სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაღაჯის გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩები, შესახვევები, ჩიხები) სახელდების შესახებ

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაღაჯის გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩები, შესახვევები, ჩიხები) სახელდების შესახებ
დოკუმენტის ნომერი გ-55. 55243348
დოკუმენტის მიმღები სიღნაღის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/11/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/12/2024
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.168.016037
გ-55. 55243348
29/11/2024
ვებგვერდი, 03/12/2024
000000000.00.168.016037
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაღაჯის გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩები, შესახვევები, ჩიხები) სახელდების შესახებ
სიღნაღის მუნიციპალიტეტი

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №გ-55.55243348

2024 წლის 29 ნოემბერი

სიღნაღის მუნიციპალიტეტის  სოფელ  ყარაღაჯის    გეოგრაფიული  ობიექტების  (ქუჩები შესახვევები, ჩიხები ) სახელდების  შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის  კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.ე“ ქვეპუნქტის, „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“  საქართველოს  კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის,  საქართველოს მთავრობის  2015 წლის 1 ივნისის  „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ №239 დადგენილების მეშვიდე მუხლისა  და  გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის  2024  წლის 20 სექტემბრის  №43  სხდომის ოქმის საფუძველზე, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:

1. სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაღაჯის ქუჩების, შესახვევებისა  და ჩიხების  სახელდება მოხდეს თანდართული მისამართების რეესტრისა და დამისამართებული ორთორუკის შესაბამისად (დანართი თან ერთვის).

2. დაევალოს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიას  განკარგულების შესრულების ორგანიზაციული უზრუნველყოფა და პრაქტიკულ ღონისძიებათა განხორციელება.

3. დაევალოს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს აღნიშნული განკარგულების გადაგზავნა ყველა დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირისთვის შესაბამისი ცვლილებების გასატარებლად.

4. ეს განკარგულება  ძალაში  შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

5. ამ განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია სიღნაღის რაიონულ სასამართლოში (ქ. სიღნაღი, ც. დადიანის ქ. №15 ) განკარგულების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

 

დავითი ჯანიკაშვილი

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

თავმჯდომარე