„ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის აღრიცხვის და ექსპლუატაციის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 2 თებერვლის №28 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის აღრიცხვის და ექსპლუატაციის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 2 თებერვლის №28 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 22
დოკუმენტის მიმღები სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 05/02/2025
დოკუმენტის ტიპი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/02/2025
სარეგისტრაციო კოდი 310050000.54.066.016363
22
05/02/2025
ვებგვერდი, 10/02/2025
310050000.54.066.016363
„ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის აღრიცხვის და ექსპლუატაციის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 2 თებერვლის №28 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
 

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №22

2025 წლის 5 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის აღრიცხვის და ექსპლუატაციის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 2 თებერვლის №28 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის აღრიცხვის და ექსპლუატაციის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 2 თებერვლის №28 ბრძანებით დამტკიცებულ „ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის აღრიცხვის და ექსპლუატაციის წესში“ (www.matsne.gov.ge, 09/02/2024 წ., სარეგისტრაციო კოდი: 310050000.54.066.016326) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-2 მუხლის:

ა) 1-ელ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ“, „ს“, „ტ“ და „უ“ ქვეპუნქტები:

„რ) საჰაერო ხომალდის რადიოგადამცემი (მათ შორის, პორტატიული აღჭურვილობა) – რადიოგადამცემი მოწყობილობების ერთობლიობა, რომელიც დამონტაჟებულია საჰაერო ხომალდზე (ან მასში განთავსებულ სამაშველო ნავზე) და რომელიც გამოიყენება, რადიოკავშირის, რადიონავიგაციის ან რადიოსალოკაციო მომსახურებისთვის;

ს) მიმღებ-მოპასუხის საკონტროლო ტესტი – ტესტი, რომელიც ამოწმებს მიმღებ-მოპასუხის სისტემის საშუალებით (მათ შორის, სტატიკური წნევის მიმღები და წრედი, სიმაღლის კოდერის (ალტიკოდერი), მიმღებ-მოპასუხე და ა.შ.) საჰაერო ხომალდის სიმაღლის მართებული მონაცემების გადაცემას;

ტ) ტექნიკური მომსახურების საწარმო – სააგენტოს დირექტორის შესაბამისი ბრძანებ(ებ)ით დამტკიცებული წესების შესაბამისად სერტიფიცირებული საწარმო, რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურება;

უ) 8.33 კჰც სიხშირულ ბიჯთან თავსებადი რადიო – ძალზე მაღალი სიხშირის (VHF) მქონე რადიოკავშირის მოწყობილობა (სიხშირეთა დიაპაზონით: 117,975 მჰც – 137 მჰც), რომელიც უზრუნველყოფს მუდმივ ორმხრივ ხმოვან კავშირს ხმელეთზე არსებულ კავშირგაბმულობის საშუალებებთან და შეუძლია გამოიყენოს არხებს შორის 8.33 კჰც და, თუ შესაბამისია, 25 კჰც სიხშირული სივრცე.“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ წესში მოცემულ განმარტებებს აქვს შემდეგი მნიშვნელობები:

ა) გ/სმ3 – გრამი/კუბური სანტიმეტრი;

ბ) ზსხ – ზემსუბუქი საჰაერო ხომალდი;

გ) კვტ – კილოვატი;

დ) კგ – კილოგრამი;

ე) კგ/მ2 – კილოგრამი/კვადრატული მეტრი;

ვ) კმ/სთ – კილომეტრი/საათი;

ზ) სთ – საათი;

თ) სმ – სანტიმეტრი;

ი) ELT – საავარიო რადიოშუქურა;

კ) ITU – ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირი;

ლ) VS0 – უმართავი ვარდნის სიჩქარე ან სტაბილური ფრენის მინიმალური სიჩქარე.“.

2. მე-3 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ზსხ-ის საიდენტიფიკაციო ბარათის მიღების მიზნით, ზსხ-ის მწარმოებელი ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი, რომელიც ფლობს ინფორმაციას და დოკუმენტებს ზსხ-ის შემუშავებასა და წარმოებაზე, უფლებამოსილია სააგენტოს მიმართოს განცხადებით.“;

ბ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. ზსხ-ის აღრიცხვის ბარათის და ფრენისუნარიანობის დეკლარაციის მიღების დასტურის გაცემის შემდგომ, შესაბამისი მონაცემები შეიტანება ზსხ-ის რეესტრში, რომლის მონაცემები საჯაროა.“.

3. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 4. სერიული ზსხ-ის პირველადი აღრიცხვის ბარათის გაცემა

1. სააგენტოს მიერ ზსხ-ის პირველადი აღრიცხვის ბარათი გაიცემა შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენის საფუძველზე:

ა) სააგენტოს მიერ გაცემული ზსხ-ის საიდენტიფიკაციო ბარათის ასლი, რომელზეც მოცემულია ზსხ-ის სერიული ნომერი და საიდენტიფიკაციო ბარათის მფლობელის განცხადება და რომლითაც დასტურდება, რომ ზსხ შეესაბამება მწარმოებლის ტექნიკურ დოკუმენტაციას;

ბ) სერიული ზსხ-ის პირველადი აღრიცხვის ბარათის მოთხოვნის განცხადება (ამ წესის №12 დანართის შესაბამისად);

გ) ზსხ-ის აწონვის ბარათი (ამ წესის №11 დანართის შესაბამისად);

დ) ძირეული მოდიფიკაცი(ებ)ის განცხადება ამ წესის მე-13 მუხლის შესაბამისად, ზსხ-ზე ძირეული მოდიფიკაციის განხორციელების შემთხვევაში.

2. ზსხ-ის აღრიცხვის ბარათის და ფრენისუნარიანობის დეკლარაციის მიღების დასტურის გაცემის შემდგომ, შესაბამისი მონაცემები შეიტანება ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების რეესტრში, რომლის მონაცემები საჯაროა.

შენიშვნა: ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის აღრიცხვის ბარათი გაიცემა ამ წესის №3 დანართის შესაბამისად“.

4. დაემატოს შემდეგი შინაარსის „41“ მუხლი:

მუხლი 41. ზსხ-ის რეესტრიდან ამოღება

1.  ზსხ ამოიღება ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების რეესტრიდან ამ პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე ერთი პირობის არსებობის შემთხვევაში:

ა) ზსხ-ის მფლობელის განაცხადის საფუძველზე;

ბ) თუ ზსხ დაშლილია და/ან განადგურებულია, ან შეუძლებელია მისი ევაკუაცია იძულებით დაფრენის ადგილიდან ან ძებნა-შველის სამუშაოების რეგიონის ძებნა-შველის შესაბამისი სამსახურის დასკვნით, ზსხ დაკარგულია და ძებნა უშედეგოდ დასრულდა;

გ) ზსხ აღარ გამოიყენება სამოქალაქო ავიაციის მიზნებისათვის.

2. ზსხ-ის აღრიცხვის ბარათი ძალადაკარგულია ზსხ-ის რეესტრიდან ამოღების მომენტიდან. ამ შემთხვევაში ძალადაკარგულად ითვლება სააგენტოს მიერ ამ ზსხ-ზე გაცემული ყველა სხვა დოკუმენტი.

3. ამ მუხლის 1-ელი პუნქტის „ა“ ან/და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, სააგენტო უფლებამოსილია გასცეს ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების რეესტრიდან ამოღების სერტიფიკატი, მფლობელის მიერ ზსხ-ის აღრიცხვის პერიოდში გაცემული დოკუმენტების დედნების წარმოდგენის შემდგომ.“.

შენიშვნა:  ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების რეესტრიდან ამოღების სერტიფიკატი გაიცემა ამ წესის №16 დანართის შესაბამისად.“.

5. მე-5 მუხლის:

ა) 1-ელი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ზსხ-ის აღრიცხვის ბარათის მოქმედების ვადა მუდმივია იმ პირობით, რომ ბარათს თან უნდა ერთოდეს სააგენტოს მიერ 24 თვეზე ნაკლები ვადით ადრე გაცემული ფრენისუნარიანობის დეკლარაციის მიღების დასტური, რომელიც სააგენტოს მიერ გაიცემა ზსხ-ის ფრენისუნარიანობის დეკლარაციის საფუძველზე (ამ წესის №10 დანართის შესაბამისად) და სადაც განმცხადებელი ადასტურებს, რომ ზსხ ფრენისუნარიანია.

შენიშვნა: ფრენისუნარიანობის დეკლარაციის მიღების დასტური გაიცემა ამ წესის №15 დანართის შესაბამისად.“;

ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. ზსხ-ის ფრენისუნარიანობის დეკლარაცია სააგენტოში წარდგენილი უნდა იქნეს არსებული ფრენისუნარიანობის დეკლარაციის მიღების დასტურის ვადის ამოწურვამდე არანაკლებ 30 დღით ადრე.“.

6. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7. დროებითი აღრიცხვის ნიშანი

1. დროებითი აღრიცხვის ნიშანი გაიცემა დროებითი აღრიცხვის ბარათის მოთხოვნის განაცხადის საფუძველზე, ამ წესის №17 დანართის შესაბამისად. დროებითი აღრიცხვის ნიშანი:

ა) იწყება ლათინური ასოთი – „W“;

ბ) მოიცავს განმცხადებლის მიერ მითითებული ბაზირების ადგილის შესაბამისი საქართველოს რეგიონის განმსაზღვრელ ორ არაბულ ციფრს და ორ ან სამ ლათინურ ასოს (მაგ.: W01AAA).

შენიშვნა: საქართველოს რეგიონების განმსაზღვრელი ციფრებია: თბილისი – 01; კახეთი – 02; მცხეთა-მთიანეთი 03; ქვემო ქართლი – 04; შიდა ქართლი – 05; სამცხე-ჯავახეთი – 06; იმერეთი – 07; რაჭა–ლეჩხუმი–ქვემო სვანეთი – 08; სამეგრელო-ზემო სვანეთი – 09; გურია – 10; აჭარა –11; აფხაზეთი – 12.“.

2. დროებითი აღრიცხვის ნიშანი, რომელიც უნდა იყოს დატანილი ზსხ-ზე, მიეთითება დროებითი აღრიცხვის ბარათში.

3. ზსხ-ის გასხვისების შემთხვევაში დროებითი აღრიცხვის ბარათი ძალადაკარგულია გასხვისების თარიღიდან 30 დღის შემდეგ. გასხვისების თარიღი გამყიდველის მიერ უნდა მიეთითოს ძველი აღრიცხვის ბარათზე.

7. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. ზსხ-ის გასხვისება

1. ზსხ-ის გასხვისების შემთხვევაში ზსხ-ის მფლობელი, ზსხ-ის გასხვისების განცხადებას (ამ წესის №5 დანართის შესაბამისად) წარადგენს სააგენტოში და ზსხ-ის ახალ მფლობელს გადასცემს:

ა) ზსხ-ის გასხვისების განცხადების ასლს;

ბ) აღრიცხვის ბარათის დედანს, აღნიშვნით „გაყიდულია“, გაყიდვის თარიღის მითითებით და ხელმოწერით;

გ) უკანასკნელ ფრენისუნარიანობის დეკლარაციის მიღების დასტურს;

დ) ზსხ-ის საიდენტიფიკაციო ბარათს;

ე) მომხმარებლის დოკუმენტაციას, რომელიც მოიცავს:

ე.ა) ექსპლუატაციის სახელმძღვანელოს;

ე.ბ) ტექნიკური მომსახურების სახელმძღვანელოს;

ვ) ზსხ-ის აწონვის ბარათს, რომელიც შეესაბამება გასხვისებისას ზსხ-ის არსებულ მდგომარეობას;

ზ) საჭიროებისას:

ზ.ა) ძირეული მოდიფიკაციის განცხადებებს;

ზ.ბ) დამონტაჟებული რადიოსადგურის დოკუმენტაციას (ტექნიკური მომსახურების საწარმოს მიერ გაცემული ექსპლუატაციაში დაშვების შესაბამისი დოკუმენტი და საჰაერო ხომალდის რადიოსადგურის სერტიფიკატი).

შენიშვნა 1: ამ მუხლის 1-ელ პუნქტში აღნიშნული განცხადება სააგენტოში წარდგენილი უნდა იქნეს ზსხ-ის გასხვისებიდან არაუგვიანეს 15 დღის ვადაში, რომელიც დასტურდება სააგენტოს საპასუხო წერილობითი შეტყობინებით.

შენიშვნა 2: არასერიული ზსხ-ის შემთხვევაში, ზსხ-ის მფლობელმა ახალ მფლობელს ასევე უნდა გადასცეს მწარმოებლის ტექნიკური დოკუმენტაციის ასლი.

2. ზსხ-ის გასხვისებისას ზსხ-ის ახალი მფლობელი ვალდებულია ზსხ-ის გასხვისების შემდეგ აღრიცხვის ბარათის მოთხოვნის განაცხადით მიმართოს სააგენტოს (ამ წესის №6 დანართის შესაბამისად), რომელსაც თან უნდა დაურთოს:

ა) ძველი აღრიცხვის ბარათის ასლი აღნიშვნით „გაყიდულია“, გაყიდვის თარიღის მითითებით და გამყიდველის ხელმოწერით;

ბ) ზსხ-ის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) განახლებული ზსხ-ის აწონვის ბარათი, რომელიც შეესაბამება აღრიცხვის ბარათის მოთხოვნისას ზსხ-ის არსებულ მდგომარეობას;

დ) აღრიცხვის ბარათის წინა მფლობელისგან მიღებული ზსხ-ს გასხვისების განცხადების ასლი (დანართი №5);

ე) ძირეული მოდიფიკაციების განცხადებები (საჭიროებისას, ამ წესის მე-13 მუხლის შესაბამისად);

ვ) რადიოსადგურით აღჭურვილი ზსხ-ის შემთხვევაში, ამ წესის მე-19 მუხლით გათვალისწინებული განცხადება;

ზ) ზსხ-ის საიდენტიფიკაციო ბარათი.

შენიშვნა: ზსხ-ის აღრიცხვის ნიშნები არ იცვლება ზსხ-ის ბაზირების ადგილის ცვლილების შემთხვევაში.

3. ახალი აღრიცხვის ბარათი და ფრენისუნარიანობის დეკლარაციის მიღების დასტური, ხოლო საჭიროებისას, რადიოსადგურის სერტიფიკატი (LSA) სააგენტოს მიერ გაიცემა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების წარმოდგენის საფუძველზე.

4. ახალი აღრიცხვის ბარათის გაცემამდე ახალი მესაკუთრე უფლებამოსილია განახორციელოს ზსხ-ის ექსპლუატაცია ძველი აღრიცხვის ბარათის საფუძველზე ზსხ-ის შესყიდვის თარიღიდან არაუმეტეს 30 დღის განმავლობაში. ძველი აღრიცხვის ბარათი ძალას კარგავს ახალი აღრიცხვის ბარათის გაცემისთანავე.“.

8. მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დროებითი აღრიცხვის ბარათის გაცემა ხორციელდება განმცხადებლის მიერ სააგენტოსთვის დროებითი აღიცხვის ბარათის გაცემის განაცხადით მიმართვის საფუძველზე, ამ წესის №17 დანართის შესაბამისად.

შენიშვნა: დროებითი აღრიცხვის ბარათის ფორმა და შინაარსი განისაზღვრება ამ წესის №18 დანართის შესაბამისად.“.

9. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 13. ზსხ-ის ძირეული მოდიფიკაცია

1. ზსხ-ის საიდენტიფიკაციო ბარათში მოცემულ აღწერით ელემენტებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ცვლილება მიიჩნევა ძირეულ მოდიფიკაციად.

შენიშვნა: შემდეგი სახის შემთხვევები მიიჩნევა გამონაკლისად:

ა) საიდენტიფიკაციო ცარიელი მასის ცვლილება არ მიიჩნევა ძირეულ მოდიფიკაციად;

ბ) მოდიფიკაცია, რომელიც საჭიროებს საფრენოსნო ექსპლუატაციის ან ტექნიკური მომსახურების სახელმძღვანელოს ცვლილებას, მიიჩნევა ძირეულ მოდიფიკაციად.

2. ზსხ-ის აღრიცხვის ბარათის მფლობელი უფლებამოსილია განახორციელოს ზსხ-ის ძირეული მოდიფიკაცია შემდეგ შემთხვევებში:

ა) სერიული ზსხ-ის შემთხვევაში, როდესაც ზსხ-ის მწარმოებლის მიერ გათვალისწინებულია მოდიფიკაცია მისი საიდენტიფიკაციო ბარათით;

ბ) არასერიული ზსხ-ის შემთხვევაში ან სერიული ზსხ-ის შემთხვევაში, როდესაც მწარმოებლის მიერ არ არის გათვალისწინებული მოდიფიკაცია საიდენტიფიკაციო ბარათით.

შენიშვნა 1: სერიული ზსხ-ის იმ ძირეული მოდიფიკაციის განხორციელებამდე, რომელიც გათვალისწინებულია საიდენტიფიკაციო ბარათით, აღრიცხვის ბარათის მფლობელმა, ზსხ-ის მწარმოებლისგან უნდა მოიპოვოს საიდენტიფიკაციო ბარათი, რომელიც ითვალისწინებს აღნიშნულ მოდიფიკაციას, ასევე მოდიფიკაციის განხორციელების ინსტრუქცია და ექსპლუატაციის და ტექნიკური მომსახურების შესაბამისი სახელმძღვანელოები, იმ შემთხვევაში, თუ მოდიფიკაცია ითვალისწინებს ცვლილებებს აღნიშნულ სახელმძღვანელოებში.

შენიშვნა 2: ზსხ-ის ძირეული მოდიფიკაციის შემთხვევაში ზსხ-მ უნდა შეინარჩუნოს შესაბამისობა მოქმედ ტექნიკურ პირობებთან, ხოლო საჭიროებისას – შესაბამისობის დემონსტრირების დამატებითი სპეციფიკურ მოთხოვნებთან.

3. აღრიცხვის ბარათის მფლობელმა სააგენტოში ძირეული მოდიფიკაციის შესახებ განცხადების წარმოდგენამდე, სერიული ზსხ-ის ძირეული მოდიფიკაცია, რომელიც გათვალისწინებულია საიდენტიფიკაციო ბარათით, უნდა განახორციელოს მწარმოებლის ინსტრუქციების შესაბამისად.

4. აღრიცხვის ბარათის მფლობელმა სერიული ზსხ-ის იმ ძირეული მოდიფიკაციის განხორციელების შემდეგ, რომელიც გათვალისწინებულია საიდენტიფიკაციო ბარათით, სააგენტოში უნდა წარადგინოს:

ა) ზსხ-ის ძირეული მოდიფიკაციის განცხადება (ამ წესის №13 დანართის შესაბამისად), სადაც უნდა მონიშნოს ახალი საიდენტიფიკაციო ბარათის გაცემის მოთხოვნა: საიდენტიფიკაციო კოდის შეცვლა;

ბ) მოდიფიცირებული ზსხ-ის აღწერითი ელემენტები, სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 2 თებერვლის №29 ბრძანებით დამტკიცებული „ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის მწარმოებლის იდენტიფიკაციის წესის“ №2 დანართის ან №3 დანართის შესაბამისად, ზსხ-ის კლასის გათვალისწინებით;

გ) საიდენტიფიკაციო ბარათის ასლი, რომელიც ითვალისწინებს მოდიფიკაციას;

დ) ზსხ-ის ფრენისუნარიანობის დეკლარაცია;  

ე) განახლებული ზხს-ის აწონვის ბარათი.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტში განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების შემთხვევაში, სააგენტო გასცემს განახლებულ აღრიცხვის ბარათს და ფრენისუნარიანობის დეკლარაციის მიღების დასტურს, რომლის მიღებამდე აღრიცხვის ბარათის მფლობელი უფლებამოსილია, განახორციელოს საფრენოსნო ექსპლუატაცია სააგენტოში წარდგენილ განცხადებაში (დანართი №13) მითითებული ხელმოწერის თარიღიდან არაუმეტეს 45 დღის განმავლობაში, რა დროსაც თან უნდა იქონიოს ზსხ-ის ფრენისუნარიანობის დეკლარაცია და ძველი აღრიცხვის ბარათი, რომელიც ძალას კარგავს ახალი აღრიცხვის ბარათის გაცემისთანავე.

შენიშვნა 1: ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული განცხადება სააგენტოს უნდა წარედგინოს აღრიცხვის ბარათის მფლობელის მიერ მისი ხელმოწერის თარიღიდან არაუგვიანეს 15 დღის განმავლობაში.

შენიშვნა 2: განახლებული აღრიცხვის ბარათი მოიცავს მითითებას საიდენტიფიკაციო ბარათზე, რომლითაც გათვალისწინებულია ძირეული მოდიფიკაცია.

6. ზსხ-ის აღრიცხვის ბარათის მფლობელმა, არასერიული ზსხ-ის ან იმ სერიული ზსხ-ის ძირეული მოდიფიკაციის განხორციელების შემთხვევაში, რომლის მწარმოებლის მიერ არ არის გათვალისწინებული აღნიშნული მოდიფიკაცია, სააგენტოს უნდა მიმართოს განცხადებით და წარუდგინოს:

ა) ზსხ-ის ძირეული მოდიფიკაციის განცხადება, ამ წესის №13 დანართის შესაბამისად, სადაც უნდა მონიშნოს მოქმედ ტექნიკურ პირობებთან შესაბამისობის განცხადება;

ბ) მოდიფიცირებული ზსხ-ის აღწერითი ელემენტები, სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 2 თებერვლის №29 ბრძანებით დამტკიცებული „ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის მწარმოებლის იდენტიფიკაციის წესის“ №2 დანართი ან №3 დანართის შესაბამისად, ზსხ-ს კლასის გათვალისწინებით;

გ) განახლებული ზსხ-ის აწონვის ბარათი;

დ) დროებითი აღრიცხვის ბარათი, იმ შემთხვევაში, თუ მოქმედ ტექნიკურ პირობებთან შესაბამისობის დემონსტრირების მიზნით, ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული განცხადების სააგენტოში წარმოდგენამდე განხორციელდა საფრენოსნო ცდები დროებითი აღრიცხვის ბარათის ფარგლებში, ამ წესის მე-12 მუხლის შესაბამისად.

შენიშვნა 1: ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული განცხადება სააგენტოს უნდა წარედგინოს აღრიცხვის ბარათის მფლობელის მიერ მისი ხელმოწერის თარიღიდან არაუგვიანეს 15 დღის განმავლობაში;

შენიშვნა 2: ზსხ-ის ძირეული მოდიფიკაციის განცხადებასთან ერთად წარმოდგენილი მოდიფიცირებული ზსხ-ის აღწერითი ელემენტები უნდა მოიცავდეს ინფორმაციას ასევე იმ ელემენტებთან დაკავშირებით, რომლებიც არ იცვლება მოდიფიკაციის შედეგად.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტში განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების შემთხვევაში აღრიცხვის ბარათის მფლობელი, სააგენტოს წერილობითი დადასტურების შემდეგ უფლებამოსილია, განახორციელოს საფრენოსნო ექსპლუატაცია მოდიფიცირებული ზსხ-ით, რა დროსაც მუდმივად თან უნდა იქონიოს:

ა) აღრიცხვის ბარათი;

ბ) ზსხ-ის ძირეული მოდიფიკაციის განცხადება, რომელის შესაბამისადაც ახორციელებს ექსპლუატაციას;

გ) მოდიფიცირებული ზსხ-ის აღწერითი ელემენტები.

8. ამ მუხლის მე-6 პუნქტში განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების შემთხვევაში, გარდა „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულისა, სააგენტო გასცემს განახლებულ ფრენისუნარიანობის დეკლარაციის მიღების დასტურს, ხოლო „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დროებითი აღრიცხვის ბარათის წარმოდგენის შემთხვევაში სააგენტო ასევე გასცემს განახლებულ აღრიცხვის ბარათს.

შენიშვნა: ამ მუხლის მე-6 პუნქტში აღნიშნული განცხადების სააგენტოში წარდგენის შემთხვევაში აღრიცხვის ბარათის მფლობელმა უნდა უზრუნველყოს, რომ მოდიფიცირებული ზსხ აკმაყოფილებდეს მოქმედი ტექნიკური პირობების მოთხოვნებს და საჭიროების შემთხვევაში ასევე შესაბამისობის დემონსტრირების დამატებით სპეციფიკურ მოთხოვნებს, რაც გულისხმობს იმას, რომ აღრიცხვის ბარათის მფლობელს უნდა გააჩნდეს მწარმოებლის ტექნიკური დოკუმენტაცია.

9. ამ მუხლის მე-6 პუნქტში აღნიშნული მოდიფიცირებული ზსხ-ის მოქმედ ტექნიკურ პირობებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტები არქივირდება აღრიცხვის ბარათის მფლობელის მიერ და მოთხოვნის შემთხვევაში ხელმისაწვდომია სააგენტოსთვის.“.

10. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 14. არაძირეული მოდიფიკაცია

1. ზსხ-ის მოდიფიკაცია მიიჩნევა არაძირეულ მოდიფიკაციად, თუ ის არ იწვევს საიდენტიფიკაცო ბარათში მოცემული აღწერითი ელემენტების ცვლილებას, რაც მნიშვნელოვან ზეგავლენას ადენს ფრენის უსაფრთხოებაზე.

2. არაძირეული მოდიფიკაციის შემთხვევაში:

ა) ზსხ-ის საიდენტიფიკაციო ბარათის მფლობელმა უნდა უზრუნველყოს მოდიფიცირებული ზსხ-ს შესაბამისობის შენარჩუნება მოქმედ ტექნიკურ პირობებთან;

ბ) ზსხ გამოიყენება მხოლოდ საფრენოსნო ცდების განსახორციელებლად, რომლის ბორტზეც იმყოფება მხოლოდ პილოტი, ვიდრე აღრიცხვის ბარათის მფლობელი არ დარწმუნდება, რომ მოდიფიცირებული ზსხ ფრენისუნარიანია და აკმაყოფილებს მოქმედ ტექნიკურ პირობებს.“.

11. მე-18 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი:

„კ) ზსხ-ზე ადგილი არ ჰქონია ინციდენტს ან სერიოზული ინციდენტს ან სხვა შემთხვევაში ზსხ-ის აღდგენა განხორციელდა მწარმოებლის ან შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ.“.

12. მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 19. საჰაერო ხომალდის რადიოსადგურის სერტიფიკატის გაცემა, სერტიფიკატის ცვლილება, სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელება

1. იმ შემთხვევაში, როდესაც გამოსაყენებელი საჰაერო სივრცე საჭიროებს, ზსხ უნდა იქნეს აღჭურვილი რადიოკავშირის აღჭურვილობით, რომელიც, საჰაერო სივრცის მოთხოვნებთან შესაბამისობის მიზნით, იძლევა საჰაერო მოძრაობის მართვის სადგურებთან ორმხრივი კავშირის წარმართვის შესაძლებლობას, დადგენილი სიხშირეების გამოყენებით. იმ შემთხვევაში, თუ საჭიროა მიმღებ-მოპასუხე, მოწყობილობას უნდა გააჩნდეს ყველა მოთხოვნილი შესაძლებლობა.

2. ზსხ-ის ერთი ან მეტი რადიოგადამცემისგან შემდგარ საბორტო რადიომოწყობილობას, იმისდა მიუხედევად, მოიცავს თუ არა მიმღებ-მოპასუხეს, გარდა პერსონალური მიმყვანი რადიოშუქურისა (PLB), უნდა გააჩნდეს სააგენტოს მიერ გაცემული რადიოსადგურის მოქმედი სერტიფიკატი (LSA), რომლის გარეშეც დაუშვებელია ზსხ-ის საფრენოსნო ექსპლუატაცია.

3. რადიოსადგურის სერტიფიკატი (შემდგომში – სერტიფიკატი) გაიცემა შემდეგ შემთხვევებში:

ა) რადიოგადამცემით აღჭურვილი ზსხ-ის პირველადი არღიცხვის ბარათის გაცემისას;

ბ) აღრიცხვის ბარათის მქონე ზსხ-ზე რადიოგადამცემის დამონტაჟებისას, რომელსაც მანამდე არ გააჩნდა რადიოგადამცემისგან შემდგარი საბორტო რადიომოწყობილობა;

გ) სერტიფიკატში ჩამოთვლილი რადიოგადამცემების ცვლილებისას (გარდა არსებული მოწყობილობის იდენტური მოდელით შეცვლისას);

დ) სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელებისას.

4. ზსხ-ის საბორტო რადიოსადგურის გადამცემი უნდა ფუნქციონირებდეს შემდეგ სიხშირეებზე, რომელიც:

ა) VHF ხმოვანი კომუნიკაციისთვის მოიცავს 117.975 მჰც-დან 137.000 მჰც-მდე დიაპაზონს;

ბ) მიმღებ-მოპასიხეს შემთხვევაში მოიცავს 1030 მჰც და 1090 მჰც;

გ) საავარიო რადიოშუქურის (ELT) შემთხვევაში მოიცავს 406 მჰც და/ან 121.5 მჰც სიხშირეებს.

შენიშვნა: ზსხ-ს შესაძლებელია გააჩნდეს სხვა რადიომოწყობილობები (მაგ.: მანძილსაზომი მოწყობილობა (DME)), რომლებიც უნდა ფუნქციონირებდნენ სამოქალაქო ავიაციისთვის გამოყოფილ სიხშირეებზე და რომელთა მონაცემები მიეთითება რადიოსადგურის სერტიფიკატში.

5. ზსხ-ს სერტიფიკატში ენიჭება ერთი მოსახმობი რადიოსიგნალი, რომელიც მოიცავს ნაციონალურ ნიშანს და ხუთი არაბული ციფრისგან შემდგარ კომბინაციას (მაგ.: 4L–00001). მოსახმობი რადიოსიგნალი გამოიყენება სხვა სააერნაოსნო მომსახურების სადგურებთან (ხმელეთზე ან ჰაერში) კავშირის დამყარების მიზნით.

6. თითოეულ ზსხ-ს ეძლევა მხოლოდ ერთი რადიოსადგურის სერტიფიკატი.

7. მიუხედავად ამ მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნისა, იმ შემთხვევაში, თუ გამოიყენება პორტატიული VHF რადიოგადამცემი, ერთი სერტიფიკატი შესაძლებელია გაიცეს ორ ან მეტ ზსხ-ზე იმ პირობით, რომ ზსხ-ის არ გააჩნია სხვა რადიოგადამცემი მოწყობილობა და თითოეული ზსხ-ის აღრიცხვის ბარათის მფლობელი ერთი და იგივე პირია. სხვა შემთხვევაში კონკრეტული რადიოგადამცემის ორ ან მეტ ზსხ-ზე გამოყენებისას, თითოეული ზსხ-ის  სერტიფიკატში განსაზღვრული უნდა იყოს აღნიშნული რადიოგადამცემი.

შენიშვნა 1: ამ პუნქტის შესაბამისად გაცემული სერტიფიკატის საფუძველზე ზსხ-ის აღრიცხვის ბარათის მფლობელი უფლებამოსილია ერთი რადიოგადამცემი მოწყობილობა გამოიყენოს სერტიფიკატში მითითებულ თითოეულ ზსხ-ზე;

შენიშვნა 2: ერთ ან მეტ ზსხ-ზე ერთი და იმავე რადიოგადამცემის გამოყენების შემთხვევაში, როდესაც თითოეული ზსხ-ის აღრიცხვის ბარათის მფლობელი სხვადასხვა პირია, თითოეულმა მათგანმა სერტიფიკატის გაცემის მოთხოვნით უნდა მიმართოს სააგენტოს, რა შემთხვევაშიც თითოეულ ზსხ-ზე გაიცემა სერტიფიკატი და თითოეულ ზსხ-ს მიენიჭება განსხვავებული მოსახმობი რადიოსიგნალი.

8. ტექნიკური მომსახურების საწარმო, რომელიც სერტიფიცირებულია ან აღიარებულია სააგენტოს მიერ, იმ შემთხვევაში, თუ ქვემოთ ჩამოთვლილი ამოცანები გათვალისწინებულია საწარმოს ტექნიკური მომსახურების სახეობებითა და დასაშვებ სამუშაოთა ნუსხით, უფლებამოსილია განახორციელოს:

ა) 24-ბიტიანი კოდის დაპროგრამება მიმღებ-მოპასუხეში ან ELT-ში, რაც შესაძლებელია ასევე განხორციელდეს აღნიშნული მოწყობილობების მწარმოებლის მიერ;

ბ) მიმღებ-მოპასუხის საკონტროლო ტესტი, რაც სავალდებულოა 6 წელიწადში ერთხელ და ასევე ტექნიკური მომსახურების ისეთი ამოცანის დასრულების შემდეგ, რაც საჭიროებს მიმღებ-მოპასუხის მიერ გადაცემული მონაცემების სისწორის შემოწმებას;

გ) მიმღებ-მოპასუხის ან ELT-ის ტექნიკური მომსახურება, რაც უნდა განხორციელდეს მოწყობილობის მწარმოებლის მიერ განსაზღვრული ინსტრუქციების შესაბამისად;

დ) მიმღებ-მოპასუხის ან ELT-ის ზსხ-ზე დამონტაჟება, რაც შესაძლებელია ასევე განხორციელდეს ზსხ-ის მწარმოებლის მიერ.

9. სხ-ის რადიოგადამცემის მონტაჟის, ტექნიკური მომსახურების ან მიმღებ-მოპასუხის საკონტროლო ტესტის განხორციელების შემთხვევაში, იმ ტექნიკური მომსახურების საწარმოს მიერ, რომელიც არ არის სერტიფიცირებული ან აღიარებული სააგენტოს მიერ, ამ წესის დანართი №9-ით განსაზღვრულ განცხადებასთან ერთად, სააგენტოში უნდა იქნეს წარმოდგენილი რადიომოწყობილობის ექსპლუატაციაში დაშვების ფორმის ასლი თითოეული რადიოგადამცემისთვის და აღნიშნული ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიკატის ასლი.

10. 24-ბიტიანი კოდის მიღების მიზნით, სააგენტოს განაცხადი წარედგინება ამ წესის №7 დანართის შესაბამისად.

შენიშვნა: განცხადება სააგენტოს წარედგინება იმ შემთხვევაში, თუ ზსხ უნდა აღიჭურვოს „S რეჟიმის“ მქონე მიმღებ-მოპასუხით ან ELT-ით, რომელშიც უნდა განხორციელდეს 24-ბიტიანი კოდის დაპროგრამება. სერტიფიკატში მიმღებ-მოპასუხის ან ELT-ის დამატებისას, რადიოსადგურის სერტიფიკატის გაცემის მიზნით განმცხადებელმა სააგენტოს უნდა მიმართოს მას შემდეგ, რაც შესაბამის მოწყობილობაში დასრულდება 24-ბიტიანი კოდის დაპროგრამება.

11. სერტიფიკატის გაცემის და მოქმედების გაგრძელების მიზნით განმცხადებელმა სააგენტოს უნდა წარუდგინოს:

ა) სხ-ის რადიოსადგურის სერტიფიკატის  მოთხოვნის განაცხადი ამ წესის №8 დანართის შესაბამისად;

ბ) ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირის (ITU) წესებთან შესაბამისობის განაცხადება ამ წესის №9 დანართის შესაბამისად, რომლის ხელმოწერის თარიღი სააგენტოში წარდგენისას არ უნდა აღემატებოდეს 60 დღეს.

შენიშვნა 1: სხ-ის რადიოგადამცემის შესაბამისობა ITU-ს წესებთან უნდა დგინდებოდეს რადიოაღჭურვილობის სერტიფიცირების დამადასტურებელი დოკუმენტით (ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) მიერ გაცემული ETSO ან სხვა სახელმწიფოს შესაბამისი უწყების მიერ გაცემული ეკვივალენტური დოკუმენტი (მაგ.: OSAC-ის მიერ გამოქვეყნებული ჩამონათვალი – „Liste des émetteurs homologués“).

შენიშვნა 2: ITU-ს წესებთან შესაბამისობის განცხადებაში მითითებული რადიომოწყობილობა უნდა იყოს 25 კჰც ან/და 8.33 კჰც სიხშირულ ბიჯ(ებ)თან თავსებადი.

შენიშვნა 3: მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით სააგენტოს განცხადება წარედგინება სერტიფიკატის მოქმედების ვადის გასვლამდე არანაკლებ 30 დღით ადრე. ახალი სერტიფიკატი გაიცემა 6 წლის ვადით, რომელიც აითვლება ძველი სერტიფიკატის ვადის გასვლის თარიღიდან. სხვა შემთხვევაში სერტიფიკატი გაიცემა თავიდან ამ მუხლის პირობების დაცვით.

12. ITU-ს წესებთან რადიოსადგურის შესაბამისობის განცხადება ხელმოწერილი უნდა იქნეს:

ა) მიმღებ-მოპასუხით აღჭურვილი ზსხ-ის შემთხვევაში შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ტექნიკური მომსახურების საწარმოს მიერ, რომელიც სერტიფიცირებულია ან აღიარებულია სააგენტოს მიერ;

ბ) თუ ზსხ არ არის აღჭურვილის მიმღებ-მოპასუხით:

ბ.ა) ზსხ-ის საიდენტიფიკაციო ბარათის მფლობელის მიერ; ან

ბ.ბ) საიდენტიფიკაციო ბარათის მფლობელის წერილობითი თანხმობით, სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული ან აღიარებული ტექნიკური მომსახურების საწარმოს მიერ, რომელსაც გააჩნია შესაბამისი უფლებამოსილება.

შენიშვნა: ტექნიკური მომსახურების საწარმოზე, რომელიც არ არის სერტიფიცირებული ან აღიარებული სააგენტოს მიერ, ამ პუნქტის მოთხოვნების მიზნებისთვის, ვრცელდება ამ მუხლის მე-9 პუნქტის მოთხოვნა.

13. ამ მუხლის მე-11 პუნქტში განსაზღვრული დოკუმენტების საფუძველზე, სააგენტო გასცემს სერტიფიკატს, ამ წესის №14 დანართის შესაბამისად, რომელიც მოქმედია 6 წლის ვადით.

14. სერტიფიკატში მითითებული რადიოგადამცემების მოდელ(ებ)ის ცვლილების შემთხვევაში არსებული სერტიფიკატი კარგავს ძალას და განმცხადებელმა ახალი სერტიფიკატის გაცემის მიზნით სააგენტოს უნდა წარუდგინოს ამ მუხლის მე-11 პუნქტის „ა“-„ბ“ პუნქტებში განსაზღვრული დოკუმენტაცია.

შენიშვნა: ცვლილება მიუთითებს რადიოგადამცემების შეცვლილ მონაცემებს და გავლენას არ ახდენს სერტიფიკატის მოქმედების ვადაზე და ახალი სერტიფიკატი გაიცემა ძველ სერტიფიკატში არსებული ვადით.“.

13. 3 დანართი  ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

14. დაემატოს 5-18 დანართები თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
ზსხ-ის მფლობელს, რომელიც ამ ბრძანების ამოქმედების შემდეგ რადიოსადგურის სერტიფიკატის გაცემის მოთხოვნით მიმართავს სააგენტოს, მოთხოვნის შემთხვევაში, შეუნარჩუნდება 24-ბიტიანი კოდი, რომელიც ზსხ-ზე მინიჭებული იყო ამ ბრძანების ამოქმედებამდე, სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 15 ოქტომბერის №208 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდებზე რადიოსადგურის სერტიფიკატის გაცემის წესის“ შესაბამისად.
მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორიგივი დავითაშვილი