დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ტექნიკური რეგლამენტის – საყოფაცხოვრებო სივრცის გამათბობლის ენერგოეტიკეტირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 3 ოქტომბრის №330 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 151 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 14/05/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/05/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300160070.10.003.025043 |
|
„ტექნიკური რეგლამენტის – საყოფაცხოვრებო სივრცის გამათბობლის ენერგოეტიკეტირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 3 ოქტომბრის №330 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, „ტექნიკური რეგლამენტის – საყოფაცხოვრებო სივრცის გამათბობლის ენერგოეტიკეტირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 3 ოქტომბრის №330 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 07/10/2024, 300160070.10.003.024725) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ „ტექნიკურ რეგლამენტში – საყოფაცხოვრებო სივრცის გამათბობლის ენერგოეტიკეტირების წესში“ დანართი II ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი II. ეტიკეტი
1. საყოფაცხოვრებო სივრცის გამათბობლის ეტიკეტი ა) ეტიკეტზე დატანილი უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია ქართულ ენაზე:
I – მიმწოდებლის სახელწოდება ან სავაჭრო ნიშანი; II – მიმწოდებლის მიერ მინიჭებული მოდელის იდენტიფიკატორი; III – ენერგოეფექტურობის კლასი, I დანართის შესაბამისად; ისრის თავი, რომელიც შეიცავს კონკრეტული საყოფაცხოვრებო სივრცის გამათბობლის ენერგოეფექტურობის კლასს, განთავსდება იმავე სიმაღლეზე, რაზეც შესაბამისი ენერგოეფექტურობის კლასის ისრის თავი; IV – პირდაპირი სითბოს მოცულობის აღმნიშვნელი სიმბოლო; V – პირდაპირი სითბოს მოცულობა გამოხატული კვტ-ში, რომელიც უახლოეს მეათედამდეა დამრგვალებული; VI – საყოფაცხოვრებო სივრცის გამათბობლისთვის, სითბოს გადაცემით სითხეში, არაპირდაპირი სითბოს მოცულობის აღმნიშვნელი სიმბოლო; VII – საყოფაცხოვრებო სივრცის გამათბობლისთვის, სითბოს გადაცემით სითხეში, არაპირდაპირი სითბოს მოცულობა გამოხატული კვტ-ში, რომელიც უახლოეს მეათედამდეა დამრგვალებული; ბ) საყოფაცხოვრებო სივრცის გამათბობლის ეტიკეტის დიზაინი უნდა შეესაბამებოდეს ამ დანართის მე-2 პუნქტს. 2. საყოფაცხოვრებო სივრცის გამათბობლის ეტიკეტს უნდა ჰქონდეს შემდეგი დიზაინი:
ამასთან: ა) ეტიკეტი უნდა იყოს სულ არანაკლებ 105 მმ სიგანის და 200 მმ სიმაღლის. როდესაც ეტიკეტი დაბეჭდილია უფრო დიდი ფორმატით, მისი შინაარსი მაინც უნდა დარჩეს ზემოთ მოცემული სპეციფიკაციების პროპორციული; ბ) ფონი უნდა იყოს თეთრი; გ) ფერები უნდა იყოს — ფირუზისფერი, მეწამული, ყვითელი და შავი (CMYK), შემდეგი ნიმუშით: 00-70-X-00: 0 % ფირუზისფერი, 70 % მეწამული, 100 % ყვითელი, 0 % შავი; დ) ეტიკეტი უნდა აკმაყოფილებდეს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნას:
❶ ეტიკეტის კიდეები: 4 pt– ფერი: ფირუზისფერი 100% – მრგვალი კუთხეები: 3.5 მმ. ❷ენერგიის შესახებ ეტიკეტი: ფერი: X-00-00-00. პიქტოგრამა, როგორც სურათზეა ნაჩვენები ენერგიის ეტიკეტი: სიგანე: 86 მმ, სიმაღლე: 17 მმ. ❸ ქველოგოების კიდე: 1 pt – ფერი: ფირუზისფერი 100% – სიგრძე: 86 მმ. ❹ ენერგიის კლასების სკალა:
❺ ენერგოეფექტურობის კლასი:
❻ პირდაპირი გათბობის ფუნქცია:
❼ ასეთი არსებობის შემთხვევაში, არაპირდაპირი გათბობის ფუნქცია:
❽ პირდაპირი გათბობის ნომინალური მოცულობა:
❾ ასეთი არსებობის შემთხვევაში, არაპირდაპირი გათბობის ნომინალური სიმძლავრე:
❿ ენერგია:
⓫ რეგლამენტის ნომერი:
⓬ მიმწოდებლის სახელი ან სავაჭრო ნიშანი. ⓭ მიმწოდებლის მოდელის იდენტიფიკატორი.
|
უკან დაბრუნება 

დოკუმენტის კომენტარები