დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| დაბა ბაკურიანში მდებარე დავით აღმაშენებლის ჩიხის სახელწოდების ცვლილებისა და უსახელო გეოგრაფიული ობიექტებისათვის (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) სახელწოდების მინიჭების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | გ-17. 17250732 |
| დოკუმენტის მიმღები | ბორჯომის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 14/03/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/03/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.139.016026 |
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება Nგ-17.17250732 2025 წლის 14 მარტი ქ. ბორჯომი |
დაბა ბაკურიანში მდებარე დავით აღმაშენებლის ჩიხის სახელწოდების ცვლილებისა და უსახელო გეოგრაფიული ობიექტებისათვის (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) სახელწოდების მინიჭების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მეორე პუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის N239 დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-4 მუხლის „ე“ პუნქტის, მე-5 მუხლის მე-9 პუნქტის, მე-7 მუხლისა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სამთავრობო კომისიის 2025 წლის 24 თებერვლის №45 ოქმის საფუძველზე:
1. განხორციელდეს დაბა ბაკურიანში მდებარე დავით აღმაშენებლის ჩიხის სახელწოდების ცვლილება, ასევე განხორციელდეს დავით აღმაშენებლის ქუჩის გავრცელების არეალის კორექტირება და ნაცვლად 64.30.15.603 მიწის ნაკვეთისა აღნიშნული ქუჩა დასრულდეს 64.30.03.717 მიწის ნაკვეთთან. 2. დაბა ბაკურიანში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიულ ობიექტებს (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) მიენიჭოს დავით აღმაშენებლის, ერეკლე II-ის, ცოტნე დადიანის, ვახტანგ გორგასლისა და გიორგი ბრწყინვალეს სახელწოდება. 3. განკარგულების პირველი და მეორე პუნქტის გათვალისწინებით დაბა ბაკურიანში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიულ ობიექტებს (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი), ასევე დავით აღმაშენებლის ჩიხს შეეცვალოს სახელწოდება და წარმოდგენილი დანართების შესაბამისად ეწოდოს: ა) დავით აღმაშენებლის I ჩიხი, დავით აღმაშენებლის II ჩიხი (დანართი №1); ბ) დავით აღმაშენებლის ქუჩა (დანართი №2); გ) ერეკლე II-ის ქუჩა, ერეკლე II-ის პირველი შესახვევი (დანართი №3); დ) ცოტნე დადიანის ქუჩა, ცოტნე დადიანის ჩიხი (დანართი №4); ე) ვახტანგ გორგასალის ქუჩა, ვახტანგ გორგასლის I შესახვევი, ვახტანგ გორგასლის II შესახვევი (დანართი №5); ე) გიორგი ბრწყინვალეს ქუჩა, გიორგი ბრწყინვალეს I შესახვევი, გიორგი ბრწყინვალეს II შესახვევი, გიორგი ბრწყინვალეს III შესახვევი (დანართი №6). 4. განკარგულება მიღებიდან 10 დღის ვადაში გაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურდიულ პირს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. 5. განკარგულება მიღებიდან 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე. 6. განკარგულება რეაგირებისათვის გაეგზავნოს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას. 7. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე. 8. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული პირის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში ახალციხის რაიონულ სასამართლოში (ქ. ახალციხე, მებაღიშვილის ქუჩა N60ა).
საკრებულოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები