საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე

  • Word
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 216
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 20/07/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 98, 25/07/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 03/08/2011
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.026.008.964
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
216
20/07/2006
სსმ, 98, 25/07/2006
040.030.000.22.026.008.964
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (25/07/2006 - 25/05/2010)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.026.008.964

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №216

2006 წლის 20 ივლისი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 25 სექტემბრის №404 ბრძანებულების მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის თანდარ­თული დებულება.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამარ­თლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ჰიდროგ­რა­­ფიუ­ლი სამსახურის დებულების დამტკიცების შესა­ხებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 15 ოქტომბრის №281 ბრძანება.

3. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

4. ბრძანებას გაეცნონ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, შეიარაღებული ძალების გენე­რა­ლური შტაბის უფროსი, მისი მოადგილეები, თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები და უშუალო შემსრულებლები.

ი. ოქრუაშვილი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსა­ხური (შემდგომში – სამსახური) წარმოადგენს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” სა­ქარ­­თვე­­ლოს კანონის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით შექმნილ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომლის სრული სახელ­წოდებაა: „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახუ­რი“. სამსახური წარმოადგენს სახელმწიფო მმარ­­­თვე­ლობის ორგანოებისგან განცალკვებულ ორგანი­ზაციას.

2. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძ­ვლე­ბია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, საქართველოს კანონები და კანონქვემდებარე აქტები, წინამდებარე დებულება.

3. სამსახური, როგორც საჯარო სამართლის იურიდ­იული პირი, ამ დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციე­ლებლად, საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და უფლებამოსილია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ ან/და მოპა­სუხედ.

4. სამსახურს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიშები (მათ შორის, სავალუტო), მრგვალი ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბისა და თავისი სახელ­წოდების გამოსახულებით, სატიტულო ბლანკი და შტამ­პები.

5. სამსახურის იურიდიული მისამართია: საქართვე­ლო, ქ. ფოთი, დემეტრე თავდადებულის ქუჩა №74.

    მუხლი 2. მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი

სამსახური კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილია განახორციელოს:

ა) სანავიგაციო მოწყობილობებისა და საშუალებების მეთვალყურეობა და მომსახურების უზრუნველყოფა;

ბ) სანავიგაციო და ჰიდროგრაფიული მომსახურების განხორციელების უზრუნველყოფა საქართველოს პასუხისმგებლობის ზონაში;

გ) საქართველოს პასუხისმგებლობის ზონაში არსე­ბუ­ლი ნაოსნობისათვის საშიში სივრცეების თანამედ­როვე კარდინალური ნიშნებით შემოღობვა;

დ) საზღვაო ნავსადგურების თანამედროვე სანავიგა­ციო ნიშნებით აღჭურვა, შეტყობინების დაგზავნა ნავსად­გურების კაპიტნებისთვის, საქართველოს ტრან­სპორტის მარეგულირებელი ეროვნული კომისიისათვის და შესაბამისი საერთაშორისო სამსახურებისათვის საშიში რაიონების დახურვის თაობაზე. სანავიგაციო საშუალებათა გამართული მუშაობის მხარდასაჭერად „ზღვაოსანთა უწყებებსა“ და „სანავიგაციო გაფრთხი­ლებებში“ შეტყობინებების რეგულარული გამოქვეყნება ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად;

ე) სამსახურის უძრავი და მოძრავი ძირითადი საშუალებებისა და მცურავი სანავიგაციო ნიშნების მოდერნიზაცია, შეკეთება, მიმდინარე და კაპიტალური რემონტი;

ვ) საქართველოს ტერიტორიულ წყლებსა და სანაპიროზე თანამედროვე სანავიგაციო საშუალებების დანერგვა, უზრუნველყოფა;

ზ) რადიო და მანათობელა შუქურების ექსპლუატა­ცია-მომსახურება, ტექნიკური მეთვალყურეობა, შეკეთე­ბა და მოდერნიზაცია;

თ) სამხედრო-საზღვაო ძალების საკომანდო პუნქტის, ნავსადგურის კაპიტნის სამსახურის, სახელმწიფო საზღვაო სამაშველო საკოორდინაციო ცენტრის და საქარ­თველოს საზღვაო ნავსადგურების სადისპეჩერო სამსახურის უზრუნველყოფა (ხელშეკრულების საფუძ­ველზე) მეტეოროლოგიური და ნავიგაციური ცვლილე­ბე­ბის შესახებ;

ი) ნავსადგურებში და სანაპირო ზოლში ზღვის სიღრმეების გაზომვა ხომალდების უსაფრთხო ცურვისა და სხვა ინტერესებიდან გამომდინარე;

კ) სამხედრო-საზღვაო ძალების მცურავი საშუალებე­ბისათვის საჭირო სანავიგაციო რუკებისა და სახელ­მძღვანელოების კორექტირება;

ლ) საერთაშორისო ჰიდროგრაფიული სამსახურის რეკომენდაციებისა და რეზოლუციის შესაბამისად, საქართველოს ტრანსპორტის მარეგულირებელ ეროვ­ნულ კომისიასთან შეთანხმებით, ამზადებს და გამოს­ცემს ნაოსნობის უსაფრთხოების საჭიროების დამაკმაყო­ფი­ლებელ საზღვაო რუკებს, რეკომენდრებულ გზებს, შუქურების ჩამონათვალს, ზღვის მოქცევის სიებსა და სხვა საზღვაო პუბლიკაციებს;

მ) შესაბამისი საზღვაო რუკებისა და პუბლიკაციების კორექტურის მიზნით გამოსცემს ზღვაოსანთა უწყებებს;

ნ) საქართველოს ტრანსპორტის მარეგულირებელი ეროვნულ კომისიის მეშვეობით ელექტრონული რუკე­ბი­სა და საინფორმაციო სისტემების (EDIS), აგრეთვე ელექტრონული სანავიგაციო რუების (ENCS) დანერ­გვა და განვითარება;

ო) გამართული მუშაობის მხარდასაჭერად უზრუნ­ველ­ყოფს სახმელეთო და საზღვაო სანავიგაციო საშუა­ლებებს თანამედროვე სამეთვალყურეო მონიტორინული სისტემით;

პ) ამტკიცებს გეგმებს და გასცემს ტექნიკურ დავა­ლებებს სამეცნიერო-კვლევითი და ჰიდროგრაფიული სამუშაოების შესრულებაზე;

ჟ) ორგანიზაციას უწევს და მონაწილეობას იღებს ჰიდროგრაფიულ ფორუმებში (კონფერენცია, სემინარი, კონგრესი, ყრილობა) კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, მათ შორის, ქვეყნის ფარგლებს გარეთ;

რ) სამსახური თავისი უფლებამოსილების ფარგლებ­ში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ემსახურება ანაზღაურების გარეშე;

ს) საჭიროების შემთხვევაში, თავდაცვის სამინის­ტროსთან შეთანხმებით, სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდებზე სამონტაჟებული სანავიგაციო, ელექტრონავიგაციური საშუალებებისა, რადიონავიგაციური ხელსაწყოებისა და მაგნიტური კომპასების რემონტი.

    მუხლი 3. სამსახურის მართვა

1. სამსახურის განვითარების მიმართულებებს, სა­მუ­შაო გეგმებს, წლიური ბიუჯეტის პროექტს, საშტა­ტო ნუსხას, ხელფასის ფონდს ან/და მათში შესატან ცვლი­ლებებსა და ანგარიშებს სამსახურის დირექტორის წარ­დგინებით ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.

2. სამსახურს უშუალოდ და ერთპიროვნულად მართავს სამსახურის დირექტორი, რომელიც თანამდე­ბო­ბაზე ინიშნება და თანამდებობიდან თავისუფლდება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით. იგი არის სამოქალაქო პირი, რომელიც თავისი კომპეტენ­ციის ფარგლებში მოქმედებს დამოუკიდებლად.

3. სამსახურის დირექტორი:

ა) ასრულებს სამსახურის წარმომადგენლობით ფუნქციას და პერსონალურად აგებს პასუხს სამსახუ­რის საქმიანობის სწორი წარმართვისათვის, განსაზ­ღვრავს ფუნქციებს თანამშრომლებს შორის;

ბ) წარმოადგენს სამსახურს სხვა ფიზიკურ და იური­დიულ პირებთან ურთიერთობაში, მოქმედებს სამსახუ­რის სახელით, კანონმდებლობით დადგენილი წესით განაგებს სამსახურის ქონებასა და ფინანსურ სახსრებს, დებს ხელშეკრულებებს, გასცემს მინდობილობებს, ხსნის ანგარიშებს ბანკებში, ასრულებს საქართველოს კანონ­მდებლობითა და ამ დებულებით დადგენილ ფუნქციებს;

გ) საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად, თანამ­დებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფ­ლებს სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსებსა და სხვა თანამშრომლებს;

დ) ეკისრება პასუხისმგებლობა სამსახურის ქონებისა და ფულადი სახსრების მიზნობრივ და სწორ გამოყენე­ბაზე. იგი ანგარიშვალდებულია საქართველოს თავდაც­ვის მინისტრის წინაშე;

ე) გამოსცემს ინდივიდუალური ხასიათის სამარ­თლებ­რივ აქტებს, რომლებიც სავალდებულოა შესას­რულებლად ყველა თანამშრომლისათვის;

ვ) პასუხს აგებს სამსახურის ძირითადი ამოცანების შესრულებაზე, საქმიანობაში სახელმწიფო საიდუმლოე­ბის სათანადო რეჟიმის უზრუნველყოფაზე;

ზ) სპეციალური დავალებების შესასრულებლად სამ­სახურში ქმნის დროებით მიზნობრივ ჯგუფებს და იწვევს ამ ჯგუფებში სამუშაოდ სპეციალისტებს დადგე­ნილი წესით;

თ) ახორციელებს სამსახურის საქმიანობასთან დაკავ­შირებულ სხვა უფლებამოსილებას.

4. სამსახურის დირექტორის არყოფნის შემთხვევაში (გათავისუფლება, მივლინება, შვებულება, საავადმყოფო ფურცელი) დირექტორის მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე, რომელსაც სამსახურის დირექტორის წარ­დგი­ნებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის მინის­ტრი.

    მუხლი 4. სამსახურის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი

1. სამსახურის სახელმწიფო კონტროლი გულის­ხმობს მისი საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონი­ლობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.

2. სამსახურის სახელმწიფო კონტროლის განმახორ­ციე­ლებელი ორგანო კანონმდებლობით არის საქართვე­ლოს თავდაცვის სამინისტრო, რომელიც ზედამხედვე­ლობას უწევს სამსახურის საქმიანობის კანონიერებასა და საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობას.

3. თავდაცვის სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩე­როს ან გააუქმოს სამსახურის არამართლზომიერი გადაწყვე­ტილება.

4. სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშს იხილავს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.

5. სამსახურმა თავდაცვის სამინისტროს თანხმო­ბითა და კანონით გათვალისწინებული წესით შეიძ­ლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:

ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირ­თვა;

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

დ) სხვა გადაწყვეტილების მიღება სამსახურის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეუ­ლებრივი საქმიანობის ფარგლებს.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების განსახორციელებლად, აუცილებელია აგრეთვე საქარ­თველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.

7. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედების განხორციელება საჭი­როებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამი­ნის­ტროს თანხმობას.

    მუხლი 5. სამსახურის ქონება და სახსრები

1. სამსახურს დასახული მიზნებისა და ფუნქციების განსახორციელებლად საქართველოს ეკონომიკური გან­ვითა­რების სამინისტროს მიერ გადაეცემა შესაბამისი ქონება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. სამსახურის შემოსავლის წყარო შეიძლება იყოს:

ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობ­რი­ვი სახსრები;

ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულების შედეგად მიღებული შემოსავალი;

გ) გრანტების საფუძველზე შესრულებული სამუშაო­დან მიღებული შემოსავალი;

დ) საინფორმაციო, საკონსულტაციო-კვლევითი და სხვა სახის მომსახურებით მიღებული შემოსავლები;

ე) საქველმოქმედო შემოწირულობები;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავალი.

3. მიღებული შემოსავლები მთლიანად ხმარდება სამსახურის დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და ფუნქციების შესრულებას. სხვა მიზნით მათი გამოყენება აკრძალულია.

4. სამსახური ვალდებულია საქართველოს კანონ­მდებ­ლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალან­სი და დასამტკიცებლად წარუდგინოს თავდაცვის სამი­ნისტროს.

5. სამსახურის წლიურ ბალანსს ამოწმებს სახელ­მწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.

    მუხლი 6. საქმიანობის შეწყვეტა. ლიკვიდაცია

1. თუ სამსახური არსებითად გადავიდა სამეწარმეო საქმიანობაზე, სამსახურის რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის საკითხი ხორციელდება კანონმდებ­ლობით დადგენილი წესით.

2. სამსახურის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.

    მუხლი 7. სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი

სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამა­ტე­ბე­ბის შეტანა ხორციელდება საქართველოს თავ­დაცვის მინისტრის ბრძანებით.