დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| „საერთაშორისო გადაზიდვების დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით დაბეგვრის გამოყენებისათვის წარსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 603 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 13/06/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 81, 15/06/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200.110.000.22.033.008.770 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (15/06/2006 - 11/07/2006)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.110.000.22.033.008.770
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №603
2006 წლის 13 ივნისი
ქ. თბილისი
საერთაშორისო გადაზიდვების დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით დაბეგვრის გამოყენებისათვის წარსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 233-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვის მომსახურების მიწოდებაზე ან/და მასთან უშუალოდ დაკავშირებული მომსახურების მიწოდებაზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი დღგ-ის ნულოვანი განაკვეთის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ იმ საანგარიშო პერიოდისათვის, როდესაც ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვა დადასტურებულ იქნება შემდეგი დოკუმენტებით:
ა) ტვირთის თანმხლები საერთაშორისო სატრანსპორტო დოკუმენტებით ან მათი ასლებით (მათ შორის, საერთაშორისო სასაქონლო-სატრანსპორტო ზედნადები CMR, რკინიგზის სატრანსპორტო ზედნადები, კონოსამენტი (საზღვაო ზედნადები), ავიაზედნადები, TIR კარნეტის დოკუმენტი), რომელიც განსაზღვრავს საქონლის ჩატვირთვისა და გადმოტვირთვის ადგილს;
ბ) შესაბამისი საბაჟო დეკლარაციით ან საბაჟო კანონმდებლობით მისი შემცვლელი დოკუმენტით ან მათი ასლებით, რომელიც ადასტურებს საქონლის ტრანზიტის, ექსპორტის ან იმპორტის საბაჟო რეჟიმში გაშვებას;
გ) მომსახურების მიწოდებაზე ხელშეკრულებით.
2. იმ შემთხვევაში, როცა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ტვირთის საერთაშორისო გადაზიდვების ოპერაციების განხორციელებისას იცვლება ტვირთის გადამზიდველი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი დღგ-ის ნულოვანი განაკვეთი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დადასტურებულ იქნება, რომ ტვირთი ერთი გადამზიდველიდან გადაეცემა მეორეს საბაჟო კონტროლის ქვეშ.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ალექსიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები