დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ზოგიერთი გადაწყვეტილების ნორმატიული აქტებისათვის მიკუთვნების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 75 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო |
| მიღების თარიღი | 17/07/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/07/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/09/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010210060.74.086.016075 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (18/07/2025 - 28/07/2025)
|
„საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ზოგიერთი გადაწყვეტილების ნორმატიული აქტებისათვის მიკუთვნების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ზოგიერთი გადაწყვეტილების ნორმატიული აქტებისათვის მიკუთვნების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 იანვრის №1 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 11/02/2020, სარეგისტრაციო კოდი: 010210060.74.086.016001) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების დანართი 5-ით დამტკიცებული:
ა) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის №1/206-2007 გადაწყვეტილების: ა.ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის დებულების, საშტატო ნუსხისა და აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“; ა.ბ) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის დებულების“ (საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის №1/206-2007 გადაწყვეტილების დანართი 1)“: ბ.ა) მე-2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხისა და სტრუქტურის, აგრეთვე მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოებისა და თანამდებობათა დასახელებების თაობაზე წინადადებების მომზადება და იუსტიციის უმაღლესი საბჭოსათვის დასამტკიცებლად წარდგენა;“; ბ.ბ) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის მოხელეებს, აპარატის სხვა მოსამსახურეებს;“; ბ.გ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ.დ) 41 მუხლის: ბ.დ.ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი: „ი) მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩადენის შემთხვევაში უზრუნველყოფს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის მიერ ამ დისციპლინური გადაცდომის ობიექტური, მიუკერძოებელი და სრულყოფილი გამოკვლევისა და წინასწარი შემოწმების განხორციელებას.“; ბ.დ.ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის ბიურო: ა) საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ ნორმატიული აქტების საფუძველზე, ახორციელებს დისციპლინურ სამართალწარმოებას, რომლის ფარგლებშიც უფლებამოსილია: ა.ა) გაეცნოს სასამართლოში არსებულ საქმის მასალებს, მიიღოს საქმის მასალების ასლები; ა.ბ) როგორც ზეპირი, ასევე წერილობითი ფორმით მოითხოვოს დისციპლინური გადაცდომის ფაქტთან დაკავშირებული ყველა საჭირო ინფორმაცია, დოკუმენტი და მასალა, ახსნა-განმარტება ჩამოართვას საჩივრის (განცხადების) ავტორს, სასამართლოს აპარატის თანამშრომელს, მიიწვიოს სხვა პირი და მიღოს მისგან დამატებითი ინფორმაცია; ა.გ) იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის დაუცველად საჩივრის (განცხადების) წარმოდგენის შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე 10 დღის ვადაში წერილობით აცნობოს საჩივრის (განცხადების) ავტორს; ა.დ) იმ შემთხვევაში, თუ საჩივარი (განცხადება) ანონიმური ხასიათისაა, ან მიმართულია ყოფილი მოსამართლის წინააღმდეგ, ან მასში მითითებული საფუძვლით მოსამართლის მიმართ უკვე განხორციელდა დისციპლინური სამართალწარმოება, საჩივრის (განცხადების) მიღებიდან 10 დღის ვადაში მოხსენებითი ბარათით მიმართოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს დისციპლინური სამართალწარმოების არდაწყების თაობაზე; ა.ე) მოამზადოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს/მდივნის დისციპლინურ სამართალწარმოებასთან დაკავშირებული დოკუმენტების/აქტების პროექტები; ა.ვ) განახორციელოს დისციპლინური სამართალწარმოების საკითხებზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომების მოწვევისა და გამართვის ორგანიზება; ა.ზ) იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნის დაწყებისა და ახსნა-განმარტების ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, უზრუნველყოს მოსამართლისათვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის სახელით; ბ) შეისწავლის საერთაშორისო გამოცდილებას სასამართლო ეთიკისა და მოსამართლეთა დისციპლინური დევნის საკითხებზე და შესაბამის წინადადებებს წარუდგენს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს/მდივანს; გ) აწარმოებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ განხორციელებული დისციპლინური სამართალწარმოების სტატისტიკას და უზრუნველყოფს მის განზოგადებას.“; ბ.ე) 51 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) აწესრიგებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და მისი აპარატის სამსახურებრივი დოკუმენტების რეგისტრაციასა და დაგზავნას, ორგანიზებას უწევს აპარატში ერთიან საქმისწარმოებას და უზრუნველყოფს საჭირო პირობების შექმნას თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით ინფორმაციის დასამუშავებლად;“; ბ.ვ) 73 მუხლი ამოღებულ იქნეს; გ) „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის საშტატო ნუსხა და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები (საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის №1/206-2007 გადაწყვეტილების დანართი 2)“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დანართი 2
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის საშტატო ნუსხა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის საშტატო ერთეულების რაოდენობა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის საშტატო ნუსხა განისაზღვროს 82 საშტატო ერთეულით, მათ შორის, 14 (თოთხმეტი) ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირით (7 (შვიდი) – პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი; 7 – (შვიდი) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე).“; დ) „დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობრივი სარგო (საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის №1/206-2007 გადაწყვეტილების დანართი 3)“ ამოღებულ იქნეს. |
მუხლი 2.
|
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 1 სექტემბრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები