დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელი საწარმოს/დისტრიბუტორის ჰიგიენის ზოგადი წესისა და სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში ზედამხედველობის, მონიტორინგისა და სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის №173 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 283 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 10/09/2010 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 119, 17/09/2010 |
სარეგისტრაციო კოდი | 340170000.10.003.016013 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №283
2010 წლის 10 სექტემბერი
ქ. თბილისი
„სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელი საწარმოს/დისტრიბუტორის ჰიგიენის ზოგადი წესისა და სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში ზედამხედველობის, მონიტორინგისა და სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის №173 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელი საწარმოს/დისტრიბუტორის ჰიგიენის ზოგადი წესისა და სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში ზედამხედველობის, მონიტორინგისა და სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის №173 დადგენილებაში (სსმ III, 2010 წელი, №75, მუხლი 1092) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. „სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელი საწარმოს/დისტრიბუტორის ჰიგიენის ზოგად წესში“ (დანართი №1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) პირველი მუხლის:
ა.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ეს წესი ადგენს ზოგად ჰიგიენურ მოთხოვნებს სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელი საწარმოს/დისტრიბუტორის მიმართ და ვრცელდება სურსათის/ცხოველის საკვების წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ყველა ეტაპზე.“;
ა.ბ) მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) სურსათის/ცხოველის საკვების არაქარხნული წესით წარმოებაზე, გადამუშავებასა ან/და დისტრიბუციაზე, რომელიც ხორციელდება მაღალმთიან რეგიონში.“;
ა.გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. ისეთ პირველად წარმოებაზე, რომელსაც არ მოიცავს ამ მუხლის მე-4 პუნქტი, ვრცელდება ამ წესის მე-16 მუხლით დადგენილი მოთხოვნები.“;
ბ) მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) სურსათის/ცხოველის საკვების საწარმოებლად გამოყენებული ნედლეული, ინგრედიენტი ან სხვა მასალა არ უნდა იყოს დაბინძურებული პარაზიტებით, პათოგენური მიკროორგანიზმებით, ტოქსიკური ნივთიერებებითა და სხვა საფრთხეებით ისე, რომ გამოყენებული ნედლეულის, ინგრედიენტის ან სხვა მასალის შენახვისათვის საჭირო ჰიგიენური პირობების დაცვისა და ტექნოლოგიური გადამუშავების შემდეგ საბოლოო სურსათი/ცხოველის საკვები მაინც იყოს მავნებელი ადამიანის/ცხოველის ჯანმრთელობისათვის.“;
გ) მე-3 მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. მაღალმთიანი რეგიონი – გეოგრაფიული არეალი, რომელიც შეესაბამება „მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ მაღალმთიანი რეგიონის ცნებას.“;
დ) მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ბიზნესოპერატორმა სურსათის/ცხოველის საკვების წარმოებისათვის/გადამუშავებისათვის საჭირო ნედლეულის, ინგრედიენტის ან ნებისმიერი სხვა მასალის მიღებისას უნდა აწარმოოს ჩანაწერი მიმწოდებლის საიდენტიფიკაციო მონაცემებისა და ნედლეულის, ინგრედიენტის ან ნებისმიერი სხვა მასალის ჩაბარების თარიღის მითითებით.“;
ე) მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სურსათის/ცხოველის საკვების შესაფუთი მასალა უნდა იყოს ისეთ მდგომარეობაში, რომ სურსათთან/ცხოველის საკვებთან უშუალო შეხებისას არ მოხდეს პროდუქტის დაბინძურება.“;
ვ) მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სურსათის/ცხოველის საკვების წარმოების ნარჩენები გატანილი უნდა იყოს ისეთი საშუალებით, რომ გამოირიცხოს ნარჩენების გატანის პროცესში საწარმოს დაბინძურება. კონტეინერებით ნარჩენების გატანის შემთხვევაში ეს კონტეინერები ადვილად უნდა იწმინდებოდეს და, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელი უნდა იყოს მათი დეზინფიცირება.“;
ზ) მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დასალაგებელი ინვენტარი, სარეცხი და სადეზინფექციო საშუალებები, აგრეთვე სადეზინფექციო საშუალებების დასამზადებელი ქიმიური ნივთიერებები უნდა ინახებოდეს ისე, რომ არ მოხდეს მათი შეხება შესაფუთ მასალასა და სურსათთან/ცხოველის საკვებთან.“;
თ) მე-13 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ჭურჭელი და/ან კონტეინერები, რომლებიც გამოიყენება სურსათის/ცხოველის საკვების გადასაზიდად, მოწყობილი უნდა იყოს იმგვარად, რომ იძლეოდეს მის ადეკვატურად სუფთა მდგომარეობაში შენარჩუნების შესაძლებლობას და, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელი იყოს მათი გაწმენდა და დეზინფიცირება.
2. გადასაზიდი საშუალებები, აგრეთვე კონტეინერები და შესანახი ჭურჭელი არ უნდა გამოიყენებოდეს სურსათის/ცხოველის საკვების გარდა სხვა რამის გადასაზიდად, თუ შესაძლებელია, რომ ამან გამოიწვიოს სურსათის/ცხოველის საკვების დაბინძურება. ასეთ შემთხვევაში უნდა განხორციელდეს გადასაზიდი საშუალებების, აგრეთვე კონტეინერებისა და შესანახი ჭურჭლის შესაბამისი დასუფთავება/დეზინფექცია.“;
ი) მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) საწარმოში ახალი ცხოველების შემოყვანის დროს გაატარონ პრევენციული ზომები ადამიანისათვის საშიშ ინფექციურ დაავადებათა გავრცელების საწინააღმდეგოდ და ასეთ დაავადებებთან დაკავშირებით ეჭვის წარმოქმნის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობონ სამსახურს;“.
2. „სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში ზედამხედველობის, მონიტორინგისა და სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესში“ (დანართი №2) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) პირველი მუხლის მე-2 პუნქტის:
ა.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) პროფესიული დამოუკიდებლობა – ზედამხედველობა, მონიტორინგი და კონტროლი უნდა განხორციელდეს დაინტერესებული ჯგუფების გავლენისაგან დამოუკიდებლად;“;
ა.ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) კონფიდენციალურობა – დაცული უნდა იქნეს ბიზნესოპერატორთან დაკავშირებული ნებისმიერი კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც შეგროვდა ზედამხედველობის, მონიტორინგისა და კონტროლის განხორციელების მიზნით, მათ შორის, ისეთი ინფორმაცია, რომელმაც შეიძლება შელახოს ბიზნესოპერატორის სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული რეპუტაცია. აკრძალულია ამ ინფორმაციის არაპროფესიული მიზნებისათვის გამოყენება ან მისი უკანონოდ გავრცელება;“;
ბ) მე-2 მუხლის:
ბ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ინსპექტირება – სახელმწიფო კონტროლის ერთ-ერთი ფორმა, რომელიც მოიცავს სურსათის/ცხოველის საკვების, სასურსათო ნედლეულის, ცხოველის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ასპექტის გამოკვლევასა და შემოწმებას ბიზნესოპერატორის ობიექტში, მათი საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით;“;
ბ.ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) მონიტორინგი – ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც დგინდება სურსათის/ცხოველის საკვების ბაზრის არსებული მდგომარეობის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან; მონიტორინგი ტარდება საცალო ვაჭრობის პუნქტიდან ნიმუშების აღების, მათი ორგანოლეპტიკური შეფასებისა და ლაბორატორიული შემოწმების გზით, რაც ხორციელდება ამ წესის III თავის შესაბამისად. მონიტორინგის საფუძველზე მიღებული ინფორმაცია გამოიყენება რისკის შეფასების მიზნით;“;
ბ.გ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) უფლებამოსილი მოხელე – პირი, რომელსაც შესაბამისი უფლებამოსილება მინიჭებული აქვს სამსახურის უფროსის ბრძანების საფუძველზე და გააჩნია სამსახურის მიერ გაცემული უფლებამოსილების დამადასტურებელი მოწმობა და საიდენტიფიკაციო ნომერი;“;
ბ.დ) „თ.ა“ და „თ.ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ.ა) არაკრიტიკული შეუსაბამობა – შეუსაბამობა, რომელიც არ უქმნის პირდაპირ საფრთხეს ადამიანისა და ცხოველის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, რომლის აღმოფხვრა შესაძლებელია საწარმოო პროცესის შეჩერების გარეშე. ასეთი სახის შეუსაბამობის გამოსწორება სავალდებულოა ბიზნესოპერატორის მიერ გონივრულ ვადაში;
თ.ბ) კრიტიკული შეუსაბამობა – შეუსაბამობა, რომელიც მაღალ რისკს უქმნის ადამიანისა და ცხოველის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, რომელიც არის კონკრეტული საწარმოო პროცესის დროებითი შეჩერების საფუძველი ასეთი სახის შეუსაბამობის აღმოფხვრამდე;“;
გ) მე-6 მუხლის:
გ.ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ინსპექტირებისას უფლებამოსილი მოხელე ადგენს შესაბამისობის შეფასების აქტს ორ ეგზემპლარად.“;
გ.ბ) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31, 32 და 33 პუნქტები:
„31. იმ შემთხვევაში, თუ ინსპექტირება ხორციელდება „სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელი საწარმოს/დისტრიბუტორის ჰიგიენის ზოგადი წესით“ განსაზღვრულ მოთხოვნებთან ბიზნესოპერატორის შესაბამისობის დადგენის მიზნით, უფლებამოსილი მოხელე ადგენს შესაბამისობის შეფასების აქტს (ამ წესის №2.2. დანართი), ხოლო თუ ინსპექტირება ხორციელდება „სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელი საწარმოს/დისტრიბუტორის ჰიგიენის ზოგადი წესით“ განსაზღვრულ პირველადი წარმოების ობიექტებში, ივსება შესაბამისობის შეფასების აქტი (ამ წესის №2.3. დანართი).
32. იმ შემთხვევაში, თუ ინსპექტირება ხორციელდება „სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელი საწარმოს/დისტრიბუტორის ჰიგიენის გამარტივებული წესის“ პირველი მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ ბიზნესოპერატორთა ობიექტებში, უფლებამოსილი მოხელე ადგენს შესაბამისობის შეფასების აქტს („სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელი საწარმოს/დისტრიბუტორის ჰიგიენის გამარტივებული წესის“ №1 დანართი), ხოლო თუ ინსპექტირება ხორციელდება „სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელი საწარმოს/დისტრიბუტორის ჰიგიენის გამარტივებული წესით“ განსაზღვრულ პირველადი წარმოების ობიექტებში, უფლებამოსილი მოხელე ადგენს შესაბამისობის შეფასების აქტს („სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელი საწარმოს/დისტრიბუტორის ჰიგიენის გამარტივებული წესის“ №2 დანართი).
33. შესაბამისობის შეფასების აქტი უნდა შეიცავდეს, მათ შორის, ისეთ ინფორმაციას, როგორიც არის:
ა) შემოწმების დაწყებისა და დამთავრების თარიღი;
ბ) შემოწმების საფუძველი;
გ) ინსპექტირების ტიპი;
დ) უფლებამოსილი მოხელის გვარი, სახელი და თანამდებობა;
ე) ობიექტის დასახელება, იურიდიული და ფაქტობრივი მისამართები, ხელმძღვანელის ან წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის რეკვიზიტები;
ვ) შემოწმების შედეგები, მათ შორის, შეუსაბამობის ტიპი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ზ) უფლებამოსილი მოხელის მიერ გაცემული რეკომენდაციები (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ხარვეზის ტექნიკურად გამოსწორების გონივრული ვადა.“;
გ.გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. ამ მუხლის მე-6 პუნქტში აღნიშნულ შემთხვევაში ბიზნესოპერატორს შეუძლია მიმართოს სასამართლოს. იმ შემთხვევაში, თუ ადგილი აქვს კრიტიკულ შეუსაბამობას, სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე ბიზნესოპერატორი ვალდებულია, შეაჩეროს კონკრეტული საწარმოო პროცესი, ხოლო არაკრიტიკული შეუსაბამობის შემთხვევაში უფლებამოსილი მოხელის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულება ხდება სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.“;
გ.დ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. ამ მუხლის მე-7 პუნქტში აღნიშნულ შემთხვევაში კრიტიკული შეუსაბამობის არსებობისას, თუ სასამართლოს მიერ გამოტანილ იქნა გადაწყვეტილება ბიზნესოპერატორის სასარგებლოდ, სამსახური ვალდებულია, აუნაზღაუროს ბიზნესოპერატორს კონკრეტული საწარმოო პროცესის შეჩერების შედეგად მიყენებული ზიანი.“;
დ) მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი:
„10. ამ წესით განსაზღვრული კეთილსინდისიერების პრინციპის დაცვის უზრუნველსაყოფად უფლებამოსილი მოხელის მიერ უფლებამოსილების განხორციელების პროცესში „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ინტერესთა შეუთავსებლობის არსებობისას იგი ვალდებულია, ამის შესახებ აცნობოს სამსახურის უფროსს.“;
ე) მე-8 მუხლის:
ე.ა) მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სამსახური ბიზნესოპერატორს აკისრებს ჯარიმას კრიტიკული შეუსაბამობის გამოსწორებამდე, ხოლო ბიზნესოპერატორი ვალდებულია, შეაჩეროს კონკრეტული საწარმოო პროცესი.
3. კრიტიკული შეუსაბამობის გამოსწორებამდე კონკრეტული საწარმოო პროცესის შეჩერებასთან ერთად უქმდება შესაბამისობის შეფასების სერტიფიკატი.
4.გაცემული რეკომენდაციების შესრულების შემდეგ ბიზნესოპერატორი უფლებამოსილია, მიმართოს სამსახურს კონკრეტული საწარმოო პროცესის გაგრძელების თაობაზე.“;
ე.ბ) მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ადგილი აქვს არაკრიტიკულ შეუსაბამობას, სამსახური ბიზნესოპერატორს ანიჭებს უფლებას კონკრეტული საწარმოო პროცესის გაგრძელების თაობაზე. ამ შემთხვევაში სამსახური მოქმედებს ამ წესის მე-7 მუხლის საფუძველზე;“;
ვ) მე-10 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
„21. ნიმუშის აღება საცალო ვაჭრობის პუნქტიდან ხდება მისი შესყიდვით.“;
ზ) მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 16. ნიმუშის აღება საცალო ვაჭრობის პუნქტიდან
ნიმუშის აღება საცალო ვაჭრობის პუნქტიდან ხდება შემდეგ შემთხვევებში:
ა) მოსახლეობასა და ცხოველებში კვებითი მოშხამვების, საკვებით განპირობებული ნაწლავთა ინფექციების, ეპიდემიების, ეპიზოოტების ან სხვა მასობრივი დაავადებების აღმოცენებისას; ბ) სურსათის/ცხოველის საკვების ეტიკეტირების ნორმატიულ დოკუმენტებთან შეუსაბამობისას ან სურსათის/ცხოველის საკვების ეტიკეტზე მითითებულ დასახელებასთან სურსათის/ცხოველის საკვების შეუსაბამობისას;
გ) საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანების საფუძველზე სურსათის/ცხოველის საკვების ბაქტერიული, ქიმიური ან ფიზიკური დაბინძურების დადგენის მიზნით.“.
3. „სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში ზედამხედველობის, მონიტორინგისა და სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის“ №2.2. დანართი და №2.3. დანართი 15 გრაფის ჩათვლით ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
დანართი №2.2.
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო
სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა
დაცვის ეროვნული სამსახური
შესაბამისობის შეფასების აქტი № --------
(ივსება სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელი საწარმოს/დისტრიბუტორის ჰიგიენის ზოგადი მოთხოვნების შემოწმების მიზნით)
აქტი შედგენილია ორ ეგზემპლარად
1. | ბიზნესოპერატორის სრული სახელწოდება |
| ||||||||||||||||||||||||||||||||||
2. | ბიზნესოპერატორის იურიდიული და ფაქტობრივი მისამართები |
| ||||||||||||||||||||||||||||||||||
3. | ბიზნესოპერატორის ხელმძღვანელის ან წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი, პირადი ნომერი |
| ||||||||||||||||||||||||||||||||||
4. | სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის ტერიტორიული ორგანო (დასახელება, მისამართი, ტელეფონი, ფაქსი) |
| ||||||||||||||||||||||||||||||||||
5. | უფლებამოსილი მოხელის გვარი, სახელი, თანამდებობა, სამსახურის მიერ მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომერი |
| ||||||||||||||||||||||||||||||||||
6. | დამსწრე პირების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სახელი, გვარი, თანამდებობა, პირადი ნომერი |
| ||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||
7. | ინსპექტირების ტიპი | |||||||||||||||||||||||||||||||||||
7.1. | გეგმური
|
| ||||||||||||||||||||||||||||||||||
7.2. | არაგეგმური (მიუთითეთ ნიმუშის ლაბორატორიული დასკვნა და მოსამართლის ბრძანების ნომერი) |
| ||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||
8. | მოთხოვნები საწარმოს ტერიტორიისადმი | კი | არა | შენიშვნა (უარყოფითი შედეგის შემთხვევაში –შესაბამისი დასაბუთება) | რეკომენდაციები | |||||||||||||||||||||||||||||||
8.1. | საწარმოს ტერიტორია მოსახერხებელია მყარი და თხევადი ნარჩენების გატანისათვის |
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||||||||
8.2. | ტერიტორიაზე განთავსებული ნაგებობები, ინვენტარი, აღჭურვილობა და სხვა მასალები, ტერიტორიაზე დარგული მწვანე ნარგავები გამორიცხავს სურსათის/ცხოველის საკვების დაბინძურებას |
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||
9. | მოთხოვნები სურსათის/ცხოველის საკვების საწარმოებლად განკუთვნილი შენობის მიმართ | კი | არა | შენიშვნა (უარყოფითი შედეგის შემთხვევაში –შესაბამისი დასაბუთება) | რეკომენდაციები | |||||||||||||||||||||||||||||||
9.1. | შენობა არის იმგვარად მოწყობილი, რომ იძლევა დასუფთავებისა და დეზინფიცირების საშუალებას |
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||||||||
9.2. | ხდება თუ არა შენობაში ჭუჭყის დაგროვება |
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||||||||
9.3. | ხდება თუ არა სურსათის/ცხოველის საკვების ტოქსიკურ მასალებთან კონტაქტი |
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||||||||
9.4. | ხდება თუ არა მავნე ორგანიზმების სურსათში/ცხოველის საკვებში ჩაბუდება და კონდენსაცია |
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||||||||
9.5. | შენობა დაცულია დამაბინძურებლებისაგან (მათ შორის, მავნებლებისაგან) |
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||||||||
9.6. | უზრუნველყოფილია სურსათის/ცხოველის საკვების სათანადო ტემპერატურით დამუშავებისა და შენახვის პირობები |
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||||||||
9.7. | არის თუ არა ტუალეტი ისეთი, რომ შესაძლებელია მისი დასუფთავება/დეზინფიცირება და აღჭურვილია თუ არა შესაბამისი ჰიგიენური საშუალებებით |
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||||||||
9.8. | შენობა აღჭურვილია სათანადო ბუნებრივი ან მექანიკური ვენტილაციის საშუალებებით |
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||||||||
9.9. | შენობა აღჭურვილია ადეკვატური ბუნებრივი და/ან ხელოვნური განათებით |
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||||||||
9.10. | გასანათებელი მოწყობილობები არის იმგვარად დაცული, რომ ნათურის ან გასანათებელი მოწყობილობის გატეხვის შემთხვევაში თავიდან იქნეს აცილებული სურსათის/ცხოველის საკვების დაბინძურება |
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||||||||
9.11. | საწარმოო საამქროების შესასვლელები მოწყობილია იმგვარად, რომ გამოირიცხოს საწარმოში სურსათის/ცხოველის საკვების რაიმე სახით დაბინძურება |
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||||||||
9.12. | შენობა დაცულია მღრღნელების, მწერებისა და ცხოველებისაგან |
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||||||||
9.13. | ხდება თუ არა მღრღნელებისა და მწერების შენობაში შეღწევის შემთხვევაში სადეზინფექციო და სადერატიზაციო სამუშაოების ჩატარება და ამ სამუშაოების აღრიცხვა |
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||||||||
|
| |||||||||||||||||||||||||||||||||||
10. | მოთხოვნები იმ ოთახების მიმართ, რომლებშიც ხდება სურსათის/ცხოველის საკვების წარმოება და გადამუშავება | |||||||||||||||||||||||||||||||||||
10.1. | მოთხოვნები იატაკის ზედაპირის მიმართ |
კი |
არა | შენიშვნა (უარყოფითი შედეგის შემთხვევაში – შესაბამისი დასაბუთება) | რეკომენდაციები | |||||||||||||||||||||||||||||||
ა. | ადვილად გასაწმენდია |
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||||||||
ბ. | საჭიროების შემთხვევაში იძლევა თუ არა დეზინფიცირების საშუალებას |
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||||||||
გ. | წყალგაუმტარია |
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||||||||
დ. | შეწოვის უნარის არმქონეა |
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||||||||
ე. | ირეცხება |
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||||||||
ვ. | დამზადებულია არატოქსიკური მასალისაგან |
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||||||||
ზ. | იძლევა თუ არა ადეკვატური დრენაჟის საშუალებას |
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||||||||
10.2. | მოთხოვნები კედლის ზედაპირის მიმართ |
კი |
არა | შენიშვნა (უარყოფითი შედეგის შემთხვევაში – შესაბამისი დასაბუთება) | რეკომენდაციები | |||||||||||||||||||||||||||||||
ა. | ადვილად გასაწმენდია
|
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||||||||
ბ. | საჭიროების შემთხვევაში იძლევა თუ არა დეზინფიცირების საშუალებას |
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||||||||
გ. | წყალგაუმტარია |
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||||||||
დ. | შეწოვის უნარის არმქონეა |
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||||||||
ე. | ირეცხება |
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||||||||
ვ. | დამზადებულია არატოქსიკური მასალისაგან |
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||||||||
10.3. | მოთხოვნები კარების ზედაპირის მიმართ |
კი |
არა | შენიშვნა (უარყოფითი შედეგის შემთხვევაში – შესაბამისი დასაბუთება) | რეკომენდაციები | |||||||||||||||||||||||||||||||
ა. | ადვილად გასაწმენდია |
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||||||||
ბ. | საჭიროების შემთხვევაში იძლევა თუ არა დეზინფიცირების საშუალებას |
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||||||||
გ. | შეწოვის უნარის არმქონეა |
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||||||||
10.4. | მოთხოვნები ჭერის მიმართ
|
კი |
არა | შენიშვნა (უარყოფითი შედეგის შემთხვევაში – შესაბამისი დასაბუთება) | რეკომენდაციები | |||||||||||||||||||||||||||||||
ა. | ადვილად გასაწმენდია |
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||||||||
ბ. | ხდება თუ არა ჭუჭყის დაგროვება |
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||||||||
გ. | ხდება თუ არა დამაბინძურებელი ორგანიზმების წარმოქმნა |
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||||||||
დ. | კონდენსაცია შემცირებულია მინიმუმამდე |
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||||||||
10.5. | მოთხოვნები ფანჯრებისა და სინათლის სხვა ღიობების მიმართ |
კი |
არა | შენიშვნა (უარყოფითი შედეგის შემთხვევაში – შესაბამისი დასაბუთება) | რეკომენდაციები | |||||||||||||||||||||||||||||||
ა. | ხდება თუ არა ჭუჭყის დაგროვება |
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||||||||
ბ. | გარეთ გამავალი ფანჯრები დაფარულია თუ არა მწერებისაგან დამცავი, ადვილად გასაწმენდი ბადით |
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||||||||
10.6. | მოთხოვნები იმ ზედაპირების (მათ შორის, მოწყობილობების ზედაპირების) მიმართ, რომლებიც უშუალო შეხებაშია სურსათთან/ცხოველის საკვებთან | კი | არა | შენიშვნა (უარყოფითი შედეგის შემთხვევაში – შესაბამისი დასაბუთება) | რეკომენდაციები | |||||||||||||||||||||||||||||||
ა. | ადვილად გასაწმენდია |
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||||||||
ბ. | საჭიროების შემთხვევაში იძლევა თუ არა დეზინფიცირების საშუალებას |
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||||||||
გ. | ირეცხება |
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||||||||
დ. | კოროზიისადმი მდგრადია |
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||||||||
ე. | დამზადებულია არატოქსიკური მასალისაგან |
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||||||||
10.7. | მოთხოვნები დაკიდული კონსტრუქციების მიმართ |
კი |
არა | შენიშვნა (უარყოფითი შედეგის შემთხვევაში – შესაბამისი დასაბუთება) | რეკომენდაციები | |||||||||||||||||||||||||||||||
| არის თუ არა დაკიდული კონსტრუქციები დამონტაჟებული იმგვარად, რომ არ მოხდეს სურსათის/ცხოველის საკვების დაბინძურება კონდენსატით |
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||
11. |
მოთხოვნები წყალმომარაგებისა და კანალიზაციისადმი |
კი |
არა | შენიშვნა (უარყოფითი შედეგის შემთხვევაში – შესაბამისი დასაბუთება) | რეკომენდაციები | |||||||||||||||||||||||||||||||
11.1. | სურსათის/ცხოველის საკვების საწარმოებლად გამოყენებულია თუ არა ისეთი ხარისხის სასმელი წყალი (მათ შორის, ყინულისათვის, ჰიგიენის ზოგად წესში განსაზღვრული გამონაკლისების გარდა), რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს |
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||||||||
11.2. | არსებობს თუ არა მოწყობილობები წყლის შენახვისა და მიწოდებისათვის |
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||||||||
11.3. | მოწყობილობები წყლის შენახვისა და მიწოდებისათვის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დაცულია თუ არა დაბინძურებისაგან |
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||||||||
11.4. | ხდება თუ არა სუფთა წყლის მიწოდება (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სასმელი წყლის მილებისაგან განცალკევებული მილებით |
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||||||||
11.5. | აქვს თუ არა საწარმოს დრენაჟის ეფექტიანი სისტემა (ასეთის საჭიროების შემთხვევაში) |
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||
12.
| მოთხოვნები იმ საგნების, აღჭურვილობებისა და მოწყობილობებისადმი, რომლებიც უშუალო შეხებაშია სურსათთან/ცხოველის საკვებთან |
კი |
არა | შენიშვნა (უარყოფითი შედეგის შემთხვევაში –შესაბამისი დასაბუთება) | რეკომენდაციები | |||||||||||||||||||||||||||||||
12.1. | ხდება თუ არა მათი დასუფთავება და აუცილებლობის შემთხვევაში – დეზინფიცირება |
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||||||||
12.2. | არის თუ არა ისინი ისეთი მასალისაგან დამზადებული, რომელიც მინიმუმამდე ამცირებს დაბინძურების რისკს |
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||
13. | მოთხოვნები სურსათის/ცხოველის საკვების მიმართ |
კი |
არა | შენიშვნა (უარყოფითი შედეგის შემთხვევაში – შესაბამისი დასაბუთება) | რეკომენდაციები | |||||||||||||||||||||||||||||||
13.1. | წარმოებისათვის/გადამუშავებისათვის გამოსაყენებელი ნედლეული, ინგრედიენტი ან სხვა ნებისმიერი მასალა დაბინძურებულია თუ არა: |
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||||||||
ა. | მავნებლებით |
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||||||||
ბ. | პათოგენური მიკროორგანიზმებით |
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||||||||
გ. | უცხო სხეულებით |
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||||||||
13.2. | წარმოებისათვის/გადამუშავებისათვის გამოსაყენებელი ნედლეული, ინგრედიენტი ან სხვა ნებისმიერი მასალა არის თუ არა ტოქსიკური |
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||||||||
13.3. | აწარმოებს თუ არა ბიზნესოპერატორი საჭირო ნედლეულის, ინგრედიენტის ან ნებისმიერი სხვა მასალის მიღებისას ჩანაწერებს ნედლეულის, ინგრედიენტის ან ნებისმიერი სხვა მასალის მიმწოდებლის საიდენტიფიკაციო მონაცემებისა და ჩაბარების თარიღის მითითებით |
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||||||||
13.4. | წარმოებისათვის/გადამუშავებისა-თვის გამოსაყენებელი ნედლეული, ინგრედიენტი ან სხვა ნებისმიერი მასალა ინახება თუ არა ისეთ პირობებში, რომ თავიდან იქნეს აცილებული მათი დაბინძურება |
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||||||||
13.5. | შენახვისას, წარმოებისა და გადამუშავებისას ნედლეული, ინგრედიენტები და სურსათი/ცხოველის საკვები დაცულია თუ არა მიკროორგანიზმების ზრდა-განვითარებისაგან, პარაზიტების გამრავლებისა და ტოქსინების წარმოქმნისაგან |
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||||||||
13.6. | სურსათის/ცხოველის საკვების შენახვისას არაერთგვაროვანი პროდუქცია არის თუ არა განცალკევებული |
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||
14. | სურსათის/ცხოველის საკვების შეფუთვისათვის საჭირო მოთხოვნები |
კი |
არა | შენიშვნა (უარყოფითი შედეგის შემთხვევაში –შესაბამისი დასაბუთება) | რეკომენდაციები | |||||||||||||||||||||||||||||||
14.1. | ტარა ან სხვა სახის შესაფუთი მასალა არის თუ არა ისეთ მდგომარეობაში, რომ სურსათთან/ცხოველის საკვებთან უშუალო შეხებისას არ მოხდეს პროდუქტის დაბინძურება
|
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||||||||
14.2. | არის თუ არა ტარა ან სხვა სახის შესაფუთი მასალა ადვილად გასაწმენდი |
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||
15. |
მოთხოვნები ნარჩენების შეგროვებისა და გატანისას |
კი |
არა | შენიშვნა (უარყოფითი შედეგის შემთხვევაში –შესაბამისი დასაბუთება) | რეკომენდაციები | |||||||||||||||||||||||||||||||
15.1. | ხდება თუ არა სურსათის/ცხოველის საკვების წარმოების ნარჩენების გატანა იმ ოთახებიდან, რომლებშიც ხდება პროდუქტის წარმოება, გადამუშავება და შენახვა |
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||||||||
15.2. | ხდება თუ არა სურსათის/ცხოველის საკვების წარმოების ნარჩენების გატანა ისეთი საშუალებებით, რომლებიც გამორიცხავს საწარმოს დაბინძურებას |
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||||||||
15.3. | კონტეინერებით წარმოების ნარჩენების გატანისას არის თუ არა ეს კონტეინერები ადვილად გასაწმენდი და, საჭიროების შემთხვევაში, იძლევა თუ არა დეზინფიცირების საშუალებას |
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||||||||
15.4. | ადგილი, სადაც ხდება წარმოების ნარჩენების განთავსება, არის თუ არა სუფთა მდგომარეობაში და ცხოველებისა და პარაზიტებისაგან დაცული |
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||
16. |
მოთხოვნები სადეზინფექციო საშუალებების მიმართ
|
კი |
არა | შენიშვნა (უარყოფითი შედეგის შემთხვევაში – შესაბამისი დასაბუთება) | რეკომენდაციები | |||||||||||||||||||||||||||||||
16.1. | დასალაგებელი ინვენტარი, სარეცხი და სადეზინფექციო საშუალებები ინახება თუ არა ისე, რომ არ მოხდეს მათი შეხება შესაფუთ მასალასთან და სურსათთან/ცხოველის საკვებთან |
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||||||||
16.2. | არის თუ არა აღრიცხული სადეზინფექციო საშუალებების გამოყენება |
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||||||||
16.3. | სურსათის/ცხოველის საკვების წარმოების პროცესში გამოყენებული სარეცხი და სადეზინფექციო საშუალებები არის თუ არა ტოქსიკური ადამიანისათვის |
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||
17. | მოთხოვნები სურსათის/ცხოველის საკვების ტრანსპორტირებისადმი |
კი |
არა | შენიშვნა (უარყოფითი შედეგის შემთხვევაში – შესაბამისი დასაბუთება) | რეკომენდაციები | |||||||||||||||||||||||||||||||
17.1. | სურსათის/ცხოველის საკვების გადასაზიდი საშუალებები არის თუ არა: |
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||||||||
ა. | საჭიროების შემთხვევაში გასაწმენდი |
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||||||||
ბ. | სუფთა მდგომარეობაში |
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||||||||
17.2. | გადასაზიდი საშუალებები იძლევა თუ არა არაერთგვაროვანი სურსათის/ცხოველის საკვების განცალკევების საშუალებას |
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||||||||
17.3. | გადასაზიდი საშუალებები იძლევა თუ არა სურსა-თისათვის/ცხოველის საკვებისათვის საჭირო ტემპერატურის შენარჩუნების საშუალებას |
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||
18. |
მოთხოვნები პერსონალის პირადი ჰიგიენის მიმართ |
კი |
არა | შენიშვნა (უარყოფითი შედეგის შემთხვევაში შესაბამისი დასაბუთება) | რეკომენდაციები | |||||||||||||||||||||||||||||||
18.1. | პერსონალის ტანსაცმელი არის თუ არა სუფთა |
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||||||||
18.2. | პერსონალი იყენებს თუ არა დამცავ ტანისამოსს (მაგ.: ხელთათმანებს, თავსაბურავებს) |
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||||||||
18.3. | პირი, რომელიც ინფიცირებულია ისეთი დაავადებით, რომლის გავრცელება შესაძლებელია სურსათით/ცხოველის საკვებით, იღებს თუ არა მონაწილეობას პროდუქტის წარმო- ების/გადამუშავების პროცესში |
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||||||||
18.4. | პერსონალის ტანისამოსი შეიცავს თუ არა გარეშე ნივთებს (მაგ.: ქინძისთავი, ნემსი, პირადი ჰიგიენის საშუალებები და სხვ.) |
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||||||||
18.5. | წარმოებისა და გადამუშავების ადგილებში უცხო პირთა შესვლისას გამოიყენება თუ არა დამცავი ტანსაცმელი |
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||||||||
19. ინსპექტირების დროს სურსათის/ცხოველის საკვების ორგანოლეპტიკური შეფასება
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||
19.1. | სურსათის/ცხოველის საკვების დასახელება |
| ||||||||||||||||||||||||||||||||||
19.2. | სურსათის/ცხოველის საკვების რაოდენობა |
| ||||||||||||||||||||||||||||||||||
19.3. | სურსათის/ცხოველის საკვების ორგანოლეპტიკური მაჩვენებლები
| მიუთითეთ ის ორგანოლეპტიკური მაჩვენებელი, რომელიც დარღვეულია | შენიშვნა | |||||||||||||||||||||||||||||||||
ა. | ფერი |
|
| |||||||||||||||||||||||||||||||||
ბ. | სუნი |
|
| |||||||||||||||||||||||||||||||||
გ. | გემო |
|
| |||||||||||||||||||||||||||||||||
დ. | კონსისტენცია |
|
| |||||||||||||||||||||||||||||||||
ე. | ობით ღრმა და მნიშვნელოვანი დაზიანება |
|
| |||||||||||||||||||||||||||||||||
ვ. | სხვა (დააკონკრეტეთ) |
|
| |||||||||||||||||||||||||||||||||
20. ინსპექტირების დროს ნიმუშის აღება
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||
20.1. | ნიმუშის აღების კონკრეტული საფუძველი (დააკონკრეტეთ და აღწერეთ საფუძველი):
| |||||||||||||||||||||||||||||||||||
ა. | ბიზნესოპერატორის ხელმძღვანელი ან წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი არ ეთანხმება უფლებამოსილი მოხელის მიერ სურსა-თის/ცხოველის საკვების ორგანოლეპტიკურ შეფასებას | დააკონკრეტეთ: | ||||||||||||||||||||||||||||||||||
ბ. | ინსპექტირების განხორციელების პროცესში გამოვლენილმა დარღვევამ შესაძლოა პირდაპირი საფრთხე შეუქმნას წარმოებული სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობას | დააკონკრეტეთ: | ||||||||||||||||||||||||||||||||||
20.2. | აღებული ნიმუშის მონაცემები: | |||||||||||||||||||||||||||||||||||
1. | სურსათის/ცხოველის საკვების: |
| ||||||||||||||||||||||||||||||||||
1.1. | დასახელება |
| ||||||||||||||||||||||||||||||||||
1.2. | აღწერა |
| ||||||||||||||||||||||||||||||||||
1.3. | შენახვის პირობები |
| ||||||||||||||||||||||||||||||||||
1.4. | დამზადების თარიღი |
| ||||||||||||||||||||||||||||||||||
1.5. | ვარგისიანობის ვადა |
| ||||||||||||||||||||||||||||||||||
2. | ნიმუშის რაოდენობა (ცალი/წონა) |
| ||||||||||||||||||||||||||||||||||
2.1. | საცალო ფასი |
| ||||||||||||||||||||||||||||||||||
3. | სურსათის/ცხოველის საკვების თანმხლები დოკუმენტი |
| ||||||||||||||||||||||||||||||||||
4. | ნორმატიული დოკუმენტის დასახელება, რომლის მიხედვითაც განხორციელდა ნიმუშის აღება |
| ||||||||||||||||||||||||||||||||||
5. | შენიშვნა |
| ||||||||||||||||||||||||||||||||||
20.3. | ნიმუშის აღების დრო (სთ./წთ.) |
| ||||||||||||||||||||||||||||||||||
20.4. | ლაბორატორიის დასახელება, რომელშიც გაიგზავნება ნიმუში |
| ||||||||||||||||||||||||||||||||||
20.5. | მიუთითეთ, რამდენ ეგზემპლარად არის აღებული ნიმუში |
| ||||||||||||||||||||||||||||||||||
21. | შემოწმების შედეგები: დაცულია თუ არა ჰიგიენის ზოგადი წესით დადგენილი მოთხოვნები |
| ||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||
22. | შეუსაბამობის ტიპი, ასეთის არსებობის შემთხვევაში
| |||||||||||||||||||||||||||||||||||
22.1. | არაკრიტიკული შეუსაბამობა |
| ||||||||||||||||||||||||||||||||||
22.2. | კრიტიკული შეუსაბამობა |
| ||||||||||||||||||||||||||||||||||
22.3. | არაკრიტიკული შეუსაბამობის შემთხვევაში მიუთითეთ რეკომენდაციების შესრულებისათვის საჭირო გონივრული ვადა |
| ||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||
ინსპექტირების ჩატარების თარიღი (რიცხვი, თვე) |
| |||||||||||||||||||||||||||||||||||
ინსპექტირების დაწყებისა და დასრულების დრო (სთ./წთ.) |
| |||||||||||||||||||||||||||||||||||
უფლებამოსილი მოხელის ხელმოწერა |
| |||||||||||||||||||||||||||||||||||
ბიზნესოპერატორის ხელმძღვანელის ან წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერა
|
| |||||||||||||||||||||||||||||||||||
დანართი №2.3.
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო
სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახური
შესაბამისობის შეფასების აქტი № --------
(ივსება პირველადი წარმოების ობიექტების ინსპექტირებისას ჰიგიენის ზოგადი მოთხოვნების შემოწმების მიზნით)
აქტი შედგენილია ორ ეგზემპლარად
1. | ბიზნესოპერატორის სრული სახელწოდება |
| |||||||||||||
2. | ბიზნესოპერატორის იურიდიული და ფაქტობრივი მისამართები |
| |||||||||||||
3. | ბიზნესოპერატორის ხელმძღვანელის ან წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი, პირადი ნომერი |
| |||||||||||||
4. | სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის ტერიტორიული ორგანო (დასახელება, მისამართი, ტელეფონი, ფაქსი) |
| |||||||||||||
5. | უფლებამოსილი მოხელის გვარი, სახელი, თანამდებობა, სამსახურის მიერ მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომერი |
| |||||||||||||
6. | დამსწრე პირების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სახელი, გვარი, თანამდებობა, პირადი ნომერი |
| |||||||||||||
| |||||||||||||||
7. | ინსპექტირების ტიპი | ||||||||||||||
7.1. | გეგმური
|
| |||||||||||||
7.2. | არაგეგმური (მიუთითეთ ნიმუშის ლაბორატორიული დასკვნა და მოსამართლის ბრძანების ნომერი) |
| |||||||||||||
| |||||||||||||||
8. | საფრთხეების კონტროლის ღონისძიებები | კი | არა | შენიშვნა (უარყოფითი შედეგის შემთხვევაში – შესაბამისი დასაბუთება) | რეკომენდაციები | ||||||||||
8.1. | შეძლებისდაგვარად უზრუნველყოფილია თუ არა დაბინძურების კონტროლის ღონისძიებები: |
|
|
|
| ||||||||||
ა. | ჰაერიდან |
|
|
|
| ||||||||||
ბ. | ნიადაგიდან |
|
|
|
| ||||||||||
გ. | წყლიდან |
|
|
|
| ||||||||||
დ. | საკვებიდან
|
|
|
|
| ||||||||||
ე. | სასუქებიდან |
|
|
|
| ||||||||||
ვ. | ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატებიდან |
|
|
|
| ||||||||||
ზ. | მცენარეთა დაცვის საშუალებებიდან |
|
|
|
| ||||||||||
თ. | ბიოციდებიდან |
|
|
|
| ||||||||||
ი. | შენახვისას |
|
|
|
| ||||||||||
კ. | წარმოებისას |
|
|
|
| ||||||||||
ლ.
| ნარჩენების გატანისას |
|
|
|
| ||||||||||
8.2. | შეძლებისდაგვარად ხორციელდება თუ არა ცხოველთა და მცენარეთა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ღონისძიებები, რომლებიც გავლენას ახდენს ადამიანის/ცხოველის ჯანმრთელობაზე: |
|
|
|
| ||||||||||
ა. | ზოონოზური აგენტების მონიტორინგისა და კონტროლის პროგრამები |
|
|
|
| ||||||||||
ბ. | ზოოანთროპონოზური აგენტების მონიტორინგისა და კონტროლის პროგრამები |
|
|
|
| ||||||||||
გ. | სხვა |
|
|
|
| ||||||||||
| |||||||||||||||
9. | არის თუ არა სუფთა მდგომარეობაში ის მოწყობილობები, რომლებიც უშუალო კავშირშია პირველად წარმოებასა და მასთან დაკავშირებულ ოპერაციებთან
| კი | არა | შენიშვნა (უარყოფითი შედეგის შემთხვევაში –შესაბამისი დასაბუთება) | რეკომენდაციები | ||||||||||
ა. | შესანახი მოწყობილობა |
|
|
|
| ||||||||||
ბ. | სადისტრიბუციო და სხვა გადასაზიდი საშუალებები |
|
|
|
| ||||||||||
გ. | ჩატვირთვა-გადმოტვირთვისათვის განკუთვნილი მოწყობილობა |
|
|
|
| ||||||||||
9.1. | საჭიროების შემთხვევაში ხდება თუ არა მოწყობილობების, რომლებიც უშუალო კავშირშია პირველად წარმოებასა და მასთან დაკავშირებულ ოპერაციებთან, სათანადო წესით დეზინფიცირება |
|
|
|
| ||||||||||
| |||||||||||||||
10. | მოთხოვნები წყლის მიმართ | კი | არა | შენიშვნა (უარყო-ფითი შედეგის შემთხვევაში –შესაბამისი დასაბუთება) | რეკომენდაციები | ||||||||||
10.1. | სასმელი წყალი (მისი გამოყენების შემთხვევაში) აკმაყოფილებს თუ არა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს |
|
|
|
| ||||||||||
10.2. | სუფთა წყალი (მისი გამოყენების შემთხვევაში) შეესაბამება თუ არა სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელი საწარმოს/ დისტრიბუტორის ჰიგიენის ზოგადი წესით დადგენილ მოთხოვნებს |
|
|
|
| ||||||||||
| |||||||||||||||
11. | მოთხოვნები პირველადი წარმოების პროდუქტების მიმართ
| კი | არა | შენიშვნა (უარყოფითი შედეგის შემთხვევაში –შესაბამისი დასაბუთება) | რეკომენდაციები | ||||||||||
11.1. | ხდება თუ არა პირველადი წარმოების პროდუქტის დაბინძურება მავნებლებისაგან |
|
|
|
| ||||||||||
11.2. | ხდება თუ არა პირველადი წარმოების პროდუქტის დაბინძურება პირველადი წარმოების ნარჩენებისა და სახიფათო ნივთიერებების შენახვა-გადაზიდვის დროს |
|
|
|
| ||||||||||
12. | ტარდება თუ არა პრევენციული ზომები საწარმოში ახალი ცხოველების შეყვანის დროს |
|
|
|
| ||||||||||
13. | გამოიყენება თუ არა შემდეგი სახის საშუალებები საქართველოს კანონ-მდებლობის შესაბამისად: |
|
|
|
| ||||||||||
ა. | საკვებდანამატები |
|
|
|
| ||||||||||
ბ. | ვეტერინარული დანიშნულების სამედიცინო პრეპარატები |
|
|
|
| ||||||||||
გ. | მცენარეთა დაცვის საშუალებები |
|
|
|
| ||||||||||
დ. | აგროქიმიკატები |
|
|
|
| ||||||||||
ე. | ბიოციდები |
|
|
|
| ||||||||||
| |||||||||||||||
14. | ჩანაწერების წარმოება რისკების გაკონტროლებასთან დაკავშირებით განხორციელებული ღონისძიებების შესახებ
| კი | არა | შენიშვნა (უარყო-ფითი შედეგის შემთხვევაში -შესაბამისი დასაბუთება) | რეკომენდაციები | ||||||||||
14.1. | ბიზნესოპერატორი, რომელიც აწარმოებს ცხოველური წარმოშობის პირველად პროდუქტებს (მათ შორის, მისდევს მეცხოველეობას, ნადირობას და სხვ.), აწარმოებს თუ არა შემდეგი სახის ჩანაწე-რებს: |
|
|
|
| ||||||||||
ა. | ცხოველის საკვების წარმოშობის შესახებ |
|
|
|
| ||||||||||
ბ. | ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების შესახებ (მათი გამოყენების თარიღების მითითებით) |
|
|
|
| ||||||||||
გ. | დაავადებათა შემთხვევების შესახებ, რომლებმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს ცხოველური წარმოშობის პირველად პროდუქტებზე |
|
|
|
| ||||||||||
დ. | ცხოველებიდან აღებული ნებისმიერი ნიმუშის ანალიზის შედეგების შესახებ, რაც შესაძლოა მნიშვნელოვანი იყოს ადამიანის ჯანმრთელობისათვის |
|
|
|
| ||||||||||
ე. | ცხოველების ან ცხოველური წარმოშობის პროდუქტების შემოწმებათა განხორციელების შესახებ |
|
|
|
| ||||||||||
14.2. | ბიზნესოპერატორი, რომელიც აწარმოებს ან მოჰყავს მცენარეული წარმოშობის პირველადი პროდუქტი, აწარმოებს თუ არა შემდეგი სახის ჩანაწერებს: |
|
|
|
| ||||||||||
ა. | მცენარეთა დაცვის საშუალებების, აგროქიმიკატებისა და ბიოციდების გამოყენების შესახებ (მათი გამოყენების თარიღების მითითებით) |
|
|
|
| ||||||||||
ბ. | პარაზიტების ან დაავადებების ნებისმიერი წარმოშობის შესახებ, რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს მცენარეული წარმოშობის პირველად პროდუქტზე |
|
|
|
| ||||||||||
გ. | მცენარეებიდან აღებული ნებისმიერი ნიმუშის ანალიზის შედეგების შესახებ, რაც შესაძლოა მნიშვნელოვანი იყოს ადამიანის ჯანმრთელობისათვის |
|
|
|
| ||||||||||
15. ინსპექტირების დროს პირველადი წარმოების პროდუქტის ორგანოლეპტიკური შეფასება
| |||||||||||||||
15.1. | პირველადი წარმოების პროდუქტის დასახელება |
|
| ||||||||||||
15.2. | პირველადი წარმოების პროდუქტის რაოდენობა |
|
| ||||||||||||
15.3. | პირველადი წარმოების პროდუქტის ორგანოლეპტიკური მაჩვენებლები:
| მიუთითეთ ის ორგანოლეპტიკური მაჩვენებელი, რომელიც დარღვეულია | შენიშვნა |
| |||||||||||
ა. | ფერი |
|
|
| |||||||||||
ბ. | სუნი |
|
|
| |||||||||||
გ. | გემო |
|
|
| |||||||||||
დ. | კონსისტენცია |
|
|
| |||||||||||
ე. | ობით ღრმა და მნიშვნელოვანი დაზიანება |
|
|
| |||||||||||
ვ. | სხვა (დააკონკრეტეთ).“. |
|
|
| |||||||||||
მუხლი 2. დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სურსათის მონიტორინგის, ზედამხედველობისა და კონტროლის პროცედურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 7 აგვისტოს №2-148 ბრძანება.
მუხლი 3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
დოკუმენტის კომენტარები