დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან (ზემო აფხაზეთი) იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1 |
| დოკუმენტის მიმღები | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა |
| მიღების თარიღი | 30/01/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/02/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280090050.32.061.016463 |
|
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან (ზემო აფხაზეთი) იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
|
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის 2.6. ქვეპუნქტის და მე-15 მუხლის შესაბამისად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან (ზემო აფხაზეთი) იძულებით გადაადგილებულ განსაზღვრულ კატეგორიებს მიკუთვნებულ პირთა – დევნილთა სოციალური უზრუნველყოფის მიზნით:
1. დამტკიცდეს, თანდართული „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან (ზემო აფხაზეთი) იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გაცემის წესი“ (დანართი №1) და სოციალური ვაუჩერის ფორმა (დანართი №2). 2. ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობამ კვარტალში ერთხელ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას წარუდგინოს ანგარიში ერთჯერადი დახმარების გაცემის შესახებ. 3. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე უზრუნველყოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატმა; 4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან (ზემო აფხაზეთი) იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2025 წლის 27 იანვრის №1 დადგენილება; 5. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან ( ზემო აფხაზეთი ) იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალური უზრუნველყოფის მიზნით ერთჯერადი დახმარების გაცემის წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებები 1. „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან – ზემო აფხაზეთითიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა (შემდგომში – დევნილი ) სოციალური უზრუნველყოფის მიზნით ერთჯერადი დახმარების გაცემის წესი “ (შემდგომში – წესი ) შემუშავებულია „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ “ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე -13 მუხლის მე -2 პუნქტის 2.6 ქვეპუნქტის და მე-15 მუხლის საფუძველზე , საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოქმედი სამართებლივი აქტების შესაბამისად . 2. „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ “ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე -13 მუხლის მე -2 პუნქტის 2.6 ქვეპუნქტით და მე-15 მუხლით გათვალისწინებული პროგრამის განხორციელებისა და მის ფარგლებში საკითხების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში ხელმძღვანელის სამართლებრივი აქტით შექმნილი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან (ზემო აფხაზეთი) იძულებით გადაადგილებულ პირთა ერთჯერადი დახმარების გამცემი კომისია “ (შემდგომში – კომისია ). 3. კომისია თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობების, საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ამ დანართით დადგენილი წესის შესაბამისად.
მუხლი 2. ერთჯერადი დახმარება და მისი მიღების უფლება 1. ერთჯერადი დახმარება გაიცემა უნაღდო ანგარიშსწორებით. 2. ამ წესის მიზნებისთვის ერთჯერადი დახმარების პროგრამა ითვალისწინებს ორ („ა“, „ბ“) ქვეპროგრამას; ა) ზემო აფხაზეთიდან დევნილი სოციალურად დაუცველი (არაუმეტეს 57 000 სარეიტინგო ქულა) ოჯახებიდან ოთხ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის კვების პროდუქტების და ჰიგიენის საგნების ერთჯერადი შესყიდვის ვაუჩერის წესით დაფინანსებას: ა.ა) ოჯახს, რომელსაც ჰყავს ოთხ წლამდე ასაკის ბავშვები, ერთ ბავშვს – ერთი ვაუჩერი; ა.ბ) ოჯახს, რომელსაც ჰყავს ოთხ წლამდე ტყუპები – თითოეულს ერთი ვაუჩერი; ა.გ) ოჯახს, რომელსაც ჰყავს სამი და მეტი არასრულწლოვანი ბავშვი – დამატებით ერთი ვაუჩერი; ა.დ) ოჯახს, რომელსაც ჰყავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი – ბავშვი – დამატებით ერთი ვაუჩერი; ა.ე) ოჯახს, სადაც მშობელი (ერთ-ერთი მაინც) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია –დამატებით ერთი ვაუჩერი; ა.ვ) ოჯახს, სადაც მშობელი (ერთ-ერთი მაინც) ომის ვეტერანია – დამატებით ერთი ვაუჩერი; ა.ზ) ოჯახს, სადაც მშობელს აქვს მარტოხელა მშობელის სტატუსი – დამატებით ერთი ვაუჩერი; ა.თ) ოჯახს, სადაც ბავშვი და/ან მშობელი (ერთ-ერთი მაინც) ონკოლოგიური ან სხვა მძიმე დაავადების მქონე პირია – დამატებით ერთი ვაუჩერი. ბ ) ზემო აფხაზეთიდან დევნილი პედაგოგებისთვის ( ამჟამად უმუშევარი ან პენსიონერი ) ერთჯერადი ფულადი დახმარება . 3. თუ განმცხადებელი აკმაყოფილებს ამ წესის მე-2 მუხლის მეორე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტებში აღნიშნულ რამდენიმე კატეგორიას, ოჯახისათვის გასაცემი ვაუჩერის რაოდენობას განსაზღვრავს კომისია. შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია დამატებით მოითხოვოს სხვა ინფორმაციაც.
მუხლი 3. ერთჯერადი დახმარების მიღების პირობები , წარსადგენი დოკუმენტაცია და განცხადების რეგისტრაციის წესი 1. ერთჯერადი დახმარების მიღების მსურველმა პირმა (ბენეფიციარი ), მშობელმა , ან ბავშვის კანონიერმა წარმომადგენელმა განცხადებით უნდა მიმართოს კომისიას და წარუდგინოს ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაცია კატეგორიების მიხედვით : ა) ზემო აფხაზეთიდან დევნილი სოციალურად დაუცველი (არაუმეტეს 57000 სარეიტინგო ქულა) ოჯახებიდან ოთხ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის კვების პროდუქტების და ჰიგიენის საგნების შესყიდვის, ვაუჩერის წესით დაფინანსება – ერთი ვაუჩერი 310 (სამას ათი) ლარის ოდენობით მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნეს: ა.ა ) განმცხადებლის (ბენეფიციარის) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი); ა.ბ ) განმცხადებლის (ბენეფიციარის ) დევნილის მოწმობა ; ა.გ ) ბავშვის დაბადების მოწმობა (ასლი) ; ა.დ ) ბავშვის დევნილის მოწმობა (ასლი) ; ა.ე ) ბავშვის მეურვის ან მზრუნველის პირადობის მოწმობა (ასლი ); ა.ვ ) არსებობის შემთხვევაში – მეურვის ან მზრუნველის დევნილის მოწმობა (ასლი ); ა.ზ ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან სოციალურად დაუცველის ოჯახის სტატუსის და სარეიტინგო ქულების შესახებ, გაცემული არაუგვიანეს 14 სამუშაო დღისა წარმომადგენლობაში განცხადების წარდგენამდე ; ა.თ) არსებობის შემთხვევაში – ცნობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის - ბავშვის შესახებ; ა.ი) არსებობის შემთხვევაში – ცნობა მშობლის, როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის შესახებ; ა.კ) არსებობის შემთხვევაში – ომის ვეტერანის მოწმობის ასლი; ა.ლ) არსებობის შემთხვევაში – სამი ან მეტი არასრულწლოვანშვილიანი ოჯახის ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები; ა.მ) არსებობის შემთხვევაში – ცნობა მარტოხელა მშობლის სტატუსის შესახებ; ა.ნ) არსებობის შემთხვევაში – ცნობა ონკოლოგიური ან სხვა მძიმე დაავადების შესახებ (ფორმა №100). ბ ) ზემო აფხაზეთიდან დევნილი , ამჟამად უმუშევარი ან პენსიონერი პედაგოგებისთვის ერთჯერადი 250 ( ორას ორმოცდაათი ) ლარის დახმარების მიღების მიზნით წარმოდგენილი უნდა იქნეს: ბ.ა ) განმცხადებლის (ბენეფიციარის ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი ); ბ.ბ ) განმცხადებლის დევნილის მოწმობა (ასლი ); ბ.გ ) ცნობა – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ – შემოსავლების სამსახურიდან, იმის შესახებ, რომ, ცნობის წარდგენის თარიღამდე უკანასკნელი 6 (ექვსი) თვის განმავლობაში არ იყო ნებისმიერი სახით გადასახადის გადამხდელი; ბ.დ ) ცნობა ზემო აფხაზეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრიდან პედაგოგიური მოღვაწეობის შესახებ; ბ.ე) ცნობა საბანკო რეკვიზიტების შესახებ. 2. ერთჯერადი დახმარების მისაღებად განცხადებების მიღება წარმოებს წარმომადგენლობის იურიდიულ მისამართზე. განცხადებების რეგისტრაცია ხდება შესაბამის სარეგისტრაციო ჟურნალში, რომელშიც მითითებული უნდა იქნეს: განცხადების რიგითი ნომერი და შემოსვლის თარიღი, განმცხადებლის გვარი, სახელი და პირადი ნომერი, მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, დროებითი მისამართი, შესაბამისი კატეგორია, საკონტაქტო ტელეფონი. 3. ჟურნალი უნდა იყოს ტიპოგრაფიულად დაბეჭდილი, დანომრილი და ყდაში ჩასმული. 4. ამ წესის მე-3 მუხლში მითითებული დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ, იხსნება ერთჯერადი დახმარების მაძიებლის პირადი ბარათი, რომლის ნომერი უნდა ემთხვეოდეს განმცხადებლის სარეგისტრაციო ჟურნალში მითითებულ დახმარების მაძიებლის რიგით ნომერს და რომელშიც შეტანილ იქნება შემდეგი მონაცემები: ბარათის ნომერი, გვარი, სახელი, პირადი ნომერი, მუდმივი და დროებითი მისამართი, კატეგორია, საკონტაქტო ტელეფონი. პირად ბარათს თან დაერთვება განცხადება, წარმოდგენილი დოკუმენტაცია და იკვრება ერთ საქმედ. 5. დაუშვებელია ერთსა და იმავე, სოციალურად დაუცველ ოჯახზე (ამ წესის მიზნებისათვის ერთ ოჯახად ითვლება ერთსა და იმავე მისამართზე დევნილად დარეგისტრირებული ან სოციალურად დაუცველთა ერთიან მონაცემთა ბაზაში ერთსა და იმავე მისამართზე დაფიქსირებული წევრები) ორჯერ ან მეტჯერ ერთჯერადი დახმარების გაცემა. აღნიშნული წესიდან გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ოჯახის წევრთა დევნილად რეგისტრაციის მისამართსა და სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ბაზაში დაფიქსირებულ მისამართს შორის არის სხვაობა. აღნიშნულ შემთხვევაში საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს კომისია.
მუხლი 4. კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესი 1. კომისიას სამართლებრივი აქტით ქმნის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი . 2. კომისია შედგება კომისიის თავმჯდომარისაგან , რომელიც შეიძლება იმავდროულად იყოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი , კომისიის თავმჯდომარის მოადგილისა და არანაკლებ კომისიის 3 (სამი ) წევრისგან . კომისიის მდივნის ფუნქცია , კომისიის გადაწყვეტილებით , ეკისრება კომისიის ერთ -ერთ წევრს . 3. კომისია თავის უფლებამოსილებას ახორციელებს კომისიის სხდომებზე, რომლებიც იმართება თვეში ერთხელ მაინც. თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას კომისია ხელმძღვანელობს დამოუკიდებლობის, კანონიერების, სამართლიანობის, გამჭირვალობისა და მიუკერძოებლობის პრინციპებით . 4.კომისიას ხელმძღვანელობს და მის სხდომებს წარმართავს კომისიის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – კომისიის თავმჯდომარის მოადგილე . 5. კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის შემადგენლობის ნახევარზე მეტი . 6. გადაწყვეტილების მიღება ხდება კომისიის წევრთა ხმათა უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა . 7. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება კომისიის სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ: კომისიის თავმჯდომარე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე და კომისიის წევრები. 8. კომისიის თავმჯდომარე : ა) წარმართავს კომისიის მუშაობას; ბ) განსაზღვრავს კომისიის სხდომების დღის წესრიგს და უზრუნველყოფს სხდომაზე დღის წესრიგში შემავალი საკითხების განხილვას; გ) თავმჯდომარეობს კომისიის სხდომებს; დ) ზედამხედველობს კომისიის წევრების მიერ მოვალეობათა შესრულებას; ე) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს . 9. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შესაბამის მასალებთან ერთად წარედგინება წარმომადგენლობის ხელმძღვანელს , რომელიც იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას ბენეფიციართათვის თანხის გადარიცხვის შესახებ , შესაბამისად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას.
მუხლი 5. გადაწყვეტილების გასაჩივრება კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 6. აფხაზეთიდან დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გაცემის წესში ცვლილებების შეტანა წესში ცვლილებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები