საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს“ ტერიტორიული ორგანოების ბაზაზე აღმოსავლეთ საქართველოში – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობისა და სამეგრელო – ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის შექმნის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 31
დოკუმენტის მიმღები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 11/12/2024
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/12/2024
ძალის დაკარგვის თარიღი 01/07/2025
სარეგისტრაციო კოდი 040030000.32.061.016408
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
31
11/12/2024
ვებგვერდი, 13/12/2024
040030000.32.061.016408
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს“ ტერიტორიული ორგანოების ბაზაზე აღმოსავლეთ საქართველოში – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობისა და სამეგრელო – ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის შექმნის შესახებ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (13/12/2024 - 30/12/2024)

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს“ ტერიტორიული ორგანოების ბაზაზე აღმოსავლეთ საქართველოში – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობისა და სამეგრელო – ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის შექმნის შესახებ
 
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №31

2024 წლის 11 დეკემბერი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს“ ტერიტორიული ორგანოების ბაზაზე აღმოსავლეთ საქართველოში – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში -აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობისა და სამეგრელო – ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის შექმნის შესახებ

მუხლი 1
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონის 28-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად:

1.შეიქმნას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის –„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს“ (შემდეგში – სააგენტო) ტერიტორიული ორგანოების ბაზაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შემდეგი წარმომადგენლობები:

ა) სააგენტოს აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოს ბაზაზე შეიქმნას აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობა;

ბ)  სააგენტოს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიული ორგანოს ბაზაზე შეიქმნას იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობა;

გ) სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს ბაზაზე შეიქმნას სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა.

მუხლი 2
დაევალოს სააგენტოს აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის  და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის (შემდეგში – წარმომადგენლობები) შექმნასთან ერთად, სააგენტოს ტერიტორიული ორგანოების ფუნქცია/მოვალეობების წარმომადგენლობებზე გადაცემასთან დაკავშირებით რეორგანიზაციისთვის საჭირო პროცედურების განხორციელება.
მუხლი 3
დაევალოს იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატს (გ. ძიგუა) რეორგანიზაციის განსახორციელებლად შესაბამისი სამართლებრივ აქტებში შესატანი ცვლილებების პროექტების მომზადება და დასამტკიცებლად წარდგენა.
მუხლი 4
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობების კონტროლი განახორციელოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის მეშვეობით.
მუხლი 5
სააგენტოს ტერიტორიული ორგანოების ბაზაზე წარმომადგენლობების შექმნისას უზრუნველყოფილ იქნეს ტერიტორიულ ორგანოებში დასაქმებული საჯარო მოხელეების მობილობით გადაყვანა წარმომადგენლობებში მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.
მუხლი 6
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ (ლ. დოლბაძე), აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრომ (დ. ფაცაცია) და საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტომ“,  ამ დადგენილების ძალაში შესვლასთან დაკავშირებით, უზრუნველყონ მათ კომპეტენციას მიკუთვნებული კანონმდებლობით დადგენილი სხვა ღონისძიებების განხორციელება.
მუხლი 7
1. ეს დადგენილება, გარდა პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. დადგენილების პირველი მუხლი ამოქმედდეს 2025 წლის 13 იანვრიდან.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარელევან მგალობლიშვილი