ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებლების ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერების ცენტრალური სისტემის (C-EMR) ფუნქციონირებისა და წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ

ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებლების ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერების ცენტრალური სისტემის (C-EMR) ფუნქციონირებისა და წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 11/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 30/04/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/04/2025
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2025
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.035.017172
11/ნ
30/04/2025
ვებგვერდი, 30/04/2025
010240030.22.035.017172
ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებლების ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერების ცენტრალური სისტემის (C-EMR) ფუნქციონირებისა და წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №11/ნ

2025 წლის 30 აპრილი

ქ. თბილისი

 

ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებლების ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერების ცენტრალური სისტემის (C-EMR) ფუნქციონირებისა და წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ

„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად და „საქართველოს 2022 − 2030 წლების ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული სტრატეგიის დამტკიცების  შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 2 მაისის N230 დადგენილების გათვალისწინებით, ვბრძანებ:

 


მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული „ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებლების  ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერების ცენტრალური სისტემის (C-EMR) ფუნქციონირებისა და  წარმოების წესი“ (დანართი №1).

 

მუხლი 2
საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, კაპიტაციური მეთოდით დაფინანსებული  ამბულატორიული მომსახურების ყველა მიმწოდებელი (მ.შ., ამბულატორიული სამედიცინო დაწესებულება და ყველა სტაციონარული დაწესებულების ფაქტობრივ მისამართზე განთავსებული ამბულატორიულ-სტრუქტურული ერთეული) ვალდებულია იდენტიფიცირებული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გადასცეს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გეგმური ამბულატორიული მომსახურების (კაპიტაციური მეთოდით დაფინანსების მიმღები) მიმწოდებლების ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერების ცენტრალურ სისტემას (C-EMR) (შემდგომ – C-EMR სისტემა) ამ ბრძანების №1 დანართის მოთხოვნათა შესაბამისად.

 

მუხლი 3
ბრძანების გამოქვეყნებიდან 2025 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით, C-EMR სისტემაში მონაცემების (№1 დანართის მოთხოვნათა შესაბამისად) გადაცემა განხორციელდეს საპილოტე რეჟიმში და სამედიცინო დაწესებულებებზე არ გავრცელდეს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული სამედიცინო საქმიანობის ხარისხის კონტროლისა და სხვა ზედამხედველობითი ღონისძიებები, ასევე, საჯარიმო სანქციები.

 

მუხლი 4
ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 1 ივლისიდან.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიმიხეილ სარჯველაძე