„გარდაბნის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს“ შექმნისა და საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ

„გარდაბნის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს“ შექმნისა და საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 8
დოკუმენტის მიმღები გარდაბნის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/05/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/06/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.161.016608
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
8
30/05/2025
ვებგვერდი, 03/06/2025
010250050.35.161.016608
„გარდაბნის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს“ შექმნისა და საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ
გარდაბნის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (03/06/2025 - 29/05/2026)

 

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №8

2025 წლის 30 მაისი

ქ. გარდაბანი

 

„გარდაბნის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს“ შექმნისა და საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.თ“ ქვეპუნქტის,  61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ქალისა და  ბავშვთა საკითხებზე სისტემური და საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად, შეიქმნას „გარდაბნის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო“.
მუხლი 2
დამტკიცდეს „გარდაბნის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს“ დებულება დანართის შესაბამისად.
მუხლი 3
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „გარდაბნის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს“ შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ  გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 6 მარტის №17 დადგენილება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე  (www.matsne.gov.ge), 13/03/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.161.016396).
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემიხეილ გედეხაური