„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 20 ივლისის №216 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე "

  • Word
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 20 ივლისის №216 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე "
დოკუმენტის ნომერი 401
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 21/06/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 74, 23/06/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 03/08/2011
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.026.014768
  • Word
401
21/06/2010
სსმ, 74, 23/06/2010
040030000.22.026.014768
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 20 ივლისის №216 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე "
საქართველოს თავდაცვის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.026.014.768

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №401

2010 წლის 21 ივნისი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს  სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის დებულების  დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 20 ივლისის №216 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს  სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 20 ივლისის №216 ბრძანებით (სსმ III, 25.07.2006წ., №98, მუხ.1347) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

ა) დებულების პირველი მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სამსახურის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქ. ფოთი, დემეტრე თავდადებულის ქუჩა №93.“;

ბ) დებულების მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მცურავი საშუალებების საკომანდო პუნქტის (საომარი ან საგანგებო მდგომარეობის დროს ან საქართველოს თავდაცვის მინისტრის სპეციალური დავალების შემთხვევაში), ნავსადგურის კაპიტნის სამსახურის, სახელმწიფო საზღვაო სამაშველო საკოორდინაციო ცენტრისა და საქართველოს საზღვაო ნავსადგურების სადისპეტჩერო სამსახურის უზრუნველყოფა (ხელშეკრულების საფუძველზე) მეტეოროლოგიური და ნავიგაციური ცვლილებების შესახებ;“; 

გ) დებულების მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მცურავი საშუალებებისათვის საჭირო სანავიგაციო რუკებისა და სახელმძღვანელოების კორექტირება;“;

დ) დებულების მე-2 მუხლის ,,ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ს) საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მცურავ საშუალებებზე დამონტაჟებული სანავიგაციო, ელექტრონავიგაციური საშუალებების, რადიონავიგაციური ხელსაწყოებისა და მაგნიტური კომპასების რემონტი.“.

2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ბ. ახალაია