დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „2026 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში პროფესიული განვითარების და განათლების ხელშეწყობის მუნიციპალური პროგრამის“ დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 474 |
| დოკუმენტის მიმღები | თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 26/12/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.157.016577 |
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, ამავე კოდექსის 24-ე მუხლის მეორე პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს „2026 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში პროფესიული განვითარების და განათლების ხელშეწყობის მუნიციპალური პროგრამა“ დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს „2025 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში პროფესიული განვითარების, განათლების ხელშეწყობის და ადგილობრივი სათემო ჯგუფების/ორგანიზაციების სოციალური ინიციატივების მხარდაჭერის მუნიციპალური პროგრამის“ დამტკიცების შესახებ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 27 დეკემბრის №442 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 30.12.2024 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.157.016546). |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან. |
|
დანართი
|
2026 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში პროფესიული განვითარების და განათლების ხელშეწყობის მუნიციპალური პროგრამა
|
თავი I
ზოგადი დებულებები მუხლი 1. პროგრამის რეგულირების სფერო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედ საჯარო სკოლებში რეგისტრირებულ მოსწავლეთა, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ სტუდენტთა და სხვადასხვა სფეროში მოღვაწე მოქალაქეთა სტიმულირების, სამოქალაქო საზოგადოების, მათ შორის ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, წინამდებარე პროგრამა აწესრიგებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის მე-16 მუხლით, „კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი“, 05.03.01 პროგრამული კოდით გათვალისწინებულ მხარდაჭერა/წახალისებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს პროფესიული განვითარების და განათლების ხელშეწყობის წამახალისებელი მექანიზმების დანიშვნასა და გაცემაზე უფლებამოსილ უწყებას, ადგენს სტიმულირება/მხარდაჭერის სახეებს, მათი დანიშვნისა და გაცემის ძირითად სახელმძღვანელო პრინციპებს. მხარდაჭერის გაცემის აუცილებელი პირობაა მოქალაქე რეგისტრირებული იყოს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, გამონაკლისს წარმოადგენენ: ა) მოსწავლეები, რომელთათვისაც საკმარისი პირობაა რეგისტრირდებოდეს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედ საჯარო სკოლაში, ბ) აბიტურიენტები, რომლებიც საუკეთესო შედეგებით ჩაირიცხნენ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი და მეორე საფეხურის უმაღლეს საგანამანათლებლო პროგრამებზე, რომელთათვისაც გარდა რეგისტრაციისა, საჭიროა ჰქონდეს ცნობა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მოქმედი საჯარო სკოლის დასრულების შესახებ. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის გარკვეული ფენისათვის მხარდაჭერის გასაცემად საკითხების წინასწარი მომზადების, განხილვის, გადაწყვეტილებათა მომზადებისა და შესრულებისათვის ხელის შეწყობის მიზნით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, არანაკლებ 5 (ხუთი) კაცის შემადგენლობით იქმნება პროფესიული განვითარების და განათლების ხელშეწყობის მხარდამჭერი მუდმივმოქმედი კომისია (შემდგომში „კომისია“), რომელიც წარმოადგენს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის მუდმივმოქმედ კოლეგიურ ორგანოს. კომისიის უფლებამოსილება, სტრუქტურა და კომისიის წევრთა უფლება-მოვალეობები, აგრეთვე კომისიის მუშაობის წესი რეგულირდება „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის პროფესიული განვითარების და განათლების ხელშეწყობის მხარდამჭერი მუდმივმოქმედი კომისიის დებულებით“, რომელსაც ამტკიცებს მუნიციპალიტეტის მერი. წინამდებარე პროგრამა აწესრიგებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში პროფესიული განათლების პოპულარიზაციის, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე და წარმატებულ მოქალაქეთა სტიმულირების, მოსწავლეთა, აბიტურიენტთა და სტუდენტთა წახალისების, ასევე სამოქალაქო საზოგადოების მათ შორის, ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობას. თავი II პროფესიული განვითარების და განათლების ხელშეწყობის მხარდაჭერის სახეები მუხლი 2. პროფესიული განვითარების და განათლების ხელშეწყობის მხარდაჭერის სახეები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტით პროფესიული განვითარების და განათლების ხელშეწყობისთვის გათვალისწინებულია შემდეგი სახის ფულადი მხარდაჭერის სახეები: ა) ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია (მოსწავლეთათვის, აბიტურიენტებისთვის, მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის, სტუდენტებისთვის); ბ) აკრედიტებული პროფესიული სასწავლებლების სტუდენტთა ხელშეწყობა; გ) პროფესიული წარმატება/აღიარების მქონე მოქალაქეთა წახალისება; დ) მიზნობრივი პროგრამების განხორციელებისთვის, სპეციალისტების მომზადების დაფინანსება; თავი III ერთჯერადი ფულადი მხარდაჭერა/წახალისების კატეგორიები და საჭირო დოკუმენტაცია მუხლი 3. ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია საჯარო სკოლების ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეთათვის 1. ქვეპროგრამა ითვალისწინებს ვაჟა-ფშაველას სახელობის ერთჯერადი პრემიის გაცემას, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მოქმედ საჯარო სკოლებში რეგისტრირებულ მოსწავლეებზე, რომელთაც სკოლა ოქროს ან/და ვერცხლის მედალზე დაასრულეს. 2. მედალოსანი მოსწავლეებისთვის ერთჯერადი პრემიის გაცემა მოხდება ქ. თეთრიწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრის წერილის საფუძველზე. 3. ოქროს მედალოსანი მოსწავლეებისთვის ერთჯერადი პრემია შეადგენს - 500 (ხუთასი) ლარს, ხოლო ვერცხლის მედალოსანი მოსწავლეებისთვის - 400 (ოთხასი) ლარს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით. 4. ოქროს და ვერცხლის მედალოსანი მოსწავლეების დაჯილდოებისთვის, მუნიციპალიტეტის მერიას წერილობით უნდა მიმართოს ქ. თეთრიწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრმა და წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) წერილი მერის სახელზე, თანდართული სიით, რომელშიც მითითებულია ინფორმაცია საჯარო სკოლისა და მედლის სინჯის შესახებ; ბ) მედალოსან მოსწავლეთა პირადობის ან/და დაბადების მოწმობის ასლები; გ) მედალოსან მოსწავლეთა ან კანონიერ წარმომადგენელთა საბანკო რეკვიზიტები. მუხლი 4. ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია წარმატებით ჩარიცხული აბიტურიენტებისა და მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის 1. ქვეპროგრამა ითვალისწინებს ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის გაცემას, ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი და მეორე საფეხურის უმაღლეს საგანამანათლებლო პროგრამებზე, 2026 წლის ერთიან ეროვნული გამოცდების ფარგლებში, საუკეთესო შედეგებით ჩარიცხული იმ აბიტურიენტების დაფინანსებას, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მოქმედ საჯარო სკოლებში, ჩააბარეს უმაღლეს საგანმანათლებო დაწესებულებაში და მიიღეს სახელმწიფო დაფინანსება, ასევე იმ მაგისტრანტობის კანდიდატების, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ჩააბარეს უმაღლეს საგანმანათლებო დაწესებულებაში და მიიღეს სახელმწიფო დაფინანსება. 2. ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია 100%-იანი გრანტით ჩარიცხულ აბიტურიენტებზე ერთჯერადად შეადგენს 1 000 ლარს, 70%-იანი გრანტით ჩარიცხულ აბიტურიენტებზე – 700 ლარს, 50%-იანი გრანტით ჩარიცხულ აბიტურიენტებზე – 500 (ხუთასი) ლარს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით. 3. პრემიის მისაღებად აბიტურიენტმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) განცხადება მერის სახელზე; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) წარმატებით ჩარიცხული აბიტურიენტის პირადობის ან დაბადების მოწმობის ასლი; დ) ცნობა სახელმწიფო გრანტის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან; ე) მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის დამადასტურებელი და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მოქმედ საჯარო სკოლაში რეგისტრაციის ცნობა; ვ) ნათესაური კავშირის/კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი რაიმე სახის დოკუმენტი/დოკუმენტები; ზ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტები. 4. პირის ოჯახის წევრად შეიძლება ჩაითვალოს მშობელი, სრულწლოვანი და/ძმა, ბებია/პაპა, კანონიერი წარმომადგენელი. მუხლი 5. ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია სტუდენტთათვის 1. ქვეპროგრამა ითვალისწინებს ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის გაცემას, ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი და მეორე საფეხურის უმაღლეს საგანამანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ იმ საუკეთესო შედეგების მქონე სტუდენტებზე, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მიღებული აქვთ დადებითი შეფასება (A)-ფრიადი (90 ქულა და მეტი) იმავე საფეხურის წინა სემესტრის საშუალო აკადემიური მოსწრების დოკუმენტის თანახმად. 2. ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია სემესტრში შეადგენს 500 ლარს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით. 3. სტიპენდიის მისაღებად სტუდენტმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) განცხადება მერის სახლზე; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლის მიერ გაცემული ცნობა სტუდენტის ჩარიცხვის თარიღის, ფაკულტეტის, სპეციალობისა და კურსის მითითებით; დ) ცნობა შესაბამისი უმაღლესი სასწავლებლიდან სტუდენტის წინა სემესტრის შედეგების შესახებ; ე) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი. მუხლი 6. აკრედიტებული პროფესიული სასწავლებლების სტუდენტთა ხელშეწყობა 1. ქვეპროგრამა ითვალისწინებს ერთჯერადი ფულადი მხარდაჭერის გაცემას აკრედიტებულ პროფესიულ სასწავლებლებში, 2025-2026 სასწავლო ან 2026 კალენდარული წლის განმავლობაში, პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტებზე, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და განეკუთვნებიან შემდეგი კატეგორიებიდან ერთ-ერთს მაინც, კერძოდ: ა) არის სოციალურად დაუცველი ოჯახიდან და ოჯახს მინიჭებული აქვს 0-დან 120 000-ის ფარგლებში სარეიტინგო ქულა; ბ) არის დედ-მამით ან დედით ან მამით ობოლი; გ) არის მრავალშვილიანი ოჯახიდან (4 და მეტი შვილი); დ) არის ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის შვილი; ე) არის მარტოხელა მშობლის სტატუსის მატარებელი ან მისი შვილი; ვ) არის შშმ პირი; ზ) არის ოჯახში ძალადობის ან/და ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლი. თ) რეგისტრირებულია თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და ჩარიცხულია/სწავლობს შემდეგ პროფესიულ მიმართულებებზე: ვეტერინარი, ელექტრიკოსი, შემდუღებელი, მძიმე ტექნიკის ოპერატორი, ფერმერი, ფარმაცია, საექთნო საქმე, გიდი, მშენებლობის წარმოება, რძის პროდუქტების წარმოება, სატყეო საქმე. 2. ფულადი მხარდაჭერა პროფესიული პროგრამის სტუდენტზე, სასწავლო წლის განმავლობაში ერთჯერადად, შეადგენს 500 (ხუთასი) ლარს. 3. ფულადი მხარდაჭერის მისაღებად სტუდენტმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) განცხადება მერის სახელზე; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) ავტორიზებული პროფესიული სასწავლებლის მიერ გაცემული ცნობა სტუდენტის ჩარიცხვის თარიღის და სპეციალობის მითითებით; დ) სოციალურად დაუცველის სტატუსის ქონის შემთხვევაში - ცნობა ან ამონაწერი სოციალურად დაუცველთა ერთიან მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის თაობაზე; ე) ობლობის შემთხვევაში - მშობლის გარდაცვალების მოწმობის ასლი; ვ) მრავალშვილიანი ოჯახის წევრობის შემთხვევაში - დაბადების მოწმობის ასლები; ზ) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის შვილის შემთხვევაში - ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობის ასლი; თ) მარტოხელა მშობლის ან მისი შვილის შემთხვევაში - შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი და დაბადების მოწმობა; ი) შშმ სტატუსის ქონის შემთხვევაში - სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი; კ) ოჯახში ძალადობის ან/და ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლის შემთხვევაში - შესაბამისი სამართლებრივი ან სასამართლო ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტის, ან სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა ბოლო 6 თვის განმავლობაში აღნიშნული სააგენტოს სერვისით (თავშესაფრით, კრიზისული ცენტრით, უფასო იურიდიული და ფსიქოლოგიური მხარდაჭერით) სარგებლობის შესახებ; ლ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი. მუხლი 7. პროფესიული წარმატება/აღიარების მქონე მოქალაქეთა წახალისება 1. ქვეპროგრამა ითვალისწინებს ერთჯერადი ფულადი მხარდაჭერის გაცემას, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეებზე, რომლებმაც თავიანთ პროფესიულ საქმიანობაში 2026 კალენდარული წლის განმავლობაში, მიაღწიეს წარმატებას და მოიპოვეს სახელმწიფო ან/და საერთაშორისო აღიარება. 2. ფულადი მხარდაჭერა წარმატებულ მოქალაქეზე შეადგენს ერთჯერადად 500 (ხუთასი) ლარს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით. 3. პროფესიული წარმატების მქონე მოქალაქეებზე ფულადი მხარდაჭერის გაცემა მოხდება მიღწეული წარმატების დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე. 4. განმცხადებელმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) განცხადება მერის სახელზე; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) წარმატების დამადასტურებელი დოკუმენტი, გაცემული შესაბამისი ორგანიზაციის მიერ; დ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი. მუხლი 8. მიზნობრივი პროგრამების განხორციელებისთვის სპეციალისტების მომზადების დაფინანსება აღნიშნული მუხლი გულისხმობს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის დაქვემდებარებაში მოქმედ იურიდიულ პირებში სხვადასხვა სახის მიზნობრივი პროგრამების (მაგალითად: ადრეული ჩარევის პროგრამა და სხვ.) განხორციელების მიზნით, დადგენილი წესის შესაბამისად, წინასწარ შერჩეული არანაკლებ 2 სპეციალისტის გადამზადების დაფინანსებას. თავი IV დასკვნითი დებულებანი მუხლი 9. დასკვნითი დებულებები 1. აღნიშნულ პროგრამას მერის წარდგინებით ამტკიცებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო. 2. პროგრამაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. თუ ამ პროგრამის ნორმა ბათილად იქნა ცნობილი, ეს არ მოახდენს გავლენას მთლიანად პროგრამის მართებულობაზე, ბათილი ნორმის ნაცვლად გამოიყენება წესი (ნორმა), რომელიც ძალაშია. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები