დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის N20-103 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 54-32 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 15/04/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/04/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 330130000.35.101.017319 |
|
„ქ.თბილისის მუნიციპალიტეტში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-103 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-103 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი: www.matsne.gov.ge; გამოქვეყნების თარიღი: 06/01/2015; სარეგისტრაციო კოდი: 330130000.35.101.016104) და დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის“ მე-3 მუხლს მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:
61. თბილისის მთავრობის თანხმობით ოპერატორს მიენიჭოს უფლებამოსილება, საქალაქო სასაფლაოს ტერიტორიაზე დაკრძალვისთვის გამოყოფილ იმ მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც ფაქტობრივად ათვისებულია, მოახდინოს ტერიტორიულ-სტრუქტურული ზონირება (პირველი ზონიდან მეოთხე ზონის ჩათვლით). ამასთან, აღნიშნულ საქალაქო სასაფლაოთა ტერიტორიებზე უფასოდ (ერთ ან ორადგილიანი) გამოიყოს მხოლოდ საგვარეულო სამარხის მომიჯნავედ არსებული თავისუფალი რესურსი ან საგვარეულო სამარხიდან ამოსვენების შედეგად გათავისუფლებული ადგილი ოჯახის წევრების ან ურთიერთთანხმობის საფუძველზე, ახლობელი ადამიანების ნეშტის დასაკრძალად.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები