ქალაქ მარნეულში უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ

ქალაქ მარნეულში უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 11
დოკუმენტის მიმღები მარნეულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 03/04/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/04/2025
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.159.016014
11
03/04/2025
ვებგვერდი, 07/04/2025
000000000.00.159.016014
ქალაქ მარნეულში უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ
მარნეულის მუნიციპალიტეტი

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №11  

2025 წლის 3 აპრილი

ქალაქ მარნეულში უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 3 აპრილის სხდომის №05  ოქმის მე-4 საკითხის შესაბამისად, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის წერილით შემოსული მარნეულის მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2025 წლის 2 აპრილის №07-3225092231 მოხსენებითი ბარათით წარმოდგენილი დოკუმენტაცია,  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის,  ამავე კოდექსის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე.“ ქვეპუნქტის, ,,გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის და საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის“ საფუძველზე,

1. ქალაქ მარნეულში არსებული სახელწოდების არმქონე უსახელო ქუჩების სახელდება განხორციელდეს დანართი №1-ისა და თანდართული სიტუაციური რუკის შესაბამისად.

2. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა უზრუნველყოს შესაბამისი ქმედებების გატარება განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების შესასრულებლად.

3. განკარგულება ძალაში შევიდეს  გამოქვეყნებისთანავე.

4. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბოლნისის რაიონული სასამართლოში (მის.: ქ. ბოლნისი, სულხან-საბას ქუჩა №113), მისი ოფიციალური გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში.

5. კონტროლი განკარგულების შესრულებაზე განახორციელოს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ თემურ შუბითიძემ.

მარნეულის მუნიციპალიტეტის

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                   ამირან გიორგაძე