით. მონიტორინგის საფუძველზე მიღებული ინფორმაცია გამოიყენება რისკის შეფასების მიზნით.

3. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან სურსათის შესაბამისობაზე, აგრეთვე, სანიტარიულ-ჰიგიენური, ვეტერინარულ-სანიტარიული და ფიტოსანიტარიული მოთხოვნებისა და წესების დაცვაზე ზედამხედველობა და კონტროლი ხორციელდება სამსახურის უფლებამოსილი მოხელის მიერ ინსპექტირების ჩატარების მეშვეობით. ინსპექტირება ტარდება გეგმურად და არაგეგმურად:

ა) გეგმური ინსპექტირება ტარდება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დამტკიცებული პროგრამის (გეგმის) მიხედვით;

ბ) არაგეგმური ინსპექტირება ტარდება წინასწარი გაფრთხილების გარეშე, საფუძვლიანი ეჭვის არსებობის შემთხვევაში, „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

4. ზედამხედველობისა და კონტროლის მიზნით, „სურსათის, უვნებლობისა და ხარისხის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად ხორციელდება:

ა) ინსპექტირება, რომელიც ითვალისწინებს:

ა.ა) სურსათის წარმოების ადგილის, საწარმოს, ოფისების, საწარმოს მიმდებარე ტერიტორიის, სატ-რანსპორტო საშუალებების, ტექნიკისა და აღჭურვილობის მდგომარეობისა და გამოყენების პირობების, აგრეთვე ნედლეულის, ინგრედიენტების, ნახევარფაბ-რიკატების, ტექნოლოგიური საშუალებებისა და სურ-სათის დასამზადებლად და საწარმოებლად გამოყენებული სხვა პროდუქტების, საბოლოო სასურსათო პროდუქტების, სურსათთან კონტაქტში შემავალი მასალებისა და საგნების, სურსათის მწარმოებლების მიერ  თავიანთი საქმიანობის პროცესში გამოყენებული სარეცხი და სადეზინფექციო საშუალებების შემოწმებას;

ა.ბ) ეტიკეტირების შემოწმებას, რომელიც ხორციელდება მზა პროდუქციის ეტიკეტზე განთავსებული ინფორმაციის ნორმატიული აქტების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენით;

ბ) დოკუმენტური მასალის შემოწმება, „სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით და ითვალისწინებს სურსათის წარმოებასთან დაკავშირებული მონაცემებისა და თანმხლები დოკუმენტური მასალების, ლაბორატორიული გამოცდების ჩატარების შესახებ ჩანაწერების, პერსონალის ჰიგიენის დამადასტურებელი დოკუმენტების შემოწმებას;

გ) სურსათის ორგანოლეპტიკური შეფასება, რომელიც წარმოებს „ნიმუშის აღების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანების შესაბამისად, სასურსათო პროდუქციის ორგანოლეპტიკური მახასიათებლების (შესახედაობა, ფერი, სუნი, გემო, კონსისტენცია, ფორმა) შემოწმების საფუძველზე;

დ) ნიმუშის აღება, რომელიც წარმოებს „ნიმუშის აღების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანების შესაბამისად, დასახელებულ ლაბორატორიაში გამოკვლევის ჩატარების მიზნით ერთგვაროვანი დასახელების პროდუქციის პარტიიდან ნიმუშის აღებით.

5. ზედამხედველობისა და კონტროლის თითოეული პროცედურის  დასრულების შემდგომ ფორმდება შესაბამისი აქტი.

6. განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლის ყველა შემთხვევის შესახებ მზადდება უფლებამოსილი მოხელის ანგარიში, რომელიც მოიცავს მოპოვებულ ინფორმაციას, მასალებს, დეტალებსა და შედეგებს და წარმოადგენს სამსახურის საბოლოო გადაწყვეტილების საფუძველს.