„2025 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში პროფესიული განვითარების, განათლების ხელშეწყობის და ადგილობრივი სათემო ორგანიზაციების სოციალური ინიციატივების მხარდაჭერის მუნიციპალური პროგრამის“ დამტკიცების შესახებ

„2025 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში პროფესიული განვითარების, განათლების ხელშეწყობის და ადგილობრივი სათემო ორგანიზაციების სოციალური ინიციატივების მხარდაჭერის მუნიციპალური პროგრამის“ დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 442
დოკუმენტის მიმღები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/12/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2024
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.157.016546
442
27/12/2024
ვებგვერდი, 30/12/2024
010250020.35.157.016546
„2025 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში პროფესიული განვითარების, განათლების ხელშეწყობის და ადგილობრივი სათემო ორგანიზაციების სოციალური ინიციატივების მხარდაჭერის მუნიციპალური პროგრამის“ დამტკიცების შესახებ
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №442

2024 წლის 27 დეკემბერი

ქ. თეთრიწყარო

„2025 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში პროფესიული განვითარების, განათლების ხელშეწყობის და ადგილობრივი სათემო ორგანიზაციების სოციალური ინიციატივების მხარდაჭერის მუნიციპალური პროგრამის“ დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, ამავე კოდექსის 24-ე მუხლის  მეორე პუნქტისა  და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს  „2025 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში პროფესიული განვითარების, განათლების ხელშეწყობის და ადგილობრივი სათემო ორგანიზაციების სოციალური ინიციატივების მხარდაჭერის მუნიციპალური პროგრამა“ დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს „2024 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში პროფესიული განვითარების, განათლების ხელშეწყობის და ადგილობრივი სათემო ჯგუფების/ორგანიზაციების სოციალური ინიციატივების მხარდაჭერის მუნიციპალური პროგრამის“ დამტკიცების შესახებ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის  საკრებულოს 2023 წლის 29 დეკემბრის №406 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 30.12.2023 წ, სარეგ, კოდი 010250020.35.157.016510).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2025  წლის 1 იანვრიდან.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოჩა თედორაძე



დანართი
2025 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში პროფესიული განვითარების, განათლების ხელშეწყობის და ადგილობრივი სათემო ორგანიზაციების სოციალური ინიციატივების მხარდაჭერის მუნიციპალური პროგრამა

თავი I

ზოგადი დებულებები

მუხლი 1. პროგრამის რეგულირების სფერო 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედ საჯარო სკოლებში რეგისტრირებულ მოსწავლეთა, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ სტუდენტთა და სხვადასხვა სფეროში მოღვაწე მოქალაქეთა სტიმულირების, მოქალაქეთა მონაწილეობის ინსტრუმენტების და მექანიზმების, გამჭვირვალე საინფორმაციო და ანგარიშვალდებულების სისტემების ჩამოაყალიბების ხელშეწყობის, ასევე თემების და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერების და სტიმულირების, თემში მოხალისეობრივი საქმიანობის წახალისების, სამოქალაქო საზოგადოების, მათ შორის ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, წინამდებარე პროგრამა აწესრიგებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის მე-16 მუხლით, „კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი“, 05.03.01 პროგრამული კოდით გათვალისწინებულ მხარდაჭერა/წახალისებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს პროფესიული განვითარების, განათლების ხელშეწყობის და ადგილობრივი სათემო ორგანიზაციების სოციალური ინიციატივების მხარდაჭერა/ხელშეწყობის დანიშვნასა და გაცემაზე უფლებამოსილ უწყებას, ადგენს სტიმულირება/მხარდაჭერის სახეებს, მათი დანიშვნისა და გაცემის ძირითად სახელმძღვანელო პრინციპებს. 

მხარდაჭერის გაცემის აუცილებელი პირობაა მოქალაქე/ორგანიზაცია რეგისტრირებული იყოს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, გამონაკლისს წარმოადგენენ: ა) მოსწავლეები, რომელთათვისაც საკმარისი პირობაა რეგისტრირდებოდეს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედ საჯარო სკოლაში, ბ) ბასილ მელიქიშვილის სახელობის ლიტერატურულ კონკურსში გამარჯვებული, რომლისთვისაც საკმარისი პირობაა რეგისტრირდებოდეს საქართველოს მოქალაქედ, გ) აბიტურიენტები, რომლებიც საუკეთესო შედეგებით ჩაირიცხნენ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი და მეორე საფეხურის უმაღლეს საგანამანათლებლო პროგრამებზე, რომელთათვისაც საკმარისია ჰქონდეს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრაცია ან/და რეგისტრირებული იყოს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მოქმედ საჯარო სკოლაში. 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის გარკვეული ფენისათვის და მუნიციპალიტეტში მოქმედი საინიციატივო ჯგუფების ან ორგანიზაციებისთვის მხარდაჭერის გასაცემად საკითხების წინასწარი მომზადების, განხილვის, გადაწყვეტილებათა მომზადებისა და შესრულებისათვის ხელის შეწყობის მიზნით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, არანაკლებ 5 (ხუთი) კაცის შემადგენლობით იქმნება პროფესიული განვითარების, განათლების ხელშეწყობის და ადგილობრივი სათემო ორგანიზაციების სოციალური ინიციატივების მხარდამჭერი მუდმივმოქმედი კომისია (შემდგომ „კომისია“), რომელიც წარმოადგენს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის მუდმივმოქმედ კოლეგიურ ორგანოს. კომისიის უფლებამოსილება, სტრუქტურა და კომისიის წევრთა უფლება-მოვალეობები, აგრეთვე კომისიის მუშაობის წესი რეგულირდება „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის პროფესიული განვითარების, განათლების ხელშეწყობის და ადგილობრივი სათემო ორგანიზაციების სოციალური ინიციატივების მხარდამჭერი მუდმივმოქმედი კომისიის დებულებით“, რომელსაც ამტკიცებს მუნიციპალიტეტის მერი. 

წინამდებარე პროგრამა აწესრიგებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში პროფესიული განათლების პოპულარიზაციის, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე და წარმატებულ მოქალაქეთა სტიმულირების,   მოსწავლეთა და სტუდენტთა წახალისების, ასევე მოქალაქეთა მონაწილეობის გამჭვირვალე საინფორმაციო და ანგარიშვალდებულების სისტემების, ინსტრუმენტების და მექანიზმების, ჩამოაყალიბების ხელშეწყობას, ასევე თემების და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერებასა და სტიმულირებას, თემში მოხალისეობრივი საქმიანობის წახალისებას, სამოქალაქო საზოგადოების, მათ შორის, ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობას. 

თავი II

პროფესიული განვითარების, განათლების ხელშეწყობის და ადგილობრივი სათემო ორგანიზაციების სოციალური ინიციატივების მხარდაჭერის სახეები

მუხლი 2. პროფესიული განვითარების, განათლების ხელშეწყობის და ადგილობრივი სათემო ორგანიზაციების სოციალური ინიციატივების მხარდაჭერის სახეები 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროფესიული განვითარების, განათლების ხელშეწყობისა და ადგილობრივი სათემო ორგანიზაციების სოციალური ინიციატივების ხელშეწყობა/მხარდაჭერის სახეებია: 

ა) ფულადი მხარდაჭერა; 

ბ) სოციალური ინიციატივების თანამონაწილეობითი მხარდაჭერა. 

მუხლი 3. ფულადი მხარდაჭერის სახეები 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულია შემდეგი სახის ფულადი მხარდაჭერა: 

ა) ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია (მოსწავლეებისთვის, აბიტურიენტებისთვის, მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის, სტუდენტებისთვის); 

ბ) აკრედიტებული პროფესიული სასწავლებლების სტუდენტთა ხელშეწყობა; 

გ) პროფესიული წარმატება/აღიარების მქონე მოქალაქეთა წახალისება; 

დ) ბასილ მელიქიშვილის სახლეობის ლიტერატურული პრემია; 

ე) ხელოვნების დარგში მოღვაწე (არქიტექტურა, გრაფიკა, დეკორატიული ხელოვნება, თეატრი, კინოხელოვნება, ლიტერატურა, მუსიკა, სკულპტურა, ფერწერა, ქორეოგრაფია, ფოტოგრაფია და სხვ.) მოქალაქეების/ჯგუფების მხარდაჭერა საქმიანობის ხელშეწყობა/განვითარების მიზნით; 

ვ) მიზნობრივი პროგრამების განხორციელებისთვის, სპეციალისტების მომზადების დაფინანსება;

ზ) ადგილობრივი სათემო ორგანიზაციების სოციალური ინიციატივების თანამონაწილეობითი მხარდაჭერა.

მუხლი 4. სოციალური ინიციატივების თანამონაწილეობითი მხარდაჭერა

1. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის მერია თანადაფინანსების ფორმით განახორციელებს ადგილობრივი არაკომერციული სათემო ორგანიზაციების სოციალური ინიციატივების მხარდაჭერას ორი ძირითადი მიზნის მისაღწევად: 

ა) მოქალაქეთა მონაწილეობის ინსტრუმენტების და მექანიზმების, ასევე გამჭვირვალე საინფორმაციო და ანგარიშვალდებულების სისტემების ჩამოყალიბების ხელშეწყობა; 

ბ) თემების და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერება და სტიმულირება თემში სერვისებზე ხელმიუწვდომლობის აღმოფხვრის, ასევე მოხალისეობრივი საქმიანობის გაძლერების, სამოქალაქო საზოგადოების, მათ შორის ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობის მიზნით. 

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მიერ გათვალისწინებულია სოციალური ინიციატივების თანამონაწილეობითი მხარდაჭერა ფულადი სახით.    

თავი III

ერთჯერადი ფულადი მხარდაჭერა/წახალისების კატეგორიები და საჭირო დოკუმენტაცია

მუხლი 5. ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია მოსწავლეთათვის 

1. ქვეპროგრამა ითვალისწინებს ვაჟა-ფშაველას სახელობის ერთჯერადი პრემიის გაცემას, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ან/და ამავე მუნიციპალიტეტში მოქმედ საჯარო და კერძო სკოლებში რეგისტრირებულ  მოსწავლეებზე, რომელთაც:

ა) სახელმწიფო და საერთაშორისო მნიშვნელობის კულტურულ-საგანმანათლებლო, სამეცნიერო თუ ინოვაციურობაზე ორიენტირებულ კონკურსებში, მიმდინარე სასაწავლო ან კალენდარული წლის განმავლობაში, მიაღწიეს წარმატებას მინიმუმ მუნიციპალიტეტის დონეზე და მოიპოვეს საპრიზო (I, II, III) ადგილი. 

ბ) მუნიციპალიტეტში მოქმედ საჯარო და კერძო სკოლებში რეგისტრირებულ  მოსწავლეებზე, რომელთაც სკოლა ოქროს ან/და ვერცხლის მედალზე დაასრულეს.

2. კონკურსებში გამარჯვებულ მოსწავლეებზე ვაჟა-ფშაველას სახელობის ერთჯერადი პრემიის გაცემა მოხდება მიღწეული წარმატების დამადასტურებელი დოკუმენტის და საჯარო სკოლის ოფიციალური წერილის, ხოლო მედალოსანი მოსწავლეების შემთხვევაში საგანმანათლებლო რესურსცენტრის წერილის საფუძველზე. 

3. ვაჟა-ფშაველას სახელობის ერთჯერადი პრემია კონკურსებში გამარჯვებულ მოსწავლეთათვის შეადგენს 200 (ორასი) ლარს, ოქროს მედალოსანი მოსწავლეებისთვის - 400 (ოთხასი) ლარს, ხოლო ვერცხლის მედალოსანი მოსწავლეებისთვის - 300 (სამასი) ლარს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით. 

4. კონკურსში გამარჯვებულმა მოსწავლემ/მოსწავლის კანონიერმა წარმომადგენელმა, როგორც განმცხადებელმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: 

ა) განცხადება მერის სახელზე; 

ბ) პირადობის მოწმობის ასლი; 

გ) კონკურსში გამარჯვებული მოსწავლის პირადობის ან დაბადების მოწმობის ასლი; 

დ) საჯარო სკოლის ოფიციალური წერილი, რომელიც ადასტურებს მოსწავლის კონკურსში წარმატებით მონაწილეობას;

ე) მიმდინარე სასწავლო ან კალენდარული წლის განმავლობაში მიღწეული წარმატების დამადასტურებელი დოკუმენტი, გაცემული კონკურსის ორგანიზატორის მიერ;

ვ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი; 

ზ) ნათესაური კავშირის/კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი რაიმე სახის დოკუმენტი/დოკუმენტები. 

5. პირის ოჯახის წევრად შეიძლება ჩაითვალოს მშობელი, სრულწლოვანი და/ძმა, ბებია/პაპა, კანონიერი წარმომადგენელი.

6. ოქროს და ვერცხლის მედალოსანი მოსწავლეების დაჯილდოებისთვის, მუნიციპალიტეტის მერიას წერილობით უნდა მიმართოს საგანმანათლებლო რესურსცენტრმა და წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) წერილი მერის სახელზე, თანდართული სიით, რომელშიც მითითებულია ინფორმაცია საჯარო სკოლისა და მედლის სინჯის შესახებ;

ბ) მედალოსან მოსწავლეთა პირადობის მოწმობის ასლები;

გ) მედალოსან მოსწავლეთა საბანკო რეკვიზიტები.

მუხლი 6. ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია წარმატებით ჩარიცხული აბიტურიენტებისა და მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის 

1. ქვეპროგრამა ითვალისწინებს ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის გაცემას, ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი და მეორე საფეხურის უმაღლეს საგანამანათლებლო პროგრამებზე, 2025 წლის ერთიან ეროვნული გამოცდების ფარგლებში, საუკეთესო შედეგებით ჩარიცხული იმ აბიტურიენტების დაფინანსებას, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ან თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მოქმედ საჯარო სკოლებში, ჩააბარეს უმაღლეს საგანმანათლებო დაწესებულებაში და მიიღეს სახელმწიფო დაფინანსება, ასევე იმ მაგისტრანტობის კანდიდატების, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ჩააბარეს უმაღლეს საგანმანათლებო დაწესებულებაში და მიიღეს სახელმწიფო დაფინანსება. 

2. ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია 100%-იანი გრანტით ჩარიცხულ აბიტურიენტებზე ერთჯერადად შეადგენს 1 000 ლარს, 70%-იანი გრანტით ჩარიცხულ აბიტურიენტებზე – 700 ლარს, 50%-იანი გრანტით ჩარიცხულ აბიტურიენტებზე – 500 (ხუთასი) ლარს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით. 

3. პრემიის მისაღებად აბიტურიენტმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: 

ა) განცხადება მერის სახელზე; 

ბ) პირადობის მოწმობის ასლი; 

გ) წარმატებით ჩარიცხული აბიტურიენტის პირადობის ან დაბადების მოწმობის ასლი; დ) ცნობა სახელმწიფო გრანტის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან; 

ე) მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის დამადასტურებელი ან/და  თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მოქმედ საჯარო სკოლაში რეგისტრაციის ცნობა; 

ვ) ნათესაური კავშირის/კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი რაიმე სახის დოკუმენტი/დოკუმენტები; 

ზ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტები. 

4. პირის ოჯახის წევრად შეიძლება ჩაითვალოს მშობელი, სრულწლოვანი და/ძმა, ბებია/პაპა, კანონიერი წარმომადგენელი. 

მუხლი 7. ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია სტუდენტთათვის 

1. ქვეპროგრამა ითვალისწინებს ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის გაცემას, ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი და მეორე საფეხურის უმაღლეს საგანამანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ იმ საუკეთესო შედეგების მქონე 60 სტუდენტზე (სემესტრის ფარგლებში 30 სტუდენტი), რომლებიც რეგისტრირებულნი არიან თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მიღებული აქვთ დადებითი შეფასება (A)-ფრიადი (90 ქულა და მეტი) იმავე საფეხურის წინა სემესტრის საშუალო აკადემიური მოსწრების დოკუმენტის თანახმად. ამასთან, სასურველია კონკურსში მონაწილე სტუდენტს მაღალ აკადემიურ მოსწრებასთან ერთად, მონაწილეობა ჰქონდეს მიღებული სხვადასხვა აქტივობებში, სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციებში, გაცვლით პროგრამებსა თუ სხვა კვლევით ან/და საგანმანათლებლო პროექტებში. ასეთ სტუდენტებს მიენიჭებათ უპირატესობა სხვა კონკურსანტებთან შედარებით. 

2. სტუდენტთა შერჩევა ხორციელდება კონკურსის წესით. 

3. კონკურსანტთა თანაბარი ქულების შემთხვევაში შეფასება ხორციელდება ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით. 

4. ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია სემესტრში შეადგენს 500 ლარს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით. 

5. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: 

ა) განცხადება მერის სახლზე; 

ბ) პირადობის მოწმობის ასლი; 

გ) ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლის მიერ გაცემული ცნობა სტუდენტის ჩარიცხვის თარიღის, ფაკულტეტის, სპეციალობისა და კურსის მითითებით; 

დ) ცნობა შესაბამისი უმაღლესი სასწავლებლიდან სტუდენტის წინა სემესტრის შედეგების შესახებ; 

ე) სერთიფიკატის ასლი სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციებში, გაცვლით პროგრამებსა და სხვა კვლევით-საგანმანათლებლო პროექტებში მონაწილეობის შესახებ, მიმდინარე სასწავლო ან კალენდარული წლის განმავლობაში; 

ვ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი. 

მუხლი 8. აკრედიტებული პროფესიული სასწავლებლების სტუდენტთა ხელშეწყობა

 1. ქვეპროგრამა ითვალისწინებს ერთჯერადი ფულადი მხარდაჭერის გაცემას აკრედიტებულ პროფესიულ სასწავლებლებში, 2024-2025 სასწავლო ან 2025 კალენდარული წლის განმავლობაში, პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტებზე, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და განეკუთვნებიან შემდეგი კატეგორიებიდან ერთ-ერთს მაინც, კერძოდ: 

ა) არის სოციალურად დაუცველი ოჯახიდან და ოჯახს მინიჭებული აქვს 0-დან 120 000-ის ფარგლებში სარეიტინგო ქულა; 

ბ) არის დედ-მამით ან დედით ან მამით ობოლი; 

გ) არის მრავალშვილიანი ოჯახიდან (4 და მეტი შვილი); 

დ) არის ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის შვილი; 

ე) არის მარტოხელა მშობლის სტატუსის მატარებელი ან მისი შვილი; 

ვ) რეგისტრირებულია თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და ჩარიცხულია/სწავლობს შემდეგ პროფესიულ მიმართულებებზე: ვეტერინარი, ელექტრიკოსი, შემდუღებელი, მძიმე ტექნიკის ოპერატორი, ფერმერი, ფარმაცია, საექთნო საქმე, გიდი, მშენებლობის წარმოება, რძის პროდუქტების წარმოება, სატყეო საქმე;

ზ) არის ოჯახში ძალადობის ან/და ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლი.

2. ფულადი მხარდაჭერა პროფესიული პროგრამის სტუდენტზე, სასწავლო წლის განმავლობაში ერთჯერადად, შეადგენს 500 (ხუთასი) ლარს.

3. ფულადი მხარდაჭერის მისაღებად სტუდენტმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: 

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი; 

გ) ავტორიზებული პროფესიული სასწავლებლის მიერ გაცემული ცნობა სტუდენტის ჩარიცხვის თარიღის და სპეციალობის მითითებით; 

დ) სოციალურად დაუცველის სტატუსის ქონის შემთხვევაში - ცნობა ან ამონაწერი სოციალურად დაუცველთა ერთიან მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის თაობაზე; 

ე) ობლობის შემთხვევაში - მშობლის გარდაცვალების მოწმობის ასლი; 

ვ) მრავალშვილიანი ოჯახის წევრობის შემთხვევაში -  დაბადების მოწმობის ასლები;  ზ) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის შვილის შემთხვევაში - ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობის ასლი; 

თ) მარტოხელა მშობლის ან მისი შვილის შემთხვევაში - შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი და დაბადების მოწმობა;  

ი) ოჯახში ძალადობის ან/და ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლის შემთხვევაში - შესაბამისი სამართლებრივი ან სასამართლო ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტის, ან სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა ბოლო 6 თვის განმავლობაში აღნიშნული სააგენტოს სერვისით (თავშესაფრით, კრიზისული ცენტრით, უფასო იურიდიული და ფსიქოლოგიური მხარდაჭერით) სარგებლობის შესახებ;

კ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი. 

მუხლი 9. პროფესიული წარმატება/აღიარების მქონე მოქალაქეთა წახალისება 

1. ქვეპროგრამა ითვალისწინებს ერთჯერადი ფულადი მხარდაჭერის გაცემას, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეებზე, რომლებმაც თავიანთ პროფესიულ საქმიანობაში 2025 კალენდარული წლის განმავლობაში, მიაღწიეს წარმატებას და მოიპოვეს სახელმწიფო ან/და საერთაშორისო აღიარება. 

2. ფულადი მხარდაჭერა  წარმატებულ მოქალაქეზე შეადგენს ერთჯერადად 500 (ხუთასი) ლარს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით. 

3. პროფესიული წარმატების მქონე მოქალაქეებზე ფულადი მხარდაჭერის გაცემა მოხდება მიღწეული წარმატების დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე. 

4. განმცხადებელმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: 

ა) განცხადება მერის სახელზე; 

ბ) პირადობის მოწმობის ასლი; 

გ) წარმატების დამადასტურებელი დოკუმენტი, გაცემული შესაბამისი ორგანიზაციის მიერ; 

დ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი. 

მუხლი 10. ბასილ მელიქიშვილის სახელობის ლიტერატურული პრემია 

1. ქვეპროგრამა ითვალისწინებს ერთჯერადი ფულადი ჯილდოს გაცემას საქართველოში რეგისტრირებულ მოქალაქეზე, რომელიც პროგრამის მოქმედების პერიოდში მოიპოვებს გამარჯვებას ბასილ მელიქიშვილის სახელობის ლიტერატურულ კონკურსში. 

2. ფულადი მხარდაჭერა კონკურსის გამარჯვებულზე შეადგენს ერთჯერადად 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით. 

3. პროფესიული წარმატების მქონე მოქალაქეებზე ფულადი მხარდაჭერის გაცემა მოხდება მიღწეული წარმატების დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე. 

4. ანგარიშსწორების მიზნით თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში საჭიროა წარმოდგენილი იქნეს კონკურსში გამარჯვებული პირის შესახებ შემდეგი დოკუმენტაცია: 

ა) განცხადება მერის სახელზე; 

ბ) პირადობის მოწმობის ასლი; 

გ) წარმატების დამადასტურებელი დოკუმენტი, გაცემული კონკურსის ორგანიზატორის მიერ; 

დ) საბანკო რეკვიზიტები. 

მუხლი 11. ხელოვნების დარგში მოღვაწე (არქიტექტურა, გრაფიკა, დეკორატიული ხელოვნება, თეატრი, კინოხელოვნება, ლიტერატურა, მუსიკა, სკულპტურა, ფერწერა, ქორეოგრაფია, ფოტოგრაფია და სხვ.) მოქალაქეების/ჯგუფების მხარდაჭერა საქმიანობის ხელშეწყობა/განვითარების მიზნით 

1. ქვეპროგრამა ითვალისწინებს საქმიანობის ხელშეწყობა/განვითარების მიზნით, ერთჯერადი ფულადი მხარდაჭერის გაცემას, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ხელოვნების დარგში მოღვაწე  მოქალაქეებზე და შემოქმედებით ჯგუფების ხელმძღვანელებზე, რომლებსაც აქვთ მოპოვებული აღიარება ან/და წარმატება მინიმუმ ეროვნულ დონეზე, საქმიანობის ფარგლებში. 

2. ფულადი მხარდაჭერა ხელოვნების დარგში მოღვაწე მოქალაქეზე შეადგენს 1000 (ერთი ათასი) ლარს, ხოლო შემოქმედებით ჯგუფის შემთხვევაში, ჯგუფის ხელმძღვანელზე 1500 (ერთი ათას ხუთასი) ლარს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით. 

3. ხელოვნების დარგში მოღვაწე მოქალაქემ ფულადი მხარდაჭერის მიღების მიზნით თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: 

ა) განცხადება მერის სახელზე; 

ბ) პირადობის მოწმობის ასლი; 

გ) საქმიანობის ფარგლებში, მინიმუმ ეროვნულ დონეზე აღიარების ან/და წარმატების დამადასტურებელი დოკუმენტი, გაცემული შესაბამისი ინსტიტუტის მიერ; 

დ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტ(ებ)ი; 

ე) CV/რეზიუმე. 

მუხლი 12. მიზნობრივი პროგრამების განხორციელებისთვის სპეციალისტების მომზადების დაფინანსება 

აღნიშნული მუხლი გულისხმობს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის დაქვემდებარებაში მოქმედ იურიდიულ პირებში სხვადასხვა სახის მიზნობრივი პროგრამების (მაგალითად: ადრეული ჩარევის პროგრამა და სხვ.) განხორციელების მიზნით, დადგენილი წესის შესაბამისად, წინასწარ შერჩეული არანაკლებ 2 სპეციალისტის გადამზადების დაფინანსებას.

თავი IV

სოციალური ინიციატივების თანამონაწილეობითი მხარდაჭერის კატეგორიები და საჭირო დოკუმენტაცია

მუხლი 13. სოციალური ინიციატივების თანამონაწილეობითი მხარდაჭერა

1. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის მერია თანადაფინანსების (მუნიციპალიტეტის ფინანსური თანამონაწილეობით) ფორმით განახორციელებს ადგილობრივი, არაკომერციული მიზნებით შექმნილი სათემო ორგანიზაციების იმ სოციალური ინიციატივების მხარდაჭერას, რომლებიც გულისხმობს თემში მოხალისეობრივი საქმიანობის გაძლერებას, სამოქალაქო საზოგადოების, მათ შორის ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობას. 

2. პროგრამით სარგებლობა (განაცხადების მიღება) შესაძლებელი იქნება მთელი წლის განმავლობაში. 

3. სოციალურ ინიციატივებს განიხილავს შესაბამისი კომისია, რომელიც იდეის მოწონების შემთხვევაში შუამდგომლობით მიმართავს მუნიციპალიტეტის მერს საგარანტიო წერილის გაცემის თაობაზე, ხოლო კონკურსის ფარგლებში, პროექტის გამარჯვების (დაფინანსების)  შემთხვევაში მისი თანამონაწილეობით დაფინანსების თაობაზე. 

4. განმცხადებელმა აუცილებლად უნდა წარმოადგინოს: 

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) საგრანტო კონკურსში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, კერძოდ: საპროექტო განაცხადის და ბიუჯეტის ფორმა; 

გ) ორგანიზაციის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან; 

დ) სათემო ორგანიზაციის საბანკო რეკვიზიტი.

თავი V 

დასკვნითი დებულებანი

მუხლი 14. დასკვნითი დებულებები 

1. აღნიშნულ პროგრამას მერის წარდგინებით ამტკიცებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო. 

2. პროგრამაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. 

3. თუ ამ პროგრამის ნორმა ბათილად იქნა ცნობილი, ეს არ მოახდენს გავლენას მთლიანად პროგრამის მართებულობაზე, ბათილი ნორმის ნაცვლად გამოიყენება წესი (ნორმა), რომელიც ძალაშია.