სამინისტროს სისტემაში შემავალი სამედიცინო და სხვა დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

სამინისტროს სისტემაში შემავალი სამედიცინო და სხვა დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 467
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/12/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2024
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2025
სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.024862
467
30/12/2024
ვებგვერდი, 30/12/2024
470230000.10.003.024862
სამინისტროს სისტემაში შემავალი სამედიცინო და სხვა დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №467

2024 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

სამინისტროს სისტემაში შემავალ სამედიცინო და სხვა დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლისა და 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „სამინისტროს სისტემაში შემავალ სამედიცინო და სხვა დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამა“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის პირველი იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე



სამინისტროს სისტემაში შემავალ სამედიცინო და სხვა დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამა

მუხლი 1. პროგრამის მიზანი

სამინისტროს სისტემაში შემავალ სამედიცინო და სხვა დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამის (შემდგომში – პროგრამა) მიზანია სამედიცინო და სხვა დაწესებულებათა მშენებლობა, რეაბილიტაცია, აღჭურვა და ფუნქციონირების ხელშეწყობა.

მუხლი 2. პროგრამის კომპონენტები

პროგრამის კომპონენტებია:

ა) სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ფუნქციონირებისათვის:

ა.ა) საპროექტო/სამშენებლო/სარემონტო სამუშაოები;

ა.ბ) აღჭურვა;

ბ) სს „ინფექციური პათოლოგიის შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის“ ფუნქციონირების უწყვეტობის ხელშეწყობა;

გ) ა(ა)იპ − საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის მართვაში არსებული სამედიცინო დაწესებულებების:

გ.ა) საპროექტო/სამშენებლო/სარემონტო სამუშაოები;

გ.ბ) აღჭურვა;

დ) პროგრამის ადმინისტრირება;

ე) მიუსაფართა დროებითი თავშესაფრების, ფსიქიატრიული და ადიქტოლოგიური სერვისების მიმწოდებელი დაწესებულებების:

ე.ა) საპროექტო/სამშენებლო/სარემონტო სამუშაოები;

ე.ბ) აღჭურვა;

ვ) სს „საჩხერის რაიონული საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანების“ ფუნქციონირებისათვის:

ვ.ა) საპროექტო/სამშენებლო/სარემონტო სამუშაოები;

ვ.ბ) აღჭურვა;

ზ) შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ პროექტირება/მშენებლობა.

მუხლი 3. პროგრამის განხორციელების მეთოდოლოგია 

ამ პროგრამის მე-2 მუხლის „ა“, „ბ“, „გ“, „ე“, „ვ“, „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესყიდვები განხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

მუხლი 4. პროგრამის განხორციელება 

1. ამ პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება ხორციელდება „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის „სამინისტროს სისტემაში შემავალი სამედიცინო და სხვა დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ (პროგრამული კოდი: 27 04) პროგრამით გათვალისწინებული ასიგნების ფარგლებში.

2. პროგრამის მე-2 მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების განმახორციელებელია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატი.

მუხლი 5. პროგრამის ბიუჯეტი 

პროგრამის ბიუჯეტი, კომპონენტების მიხედვით, განისაზღვროს 60 000.0 ათასი ლარით:

 

 

პროგრამის კომპონენტები

ღირებულება (ათასი ლარი)

1

სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ფუნქციონირებისათვის:

6,000.0

 

1.1 საპროექტო/სამშენებლო/სარემონტო სამუშაოები

4,500.0

 

1.2 აღჭურვა 

1,500.0

2

სს „ინფექციური პათოლოგიის შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის“  ფუნქციონირების უწყვეტობის ხელშეწყობა

1,000.0

3

ა(ა)იპ − საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის მართვაში არსებული სამედიცინო დაწესებულებების:

22,000.0

 

3.1.საპროექტო/სამშენებლო/სარემონტო სამუშაოები

5,000.0

 

3.2 აღჭურვა

17,000.0

4

პროგრამის ადმინისტრირება

500.0

5

მიუსაფართა დროებითი თავშესაფრების, ფსიქიატრიული და ადიქტოლოგიური სერვისების მიმწოდებელი დაწესებულებების:

6,500.0

 

5.1.საპროექტო/სამშენებლო/სარემონტო სამუშაოები

6,000.0

 

5.2.აღჭურვა

500.0

6

სს „საჩხერის რაიონული საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანების“ ფუნქციონირებისათვის:

4,000.0

 

6.1.საპროექტო/სამშენებლო/სარემონტო სამუშაოები

1,200.0

 

6.2.აღჭურვა

2,800.0

7

შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ პროექტირება/მშენებლობა.

20,000.0

 

სულ: 

60,000.0