„ტექნიკური რეგლამენტის – საყოფაცხოვრებო სივრცის გამათბობლის ენერგოეტიკეტირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 3 ოქტომბრის №330 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ტექნიკური რეგლამენტის – საყოფაცხოვრებო სივრცის გამათბობლის ენერგოეტიკეტირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 3 ოქტომბრის №330 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 151
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 14/05/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/05/2025
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.025043
151
14/05/2025
ვებგვერდი, 16/05/2025
300160070.10.003.025043
„ტექნიკური რეგლამენტის – საყოფაცხოვრებო სივრცის გამათბობლის ენერგოეტიკეტირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 3 ოქტომბრის №330 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №151 

2025 წლის 14 მაისი

   ქ. თბილისი

 

„ტექნიკური რეგლამენტის – საყოფაცხოვრებო სივრცის გამათბობლის ენერგოეტიკეტირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 3 ოქტომბრის №330 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, „ტექნიკური რეგლამენტის – საყოფაცხოვრებო სივრცის გამათბობლის ენერგოეტიკეტირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 3  ოქტომბრის №330 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 07/10/2024, 300160070.10.003.024725) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ „ტექნიკურ რეგლამენტში – საყოფაცხოვრებო სივრცის გამათბობლის ენერგოეტიკეტირების წესში“ დანართი II ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე




დანართი II. ეტიკეტი

1. საყოფაცხოვრებო სივრცის გამათბობლის ეტიკეტი

 ა) ეტიკეტზე დატანილი უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია ქართულ ენაზე:

 I – მიმწოდებლის სახელწოდება ან სავაჭრო ნიშანი;

II – მიმწოდებლის მიერ მინიჭებული მოდელის იდენტიფიკატორი;

III – ენერგოეფექტურობის კლასი, I დანართის შესაბამისად; ისრის თავი, რომელიც შეიცავს კონკრეტული საყოფაცხოვრებო სივრცის გამათბობლის ენერგოეფექტურობის კლასს, განთავსდება იმავე სიმაღლეზე, რაზეც შესაბამისი ენერგოეფექტურობის კლასის ისრის თავი;

IV – პირდაპირი სითბოს მოცულობის აღმნიშვნელი სიმბოლო;

V – პირდაპირი სითბოს მოცულობა გამოხატული კვტ-ში, რომელიც უახლოეს მეათედამდეა დამრგვალებული;

VI – საყოფაცხოვრებო სივრცის გამათბობლისთვის, სითბოს გადაცემით სითხეში, არაპირდაპირი სითბოს მოცულობის აღმნიშვნელი სიმბოლო;

VII – საყოფაცხოვრებო სივრცის გამათბობლისთვის, სითბოს გადაცემით სითხეში, არაპირდაპირი სითბოს მოცულობა გამოხატული კვტ-ში, რომელიც უახლოეს მეათედამდეა დამრგვალებული;

ბ) საყოფაცხოვრებო სივრცის გამათბობლის ეტიკეტის დიზაინი უნდა შეესაბამებოდეს ამ დანართის მე-2 პუნქტს.

2. საყოფაცხოვრებო სივრცის გამათბობლის ეტიკეტს უნდა ჰქონდეს შემდეგი დიზაინი:

 

ამასთან:

ა) ეტიკეტი უნდა იყოს სულ არანაკლებ 105 მმ სიგანის და 200 მმ სიმაღლის. როდესაც ეტიკეტი დაბეჭდილია უფრო დიდი ფორმატით, მისი შინაარსი მაინც უნდა დარჩეს ზემოთ მოცემული სპეციფიკაციების პროპორციული;

ბ) ფონი უნდა იყოს თეთრი;

გ) ფერები უნდა იყოს — ფირუზისფერი, მეწამული, ყვითელი და შავი (CMYK), შემდეგი ნიმუშით: 00-70-X-00: 0 % ფირუზისფერი, 70 % მეწამული, 100 % ყვითელი, 0 % შავი;

დ) ეტიკეტი უნდა აკმაყოფილებდეს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნას:

 

ეტიკეტის კიდეები: 4 pt– ფერი: ფირუზისფერი 100% – მრგვალი კუთხეები: 3.5 მმ.

ენერგიის შესახებ ეტიკეტი: ფერი: X-00-00-00. პიქტოგრამა, როგორც სურათზეა ნაჩვენები ენერგიის ეტიკეტი: სიგანე: 86 მმ, სიმაღლე: 17 მმ.

ქველოგოების კიდე: 1 pt – ფერი: ფირუზისფერი 100% – სიგრძე: 86 მმ.

ენერგიის კლასების სკალა:

  • ისარი – სიმაღლე: 6 მმ, დაშორება: 1.3 მმ – ფერები:

  • უმაღლესი კლასი: X-00-X-00,

  • მეორე კლასი: 70-00-X-00,

  • მესამე კლასი 30-00-X-00,

  • მეოთხე კლასი: 00-00-X-00,

  • მეხუთე კლასი: 00-30-X-00,

  • მეექვსე კლასი: 00-70-X-00,

  • მეშვიდე კლასი: 00-X-X-00,

  • მერვე კლასი: 00-X-X-00,

  • ბოლო კლასი: 00- X – X -00.

  • ტექსტი: „Calibri“, მუქი, შრიფტის ზომა 14 pt, დიდი ლათინური ასოები, თეთრი; „+“ სიმბოლოები: თეთრი, ასოს თავში სიმბოლო უნდა იყოს განთავსებული ერთ ხაზზე.

ენერგოეფექტურობის კლასი:

  • ისარი: სიგანე: 22 მმ X სიმაღლე 12 მმ, 100 % შავი.

  • ტექსტი: „Calibri“, მუქი, შრიფტის ზომა 24 pt, დიდი ლათინური ასოები, თეთრი; „+“ სიმბოლოები: თეთრი, ასოს თავში სიმბოლო უნდა იყოს განთავსებული ერთ ხაზზე.

პირდაპირი გათბობის ფუნქცია:

  • პიქტოგრამა, როგორც სურათზეა ნაჩვენები.

  • კიდეები: 2 pt, ფერი: ფირუზისფერი 100%, მრგვალი კუთხეები: 3.5 მმ.

      ❼ ასეთი არსებობის შემთხვევაში, არაპირდაპირი გათბობის ფუნქცია:

  • პიქტოგრამა, როგორც სურათზეა ნაჩვენები.

  • კიდე: 2 pt, ფერი: ფირუზისფერი 100%, მრგვალი კუთხეები: 3.5 მმ.

პირდაპირი გათბობის ნომინალური მოცულობა:

  • კიდე: 2 pt, ფერი: ფირუზისფერი 100%, მრგვალი კუთხეები: 3.5 მმ.

  • მნიშვნელობა „XY,Z”: Calibri“, მუქი , შრიფტის ზომა 34 pt, 100% შავი.

  • ტექსტი „კვტ“: „BPG Mrgvlovani Caps 2010“, ჩვეულებრივი შრიფტის ზომა 18 pt, 100% შავი.

ასეთი არსებობის შემთხვევაში, არაპირდაპირი გათბობის ნომინალური სიმძლავრე:

  • კიდე: 2 pt, ფერი: ფირუზისფერი 100%, მრგვალი კუთხეები: 3.5 მმ.

  • მნიშვნელობა „XY,Z”: Calibri“, მუქი, შრიფტის ზომა 34 pt, 100% შავი.

  • ტექსტი „კვტ“: „BPG Mrgvlovani Caps 2010“, ჩვეულებრივი შრიფტის ზომა 18 pt, 100% შავი.

ენერგია:

  • ტექსტი: „BPG Mrgvlovani Caps 2010“, ჩვეულებრივი შრიფტის ზომა 8 pt, 100% შავი.

რეგლამენტის ნომერი:

  • ტექსტი: „Verdana“, მუქი, შრიფტის ზომა 10 pt, 100% შავი.

მიმწოდებლის სახელი ან სავაჭრო ნიშანი.

მიმწოდებლის მოდელის იდენტიფიკატორი.

  • მიმწოდებლის სახელწოდება ან სავაჭრო ნიშანი და მოდელის იდენტიფიკატორი უნდა განთავსდეს 86 X 12 მმ ფორმატში.