დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვისათვის მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრის თაობაზე” დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 26 დეკემბრის N22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 9 |
| დოკუმენტის მიმღები | დუშეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/04/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/04/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210020010.35.152.016543 |
|
„დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვისათვის მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრის თაობაზე“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 26 დეკემბრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვისათვის მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრის თაობაზე“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 26 დეკემბრის №22 დადგენილებაში (matsne.gov.ge, 27/12/2024, 210020010.35.152.016531). კერძოდ, დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობის თითოეულ კვადრატულ მეტრზე: ა.ა) ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის: ა.ა.ა) მეორე კლასის საცხოვრებელი სახლისათვის – 2 ლარი; ა.ა.ბ) მესამე და მეოთხე კლასის საცხოვრებელი სახლისათვის – 3 ლარი; ა.ბ) საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისთვის – 8 ლარი; ა.გ) ამ პუნქტის „ა.ა“–„ა.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მშენებლობების გარდა, სხვა მშენებლობისთვის: ა.გ.ა) საცხოვრებელი სახლის (ან/და ბინის) დამხმარე/სამეურნეო შენობა-ნაგებობებისათვის (ავტოფარეხი, სათავსო, ფრინველთა და ცხოველთა სადგომი და სხვ.) და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობისათვის აუცილებელი შენობა-ნაგებობების, ასევე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შენობა-ნაგებობებისათვის – 1 ლარი; ა.გ.ბ) ყველა სხვა მშენებლობისთვის − 5 ლარი.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები