„საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ზოგიერთი გადაწყვეტილების ნორმატიული აქტებისათვის მიკუთვნების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2025 წლის 17 ივლისის №75 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 77
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო
მიღების თარიღი 28/07/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/07/2025
სარეგისტრაციო კოდი 010210060.74.086.016077
77
28/07/2025
ვებგვერდი, 30/07/2025
010210060.74.086.016077
„საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ზოგიერთი გადაწყვეტილების ნორმატიული აქტებისათვის მიკუთვნების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2025 წლის 17 ივლისის №75 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო
„საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ზოგიერთი გადაწყვეტილების ნორმატიული აქტებისათვის მიკუთვნების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2025 წლის 17 ივლისის №75 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს

დადგენილება №77

2025 წლის 28 ივლისი

ქ. თბილისი

„საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ზოგიერთი გადაწყვეტილების ნორმატიული აქტებისათვის მიკუთვნების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2025 წლის 17 ივლისის №75 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ზოგიერთი გადაწყვეტილების ნორმატიული აქტებისათვის მიკუთვნების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2025 წლის 17 ივლისის №75 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 18/07/2025, სარეგისტრაციო კოდი: 010210060.74.086.016075) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების პირველი მუხლის:

ა) „ბ.დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.დ) 41 მუხლის:

ბ.დ.ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“–„მ“ ქვეპუნქტები:

„ი) მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩადენის შემთხვევაში უზრუნველყოფს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის მიერ ამ დისციპლინური გადაცდომის ობიექტური, მიუკერძოებელი და სრულყოფილი გამოკვლევისა და წინასწარი შემოწმების განხორციელებას;

კ) აწესრიგებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და მისი აპარატის სამსახურებრივი დოკუმენტების რეგისტრაციასა და დაგზავნას, ორგანიზებას უწევს აპარატში ერთიან საქმისწარმოებას და უზრუნველყოფს საჭირო პირობების შექმნას თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით ინფორმაციის დასამუშავებლად;

ლ) უზრუნველყოფს საიდუმლო კორესპონდენციის მიღებას, რეგისტრაციას, მოძრაობის გაფორმებას, გაგზავნას, დავალებათა შესრულების კონტროლს, საქმეთა ფორმირებას, არქივში დოკუმენტების ჩაბარებასა და დაცვას;

მ) უზრუნველყოფს საქმეთა ნომენკლატურის შემუშავებას, საქმეთა შენახვის და ჩამოწერის ორგანიზებას, აგრეთვე არქივის საქმიანობაზე კონტროლის განხორციელებას, არქივში დაცული დოკუმენტების მოძიებასა და ასლების გაცემას.“;

ბ.დ.ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 და 22 პუნქტები:

„21. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის ბიურო:

ა) საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ ნორმატიული აქტების საფუძველზე, ახორციელებს დისციპლინურ სამართალწარმოებას, რომლის ფარგლებშიც უფლებამოსილია:

ა.ა) გაეცნოს სასამართლოში არსებულ საქმის მასალებს, მიიღოს საქმის მასალების ასლები;

ა.ბ) როგორც ზეპირი, ასევე წერილობითი ფორმით მოითხოვოს დისციპლინური გადაცდომის ფაქტთან დაკავშირებული ყველა საჭირო ინფორმაცია, დოკუმენტი და მასალა, ახსნა-განმარტება ჩამოართვას საჩივრის (განცხადების) ავტორს, სასამართლოს აპარატის თანამშრომელს, მიიწვიოს სხვა პირი და მიღოს მისგან დამატებითი ინფორმაცია;

ა.გ) იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის დაუცველად საჩივრის (განცხადების) წარმოდგენის შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე 10 დღის ვადაში წერილობით აცნობოს საჩივრის (განცხადების) ავტორს;

ა.დ) იმ შემთხვევაში, თუ საჩივარი (განცხადება) ანონიმური ხასიათისაა, ან მიმართულია ყოფილი მოსამართლის წინააღმდეგ, ან მასში მითითებული საფუძვლით მოსამართლის მიმართ უკვე განხორციელდა დისციპლინური სამართალწარმოება, საჩივრის (განცხადების) მიღებიდან 10 დღის ვადაში მოხსენებითი ბარათით მიმართოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს დისციპლინური სამართალწარმოების არდაწყების თაობაზე;

ა.ე) მოამზადოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს/მდივნის დისციპლინურ სამართალწარმოებასთან დაკავშირებული დოკუმენტების/აქტების პროექტები;

ა.ვ) განახორციელოს დისციპლინური სამართალწარმოების საკითხებზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომების მოწვევისა და გამართვის ორგანიზება;

ა.ზ) იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნის დაწყებისა და ახსნა-განმარტების ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, უზრუნველყოს მოსამართლისათვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის სახელით;

ბ) შეისწავლის საერთაშორისო გამოცდილებას სასამართლო ეთიკისა და მოსამართლეთა დისციპლინური დევნის საკითხებზე და შესაბამის წინადადებებს წარუდგენს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს/მდივანს;

გ) აწარმოებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ განხორციელებული დისციპლინური სამართალწარმოების სტატისტიკას და უზრუნველყოფს მის განზოგადებას.

22. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის ბიუროს შემადგენლობაშია კანცელარია (სამმართველო) და მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების უზრუნველყოფის სამმართველო.“;

ბ) „ბ.ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.ე) 51 მუხლის:

ბ.ე.ა) პირველი პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

ბ.ე.ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის შემადგენლობაშია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების რეფერენტთა სამმართველო და მანდატურის სამსახური.“;

გ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის საშტატო ნუსხა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები (საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის №1/206-2007 გადაწყვეტილების დანართი 2)“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დანართი 2

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის საშტატო ნუსხა და
მო
სამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები

თანამდებობის დასახელება

თანამდებობის რანგი

საშტატო ერთეულის რაოდენობა

თანამდებობრივი სარგო

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის ბიურო

1.

ბიუროს უფროსი  პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი

1

7300

2.

ბიუროს უფროსის მოადგილე – პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე

1

6570

3.

უფროსი კონსულტანტი – პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

III

2

3796

I

კანცელარია (სამმართველო)

1.

კანცელარიის (სამმართველოს) უფროსი – მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი

II

1

5840

2.

უფროსი კონსულტანტი – პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

III

1

3796

3.

კონსულტანტი – მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

III

1

3212

II

მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების უზრუნველყოფის სამმართველო

1.

სამმართველოს უფროსი – მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი

II

1

5840

2.

უფროსი კონსულტანტი – პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

III

3

3796

3.

კონსულტანტი – მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

III

4

3212

სულ

15

სამართლებრივი და მატერიალური უზრუნველყოფის დეპარტამენტი

1.

დეპარტამენტის უფროსი – პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი

1

7300

2.

დეპარტამენტის უფროსის მოადგილე – პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე

1

6570

I

სამართლებრივ საკითხთა სამმართველო

1.

სამმართველოს უფროსი – მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი

II

1

5840

2.

უფროსი კონსულტანტი – პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

III

2

3796

3.

კონსულტანტი – მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

III

2

3212

II

საფინანსო-სამეურნეო სამმართველო

1.

სამმართველოს უფროსი – მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი

II

1

5840

2.

მთავარი ბუღალტერი – პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

III

1

4088

3.

უფროსი კონსულტანტი (სახელმწიფო შესყიდვების კოორდინატორი) – პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

III

1

4088

4.

უფროსი კონსულტანტი – პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

III

1

3796

5.

კონსულტანტი – მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

III

1

3212

სულ

12

ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტი

1.

დეპარტამენტის უფროსი – პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი

1

7300

2.

დეპარტამენტის უფროსის მოადგილე – პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე

1

6570

I

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების რეფერენტთა სამმართველო

1.

სამმართველოს უფროსი – მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი

II

1

5840

2.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის რეფერენტი - მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

III

15

2628

II

სასამართლოს მანდატურის სამსახური

1.

სამსახურის უფროსი – მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი

1

3212

2.

სასამართლოს მანდატური – პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი

5

2190

სულ

24

ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი

1.

დეპარტამენტის უფროსი – პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი

1

7300

2.

დეპარტამენტის უფროსის მოადგილე – პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე

1

6570

I

ადამიანური რესურსების პოლიტიკის მართვისა და ანალიზის სამმართველო

1.

სამმართველოს უფროსი – მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი

II

1

5840

2.

უფროსი კონსულტანტი – პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

III

2

3796

3.

კონსულტანტი – მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

III

4

3212

სულ

9

საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

1.

დეპარტამენტის უფროსი – პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი

1

7300

2.

დეპარტამენტის უფროსის მოადგილე – პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე

1

6570

I

საერთაშორისო თანამშრომლობის სამმართველო

1.

სამმართველოს უფროსი – მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი

II

1

5840

2.

უფროსი კონსულტანტი – პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

III

2

3796

3.

კონსულტანტი – მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

III

1

3212

სულ

6

მოსამართლის საქმიანობის შეფასების მართვის დეპარტამენტი

1.

დეპარტამენტის უფროსი – პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი

1

7300

2.

დეპარტამენტის უფროსის მოადგილე – პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე

1

6570

3.

უფროსი კონსულტანტი – პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

III

2

3796

4.

კონსულტანტი – მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

III

4

3212

სულ

8

სასამართლო მენეჯმენტის დეპარტამენტი

1.

დეპარტამენტის თავმჯდომარე – პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი

1

7300

2.

დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე – პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე

1

6570

3.

უფროსი კონსულტანტი – პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

III

3

3796

4.

კონსულტანტი – მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

III

3

3212

სულ

8

სულ ჯამში

82

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის საშტატო ერთეულების რაოდენობა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის საშტატო ნუსხა განისაზღვროს 82 საშტატო ერთეულით, მათ შორის, 14 (თოთხმეტი) ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირით (7 (შვიდი) – პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი; 7 –  (შვიდი) – პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე).“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანინიკოლოზ მარსაგიშვილი