დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საერთაშორისო გადაზიდვების დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით დაბეგვრის გამოყენებისათვის წარსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 13 ივნისის №603 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 777 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 11/07/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 92, 12/07/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200.110.000.22.033.008.883 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.110.000.22.033.008.883
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №777
2006 წლის 11 ივლისი
ქ. თბილისი
,,საერთაშორისო გადაზიდვების დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით დაბეგვრის გამოყენებისათვის წარსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 13 ივნისის №603 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 233-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. ,,საერთაშორისო გადაზიდვების დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით დაბეგვრის გამოყენებისათვის წარსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 13 ივნისის №603 (სსმ III, 2006 წ., №81, მუხ. 1066) ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:
ა) ბრძანების პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) საბაჟო დეკლარაციით ან საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრული მისი შემცვლელი დოკუმენტით ან მათი ასლებით, რომელიც ადასტურებს საქონლის ტრანზიტის, ექსპორტის ან იმპორტის საბაჟო რეჟიმში გაშვებას ან საბაჟო კონტროლის ქვეშ საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით ან მისი ასლით;“.
ბ) ბრძანების მეორე პუნქტს დაემატოს 21 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,21. რკინიგზით გადაზიდვის შემთხვევაში დეკლარირებისას, საბაჟო კონტროლის ქვეშ საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობაში დაფიქსირებული ტრანზიტის და ექსპორტის საბაჟო რეჟიმების და თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში მოსაქცევად შემოტანის პირობის ცვლილების შემთხვევაში, საბაჟო ორგანომ დეკლარირებიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა, აცნობოს შპს ,,საქართველოს რკინიგზას“ აღნიშნული ცვლილების შესახებ.“.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ალექსიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები