ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5
დოკუმენტის მიმღები ვანის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 11/02/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/02/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.121.016546
5
11/02/2026
ვებგვერდი, 13/02/2026
010250020.35.121.016546
ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
ვანის მუნიციპალიტეტი
 

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №5

2026 წლის 11 თებერვალი

ქ. ვანი

 

ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მეორე ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის“ 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების შესაბამისად,  ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
ქალაქ ვანის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასის განსაზღვრისათვის გამოყენებულ იქნეს:

ა) შესაბამისი დასახლების მაკრომდებარეობის ინდექსი  Img;

ბ) ლოკალური ტერიტორიული ინდექსი  ITL;

გ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1კვ.მ-ზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი  C;

დ) მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი  K.

მუხლი 2
ლოკალური ტერიტორიული ინდექსის სიდიდე ქალაქ ვანის ტერიტორიაზე განისაზღვროს 1,0-ით.
მუხლი 3
მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი ქალაქ ვანის ტერიტორიაზე განისაზღვროს 100-ით: K=100.
მუხლი 4
მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასი 1 კვ.მ მიწის ფართობისთვის ქალაქ ვანის ტერიტორიაზე განისაზღვროს შემდეგი ფორმულით: Cn = Img  x  ITL  x  C  x  K

ა) Img ვანის მუნიციპალიტეტისთვის შეადგენს  0,37-ს;

ბ) ITL ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით შეადგენს 1,0-ს;

გ) C   საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულია 0,24 ლარით;

დ) K ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით განსაზღვრულია 100-ით;

ე) Cn = 0,37 x 1x 0.24 x 100 = 8.88 (ლარი).

მუხლი 5
დადგენილების მე-4 მუხლის შესაბამისად, ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული 1კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასი განისაზღვროს:

ა) ქალაქ ვანის ტერიტორიაზე  8,88 ლარი;

ბ) ვანის მუნიციპალიტეტის სოფლების ტერიტორიაზე  4 ლარი;

გ) ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების  50 მ-ის რადიუსში  6,00 ლარი;

დ) დასახლებათა შორის არეალში  3,00 ლარი.

მუხლი 6
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 12 თებერვლის №3 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 13.02.2025 წელი, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.121.016523).
მუხლი 7
კონტროლი დადგენილების შესრულებაზე განახორციელოს ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვის, ეკონომიკური საკითხების და ინფრასტრუქტურის კომისიამ.
მუხლი 8
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარეშოთა გიორგაძე