ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2
დოკუმენტის მიმღები ბაღდათის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/01/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/02/2025
ძალის დაკარგვის თარიღი 03/02/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.124.605856
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
2
31/01/2025
ვებგვერდი, 03/02/2025
010250020.35.124.605856
ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
ბაღდათის მუნიციპალიტეტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (03/02/2025 - 30/01/2026)

 

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №2

2025 წლის 31 იანვარი

ქ. ბაღდათი

 

 

ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე. გ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 და 25-ე მუხლებისა და „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების შესაბამისად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ბაღდათის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დანართის შესაბამისად (დანართი თან ერთვის).
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 26 იანვრის №1 დადგენილება „ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ (საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი www.matsne.gov.ge, 30/01/2024, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.124.016486).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენოდარ გიორგიძე



დანართი
ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

1.ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1მ2 მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში  მიწის ნორმატიული ფასი) დგინდება შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:

CN=IMG xITL x C x K, სადაც

ა) CN არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;

ბ) IMG არის ქ. ბაღდათის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0.45-ს;

გ) ITL არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის 1-ს (რადგან ზონირება არ ხორციელდება);

დ) C არის საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0.24 ლარს;

ე) K არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 130-ს.

2. პირველი პუნქტის მიხედვით, ქ. ბაღდათში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:

IMG

ITL

C

K

CN

0.45

1

0.24

130

14,04

 

3. ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს ქ. ბაღდათისათვის ფასის 50%- ის ოდენობით და შეადგინოს 7,02ლარი (14,04-ის 50%).

4. კურორტ საირმეში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს ქ. ბაღდათისათვის დადგენილი ფასის ხუთმაგი ოდენობით და შეადგინოს 70, 2ლარი (14,04 X 5).

5. ბაღდათის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს ქ. ბაღდათისათვის დადგენილი ფასის 30%-ის ოდენობით და შეადგინოს 4,21ლარი (14,04-ის 30%).

6. „საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №407 დადგენილებით განსაზღვრულ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს ქ. ბაღდათისათვის დადგენილი ფასის 80%-ის ოდენობით და შეადგინოს 11,23 ლარი (14,04-ის 80%). ამ შემთხვევაში არ გამოიყენება მე-5 პუნქტით დადგენილი ფასი.