დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვისათვის მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 22 |
| დოკუმენტის მიმღები | დუშეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 26/12/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/12/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210020010.35.152.016531 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (27/12/2024 - 25/04/2025)
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე–16 მუხლის მეორე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 93-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და მე-6 მუხლის შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
1. დამტკიცდეს დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) ნებართვისათვის მოსაკრებლის განაკვეთები შემდეგი ოდენობით:
ა) ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობის თითოეულ კვადრატულ მეტრზე ა.ა) ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის: ა.ა.ა) მეორე კლასის საცხოვრებელი სახლისათვის – 2 ლარი; ა.ა.ბ) მესამე და მეოთხე კლასის საცხოვრებელი სახლისათვის – 3 ლარი; ა.ბ) საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისთვის – 8 ლარი; ა.გ) საცხოვრებელი სახლის (ან/და ბინის) დამხმარე/სამეურნეო შენობა-ნაგებობებისათვის (ავტოფარეხი, სათავსო, ფრინველთა და ცხოველთა სადგომი და სხვ.) – 1 ლარი; ა.დ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობისათვის აუცილებელი შენობა-ნაგებობების, ასევე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შენობა-ნაგებობებისათვის – 1 ლარი; ა.ე) ამ პუნქტის „ა.ა“ – „ა.დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მშენებლობების გარდა, ყველა სხვა მშენებლობისთვის − 5 ლარი. ბ) ხაზობრივი ნაგებობის მშენებლობის შემთხვევაში მოსაკრებლის ოდენობა ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული თითოეული გრძივი მეტრისათვის – 1 ლარი; გ) ისეთი შენობა-ნაგებობის (გარდა ხაზობრივი ნაგებობისა) მშენებლობის შემთხვევაში, რომელსაც არ აქვს განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობი, მოსაკრებლის ოდენობა შეადგენს: გ.ა) II კლასის ობიექტებისთვის – 50 ლარს; გ.ბ) III კლასის ობიექტებისთვის − 200 ლარს; გ.გ) IV კლასის ობიექტებისთვის − 400 ლარს. |
| მუხლი 2 |
1. მოსაკრებლის გადახდისაგან სრულად განთავისუფლდეს სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობა;
2. სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ყველა სხვა ობიექტის მშენებლობის შემთხვევაში მოსაკრებლის ოდენობა შემცირდეს 80 პროცენტით; |
| მუხლი 3 |
1. მოსაკრებელი მშენებლობის ნებართვისათვის გადაიხდება ობიექტის მესაკუთრის (ნებართვის მაძიებლის) მიერ წინასწარ, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაში შესაბამისი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების წარდგენამდე;
2. მოსაკრებელი მშენებლობის ნებართვისათვის მთლიანად ირიცხება დუშეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში. |
| მუხლი 4 |
დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებიდან 15 დღის შემდეგ. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები