“ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის მატერიალურ-ტექნიკური ნორმატივის დამტკიცების შესახებ"

  • Word
“ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის მატერიალურ-ტექნიკური ნორმატივის დამტკიცების შესახებ"
დოკუმენტის ნომერი 618
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 16/06/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 82, 20/06/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 29/08/2011
სარეგისტრაციო კოდი 430.010.000.22.022.008.792
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
618
16/06/2006
სსმ, 82, 20/06/2006
430.010.000.22.022.008.792
“ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის მატერიალურ-ტექნიკური ნორმატივის დამტკიცების შესახებ"
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (20/06/2006 - 02/06/2008)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.010.000.22.022.008.792

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №618

2006 წლის 16 ივნისი

ქ. თბილისი

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის მატერიალურ-ტექნიკური ნორმატივის დამტკიცების შესახებ

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური ნორმატივის დამტკიცების მიზნით, ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის და ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის მატერიალურ-ტექნიკური (სასკოლო მერხი, სასკოლო სკამი) ნორმატივი დანართის შესაბამისად.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ლომაია

დანართი

სასკოლო მერხი და სკამი

სასკოლო მერხისა და სკამის სიმაღლის განმსაზღვრელი ცხრილი მოსწავლის სიმაღლის მიხედვით

 

მოსწავლის სიმაღლე

მერხის სიმაღლე სმ-ში

სკამის სიმაღლე სმ-ში

172 და მეტი

76

46

157-172 სმ

70

42

142-157 სმ

64

38

127-142 სმ

58

34

112- 127 სმ

52

30

 

1. მაგიდის ზედაპირის ზომები: სიგანე – 45–50 სმ, სიგრძე – 60–70 სმ;

2. სასკოლო მერხის და სკამის მასალა უნდა იყოს მეტალის კარკასი, ზედაპირი ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან;

3. აუცილებელი პირობა – მერხი და სკამი იყოს ცალ-ცალკე;

4. სასკოლო მერხი გათვლილია 1 მოსწავლეზე.