ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3
დოკუმენტის მიმღები ვანის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 12/02/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/02/2025
ძალის დაკარგვის თარიღი 13/02/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.121.016523
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
3
12/02/2025
ვებგვერდი, 13/02/2025
010250020.35.121.016523
ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
ვანის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (13/02/2025 - 11/02/2026)

 

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №3

2025 წლის 12 თებერვალი

ქ. ვანი

ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე.გ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მეორე ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების შესაბამისად,  ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
ქალაქ ვანის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასის განსაზღვრისათვის გამოყენებულ იქნეს:

ა) შესაბამისი დასახლების მაკრო მდებარეობის ინდექსი  Img;

ბ) ლოკალური ტერიტორიული ინდექსი  ITL;

გ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 კვ.მ-ზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი  C;

დ) მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი  K.

მუხლი 2
ლოკალურ ტერიტორიული ინდექსის სიდიდე ქალაქ ვანის ტერიტორიაზე განისაზღვროს 1,0-ით.
მუხლი 3
მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი ქალაქ ვანის ტერიტორიაზე განისაზღვროს 100-ით: K=100.
მუხლი 4
მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასი 1 კვ.მ მიწის ფართობისთვის ქალაქ ვანის ტერიტორიაზე განისაზღვროს შემდეგი ფორმულით: Cn = Img  x  ITL  x  C  x  K

ა) Img  ვანის მუნიციპალიტეტისთვის შეადგენს  0,37-ს;

ბ) ITL  ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით შეადგენს  1,0-ს;

გ) C  საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულია  0,24 ლარით;

დ) K  ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით განსაზღვრულია – 100-ით;

ე) Cn = 0,37 x 1x 0.24 x 100 = 8.88 (ლარი).

მუხლი 5
დადგენილების მე-4 მუხლის შესაბამისად, ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული 1 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასი განისაზღვროს :

ა) ქალაქ ვანის ტერიტორიაზე  8,88 ლარი;

ბ) ვანის მუნიციპალიტეტის სოფლების ტერიტორიაზე  4,00 ლარი;

გ) ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების  50 მ-ის რადიუსში  6,00 ლარი;

დ) დასახლებათა შორის არეალში  3,00 ლარი.

მუხლი 6
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 14 თებერვლის №4 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 15.02.2024 წელი, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.121.016509).
მუხლი 7
კონტროლი დადგენილების შესრულებაზე განახორციელოს ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვის, ეკონომიკური საკითხებისა და ინფრასტრუქტურის კომისიამ.
მუხლი 8
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ლილუაშვილი