აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ზოგიერთი დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ზოგიერთი დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 31
დოკუმენტის მიმღები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 18/06/2025
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/06/2025
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2025
სარეგისტრაციო კოდი 010240010.32.061.016451
31
18/06/2025
ვებგვერდი, 23/06/2025
010240010.32.061.016451
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ზოგიერთი დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №31

2025 წლის 18 ივნისი

ქ. თბილისი

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ზოგიერთი დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

1. „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს“ ტერიტორიული ორგანოების ბაზაზე აღმოსავლეთ საქართველოში – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობისა და სამეგრელო – ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის შექმნის შესახებ“ 2024 წლის 11 დეკემბრის №31 დადგენილება (სსმ, ვებგვერდი, 13/12/2024, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.32.061.016408).

2. „აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2025 წლის 25 მარტის №15 დადგენილება (სსმ, ვებგვერდი, 27/03/2025, სარეგისტრაციო კოდი: 010240010.32.061.016435).

3. „იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2025 წლის 25 მარტის №16 დადგენილება (სსმ, ვებგვერდი, 27/03/2025, სარეგისტრაციო კოდი: 010240010.32.061.016436).

4. „სამეგრელო -ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2025 წლის 25 მარტის №17 დადგენილება (სსმ, ვებგვერდი, 27/03/2025, სარეგისტრაციო კოდი: 010240010.32.061.016437).

5. „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2025 წლის 28 მაისის №23 დადგენილება (სსმ, ვებგვერდი, 29/05/2025, სარეგისტრაციო კოდი: 280000000.32.061.016443).

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის პირველი ივლისიდან.  

 


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეგიორგი ჯინჭარაძე