“სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე"

  • Word
“სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე"
დოკუმენტის ნომერი 343
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 19/04/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 58, 27/04/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 30/01/2010
სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.008.537
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
343
19/04/2006
სსმ, 58, 27/04/2006
190.040.000.22.033.008.537
“სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე"
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (27/04/2006 - 01/06/2007)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.008.537

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება 343

2006 წლის 19 აპრილი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე

„სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასების, განადგურების, განაწილებისა და/ან რეალიზაციის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივნისის №209 ბრძანებულების მე-19 მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

დამტკიცდეს დებულება „სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის შესახებ“ თანდართულ დანართთან ერთად (დანართი №1).

    მუხლი 2.

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ალექსიშვილი

დებულება

სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის შესახებ

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

ეს წესი განსაზღვრავს „სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასების, განადგურების, განაწილებისა და/ან რეალიზაციის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივლისის №209 ბრძანებულების შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის „საფინანსო სააგენტოს“ (შემდგომში – „სააგენტო“) მიერ სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების (შემდგომში – ქონება) რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესს.

    მუხლი 2. სააგენტოს“ დაფინანსების წყარო და მოცულობა

1. ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასების, განადგურების, განაწილებისა და/ან რეალიზაციისათვის აუცილებელი ხარჯები გაიწევა ამ ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხიდან.

2. „სააგენტოს“ ფუქციონირების ხარჯები ფინანსდება ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხიდან, ფინანსთა მინისტრის მიერ ყოველწლიურად დამტკიცებული „სააგენტოს“ წლიური ხარჯთაღრიცხვის მოცულობით.

    მუხლი 3. საბრუნავი სახსრების გარდამავალი ნაშთი

1. ქონების განკარგვასთან დაკავშირებული ხარჯების შეუფერხებელი დაფინანსების, მათ შორის იმ ოპერაციების დაფინანსების უზრუნველსაყოფად, როდესაც ქონების განკარგვასთან დაკავშირებული ხარჯები აღემატება ამონაგებ თანხას, ფინანსთა მინისტრი წლიურ ხარჯთაღრიცხვასთან ერთად ამტკიცებს საბრუნავი სახსრების გარდამავალი ნაშთის მოცულობას ახალი საფინანსო წლის განმავლობაში.

2. საბრუნავი სახსრების გარდამავალი ნაშთის მოცულობა განისაზღვრება „სააგენტოს“ წლიური დამტკიცებული ხარჯთაღრიცხვის არა უმეტეს ერთი მეოთხედის მოცულობით.

3. აუცილებლობის შემთხვევაში, საბრუნავი სახსრების გარდამავალი ნაშთი გამოიყენება წლის განმავლობაში დროებითი ფინანსური გარღვევების დასაფარავად და იმავე წელს უნდა იქნეს აღდგენილი სრული მოცულობით.

    მუხლი 4. ბიუჯეტთან ანგარიშსწორება და ანგარიშგება

1. „სააგენტო“ ფინანსთა სამინისტროში წარადგენს კვარტალურ ანგარიშს საანგარიშო კვარტლის მომდევნო თვის 15 რიცხვამდე. კვარტალურ ანგარიშში მიეთითება მონაცემები განვლილი კვარტლის განმავლობაში და წლის დასაწყისიდან მიღებული ამონაგები თანხის, გაწეული ხარჯების, საბრუნავი სახსრების გარდამავალი ნაშთის, „სააგენტოს“ დაფინანსების, ბიუჯეტში გადარიცხული და გადასარიცხი თანხების შესახებ (დანართი №1).

2. კვარტალური ანგარიშის წარდგენიდან არა უგვიანეს 5 საბანკო დღისა „სააგენტომ“ უნდა უზრუნველყოს ბიუჯეტის კუთვნილი თანხების მიმართვა სახელმწიფო ბიუჯეტის „სხვა არაკლასიფიცირებული შემოსავლების“ ნაწილში.

    მუხლი 5. გარდამავალი დებულებები

ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესი ვრცელდება წინამდებარე „დებულების“ დამტკიცებამდე „სააგენტოს“ მიერ განხორციელებული საქმიანობის შედეგებზე.

დანართი 1

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საფინანსო სააგენტოს”

200–– წლის ––– კვარტლის ფინანსური ანგარიში

 

 

დასახელება

საანგარიშო კვარტალი

წლის დასაწყისიდან

1

2

3

4

1

ბიუჯეტის კუთვნილი თანხის გარდამავალი ნაშთი (+/-)

 

 

2

ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის ოდენობა

 

 

3

პირდაპირი ხარჯები (ექსპერტიზა, შეფასება, ტრანსპორტირება, შენახვა, განადგურება და ა.შ. )

 

 

4

“სააგენტოს” გეგმური დაფინანსება

 

 

5

საბრუნავი სახსრების გარდამავალი ნაშთი

 

 

6

გადარიცხულია ბიუჯეტში (თანხა ლარებში)

 

 

7

დარიცხულია ბიუჯეტის სასარგებლოდ (2-3-4-5) (თანხა ლარებში)

 

 

8

 

ექვემდებარება ბიუჯეტში გადარიცხვას (7+1-6) (თანხა ლარებში)