„იმ ქვეყნების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელთა ვიზების ან/და ბინადრობის ნებართვების მქონე უცხოელებს შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა შესაბამისი ვადითა და პირობებით“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 5 ივნისის №256 დადგენილებაშიცვლილების შეტანის თაობაზე

„იმ ქვეყნების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელთა ვიზების ან/და ბინადრობის ნებართვების მქონე უცხოელებს შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა შესაბამისი ვადითა და პირობებით“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 5 ივნისის №256 დადგენილებაშიცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 122
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 17/04/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/04/2025
სარეგისტრაციო კოდი 010120000.10.003.025013
122
17/04/2025
ვებგვერდი, 22/04/2025
010120000.10.003.025013
„იმ ქვეყნების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელთა ვიზების ან/და ბინადრობის ნებართვების მქონე უცხოელებს შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა შესაბამისი ვადითა და პირობებით“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 5 ივნისის №256 დადგენილებაშიცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №122

2025 წლის 17 აპრილი

ქ. თბილისი

 

„იმ ქვეყნების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელთა ვიზების ან/და ბინადრობის ნებართვების მქონე უცხოელებს შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა შესაბამისი ვადითა და პირობებით“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 5 ივნისის №256 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „იმ ქვეყნების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელთა ვიზების ან/და ბინადრობის ნებართვების მქონე უცხოელებს შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა შესაბამისი ვადითა და პირობებით“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 5 ივნისის №256 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 08/06/2015, 010120000.10.003.018641) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ დანართში („იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა ვიზების ან/და ბინადრობის ნებართვების მქონე უცხოელებს შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა შესაბამისი ვადითა და პირობებით“):

1. „საქართველოში შემოსვლის ვადებსა და პირობებს“ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. ამ დადგენილებით დამტკიცებული ჩამონათვალის დანართ №1-ში მოცემული იმ ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ არაბთა გაერთიანებული საამიროების, ბაჰრეინის სამეფოს, საუდის არაბეთის სამეფოს, კატარის სახელმწიფოს, ქუვეითის სახელმწიფოსა და ომანის სასულთნოს მრავალჯერადი ვიზა ან/და ბინადრობის ნებართვა, დადგენილი წესით, საქართველოში უვიზოდ შემოსვლა და ყოფნა შეუძლიათ იმ შემთხვევაში, თუ მათი საქართველოში შემოსვლის (საზღვრის გადაკვეთის) დღისთვის, მრავალჯერადი ვიზის ან/და ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა არის არანაკლებ 1 წლისა, რაც უნდა დასტურდებოდეს სამგზავრო ან/და სხვა შესაბამისი დოკუმენტით.“.

2. დაემატოს თანდართული შინაარსის „იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებსაც არაბთა გაერთიანებული საამიროების, ბაჰრეინის სამეფოს, საუდის არაბეთის სამეფოს, კატარის სახელმწიფოს, ქუვეითის სახელმწიფოს და ომანის სასულთნოს მრავალჯერადი ვიზების ან/და ბინადრობის ნებართვების საფუძველზე შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა შესაბამისი ვადითა და პირობებით“ (დანართი 1).

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 16 მაისიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე



„დანართი 1

იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებსაც არაბთა გაერთიანებული საამიროების, ბაჰრეინის სამეფოს, საუდის არაბეთის სამეფოს, კატარის სახელმწიფოს, ქუვეითის სახელმწიფოსა და ომანის სასულთნოს მრავალჯერადი ვიზების ან/და ბინადრობის ნებართვების საფუძველზე შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა შესაბამისი ვადითა და პირობებით

 

1

ავღანეთის ისლამური რესპუბლიკა

2

ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკა

3

განის რესპუბლიკა

4

ეთიოპიის ფედერაციული დემოკრატიული რესპუბლიკა

5

ერიტრეას სახელმწიფო

6

იემენის რესპუბლიკა

7

კამერუნის რესპუბლიკა

8

კოტ-დ'ივუარის რესპუბლიკა

9

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა

10

მაროკოს სამეფო

11

ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკა

12

პაკისტანის ისლამური რესპუბლიკა

13

სომალის ფედერაციული რესპუბლიკა

14

სირიის არაბთა რესპუბლიკა

15

სუდანის რესპუბლიკა

16

ტანზანიის გაერთიანებული რესპუბლიკა

17

უგანდის რესპუბლიკა.“.