,,სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 19 აპრილის №343 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 19 აპრილის №343 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 591
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 01/06/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 79, 05/06/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 30/01/2010
სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.010.406
  • Word
591
01/06/2007
სსმ, 79, 05/06/2007
190.040.000.22.033.010.406
,,სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 19 აპრილის №343 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.010.406

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება 591

2007 წლის 1 ივნისი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 19 აპრილის №343 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 19 აპრილის №343 ბრძანებით დამტკიცებულ „სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის შესახებ“ დებულებაში (სსმ III, 27.04.06 წ., №58, მუხ. 761) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასების, განადგურების, განაწილების და/ან რეალიზაციისათვის აუცილებელი ხარჯები გაიწევა ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული „სააგენტოს“ დაფინანსებიდან“.

ბ) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 4. ბიუჯეტთან ანგარიშსწორება და ანგარიშგება

1. „სააგენტო“ ფინანსთა სამინისტროში წარადგენს კვარტალურ ანგარიშს საანგარიშო კვარტლის მომდევნო თვის 15 რიცხვამდე. კვარტალურ ანგარიშში მიეთითება მონაცემები განვლილი კვარტლის განმავლობაში და წლის დასაწყისიდან მიღებული სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების შესახებ (დანართი №1).

2. კვარტალური ანგარიშის წარდგენიდან არა უგვიანეს 5 საბანკო დღისა „სააგენტომ“ უნდა უზრუნველყოს ბიუჯეტის კუთვნილი თანხების მიმართვა სახელმწიფო ბიუჯეტის „სხვა არაკლასიფიცირებული არასაგადასახადო შემოსავლების“ ნაწილში (სახაზინო კოდი 3168)“.

გ) დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ალექსიშვილი

    

 

 

 

 

          დანართი 1

„სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების რეალიზაციის

შედეგად ამონაგები თანხის განაწილების გაანგარიშება”

200 _ წლის __ კვარტალის მდგომარეობით

 

 

 

დასახელება

საანგარიშო

კვარტალი

წლის

დასაწყისიდან

1

2

3

4

1

ბიუჯეტის კუთვნილი თანხის გარდამავალი ნაშთი (+/-)

 

 

2

ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის ოდენობა

 

 

3

სააგენტოს” დაფინანსება ამონაგები თანხიდან

 

 

4

საბრუნავი სახსრების გარდამავალი ნაშთი

 

 

5

გადარიცხულია ბიუჯეტში (თანხა ლარებში)

 

 

6

დარიცხულია ბიუჯეტის სასარგებლოდ (2-3-4) (თანხა ლარებში)

 

 

 

 

7

ექვემდებარება ბიუჯეტში გადარიცხვას (6+1-5) (თანხა ლარებში)