დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01-რს |
| დოკუმენტის მიმღები | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო |
| მიღების თარიღი | 17/01/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/01/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/03/2025 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/03/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240010.30.060.016092 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1.
„ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ნაწილი I, №60, 03.11.2010 წ., მუხლი 376, გვ.1-10) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
|
1. კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტის პროექტი (გარდა უმაღლესი საბჭოს ნორმატიული აქტების პროექტებისა და აფხაზეთის მთავრობის აპარატის მიერ შემუშავებული აფხაზეთის მთავრობის ნორმატიული აქტების პროექტებისა) სამართლებრივი დასკვნისათვის გადაეცემა იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატს.“. 2. კანონის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტის პროექტზე (გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისებისა) დასკვნას საქართველოსა და აფხაზეთის კანონმდებლობასთან მისი შესაბამისობის თაობაზე იძლევა ნორმატიული აქტის პროექტის მისთვის გადაცემიდან 10 დღის ვადაში.“. 3. კანონის 231 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5.„საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოსაქვეყნებლად წარდგენილ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიულ აქტს (გარდა ამ კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისებისა) თან უნდა ერთოდეს იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის მიერ გაცემული დადებითი დასკვნა.“. 4. კანონის 231 მუხლის მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 5. კანონის 232 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა)გამოსაქვეყნებლად წარმოდგენილ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიულ აქტს (გარდა ამ კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისებისა), თან არ ახლავს იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის მიერ გაცემული დადებითი დასკვნა ან/და გამოსაქვეყნებლად წარმოდგენილი ნორმატიული აქტის შინაარსი არ შეესაბამება მისი პროექტის შინაარსს, რომელზედაც იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატმა გასცა დადებითი დასკვნა ან ამ კანონის მე-17 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ გამოსაქვეყნებლად წარმოდგენილ ნორმატიულ აქტს არ ახლავს იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის მიერ გაცემული ხელახალი დადებითი დასკვნა.“. |
| მუხლი 2 |
ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 მარტიდან
|
17 იანვარი 2025 წ. ქ. თბილისი N01-რს |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები