დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 03-ს |
| დოკუმენტის მიმღები | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო |
| მიღების თარიღი | 07/02/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/02/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240010.30.060.016094 |
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1.
„ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ნაწილი I, №60, 03.11.2010 წ., მუხლი 376, გვ.1-10) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
|
1. კანონის მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 17. ნორმატიული აქტის პროექტის სამართლებრივი ექსპერტიზა 1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტის პროექტი (გარდა უმაღლესი საბჭოს ნორმატიული აქტების პროექტებისა და აფხაზეთის მთავრობის აპარატის მიერ შემუშავებული აფხაზეთის მთავრობის ნორმატიული აქტების პროექტებისა) სამართლებრივი დასკვნისათვის გადაეცემა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს (შემდეგში –იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტრო). 2. ნორმატიული აქტის პროექტი უნდა გაეგზავნოს იმ ადმინისტრაციულ ორგანოებს, რომელთა უფლებამოსილებასაც განეკუთვნება ამ ნორმატიული აქტით ან მისი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგება. აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ ზემდგომი ნორმატიული აქტი ითვალისწინებს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დასკვნის წარდგენის ვალდებულებას, ასევე მის შეთანხმებას სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან. 3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის პროექტი იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროში შესაძლებელია წარდგენილ იქნეს მხოლოდ ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ ადმინისტრაციულ ორგანოებთან შეთანხმების შემდეგ. 4. იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტრო უფლებამოსილია მის მიერ სამართლებრივი დასკვნის გაცემამდე მოითხოვოს ნორმატიული აქტის პროექტზე შესაბამისი დარგის საზოგადოებრივი ექსპერტის დასკვნა. 5.იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტრო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტის პროექტზე (გარდა ამ კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისებისა) დასკვნას საქართველოსა და აფხაზეთის კანონმდებლობასთან მისი შესაბამისობის თაობაზე იძლევა ნორმატიული აქტის პროექტის მისთვის გადაცემიდან 10 დღის ვადაში. 6. იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს დასაბუთებული უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში უზრუნველყოფილი უნდა იქნეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტის პროექტის შესაბამისობა საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობასთან, რის შემდეგაც იგი საჭიროებს იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს ხელახალ სამართლებრივ დასკვნას. იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს ხელახალ სამართლებრივ დასკვნას საჭიროებს ასევე ის ნორმატიული აქტი, რომელიც გამოსაქვეყნებლად წარმოდგენილია იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს სამართლებრივი დასკვნის გაცემიდან 30 (ოცდაათი) დღის შემდეგ. 7. იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს სამართლებრივი დასკვნა არ არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და მის მიმართ არ გამოიყენება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოება. 8. ნორმატიული აქტის პროექტის სამართლებრივი ექსპერტიზის დროს, მატერიალური დოკუმენტის გარდა, შესაძლებელია, აგრეთვე, ელექტრონული დოკუმენტის გამოყენება.“. 2. კანონის 22-ე მუხლის მე-81 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8 1. თუ იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროსათვის ცნობილი გახდა ამ მუხლის მე-8 პუნქტში აღნიშნული გარემოებანი, იგი ვალდებულია მიმართოს ნორმატიული აქტის მიმღებ (გამომცემ) ორგანოს (თანამდებობის პირს) ან ნორმატიული აქტის გაუქმების (შეჩერების) უფლებამოსილების მქონე ორგანოს (თანამდებობის პირს) ან/და საერთო სასამართლოს ნორმატიული აქტის გაუქმების (შეჩერების) მოთხოვნით. ამ პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებისას საერთო სასამართლოსთვის მიმართვის შემთხვევაში იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტრო წარმოადგენს აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკას.“. 3. კანონის 231 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტი (გარდა უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული ნორმატიული აქტისა), მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მიღებიდან (ხელმოწერიდან) არაუგვიანეს 2 (ორი) დღისა, გამოქვეყნების უზრუნველსაყოფად უნდა გადაეცეს/გადაეგზავნოს იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს, რომელიც მისთვის დოკუმენტის გადაცემიდან არაუგვიანეს 3 (სამი) დღისა, გამოსაქვეყნებლად წარუდგენს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს.“. 4. კანონის 231 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5.„საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოსაქვეყნებლად წარდგენილ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიულ აქტს (გარდა ამ კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისებისა) თან უნდა ერთოდეს იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს მიერ გაცემული დადებითი დასკვნა.“. 5. კანონის 231 მუხლის მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 6. კანონის 232 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა)გამოსაქვეყნებლად წარმოდგენილ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიულ აქტს (გარდა ამ კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისებისა), თან არ ახლავს იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს მიერ გაცემული დადებითი დასკვნა ან/და გამოსაქვეყნებლად წარმოდგენილი ნორმატიული აქტის შინაარსი არ შეესაბამება მისი პროექტის შინაარსს, რომელზედაც იუსტიციის, შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტრომ გასცა დადებითი დასკვნა ან ამ კანონის მე-17 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ გამოსაქვეყნებლად წარმოდგენილ ნორმატიულ აქტს არ ახლავს იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს მიერ გაცემული ხელახალი დადებითი დასკვნა.“. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის 17 იანვრის №01-რს კანონი.
|
| მუხლი 3 |
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის მე-2 მუხლისა, ამოქმედდეს 2025 წლის 14 მარტიდან.
2. ამ კანონის მე-2 მუხლი ამოქმედდეს 2025 წლის 1 მარტიდან. |
7 თებერვალი 2025 წ. ქ. თბილისი N03-ს |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები