დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 55 |
დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 25/11/2024 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/11/2024 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2025 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.132.016679 |
|
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, 89-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
დამტკიცდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტი, დანართის შესაბამისად. |
მუხლი 2 |
დამტკიცდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამები და ქვეპროგრამები, დანართის შესაბამისად. |
მუხლი 3 |
ეს დადგენილების ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან. |
მუხლი 4 |
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის საკრებულოს 2023 წლის 19 დეკემბრის №29 დადგენილება (გამოქვეყნების წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 20/12/2023, სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.132.016602). |
|
დანართი 1
|
თავი I
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მაჩვენებლები |
მუხლი 1.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი |
1. განისაზღვროს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
(ათას ლარებში)
2. განისაზღვროს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით: (ათას ლარებში)
|
მუხლი 2.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 442,000.0 ათასი ლარის ოდენობით.
(ათას ლარებში)
|
მუხლი 3.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები |
განისაზღვროს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 115,911.9 ათასი ლარის ოდენობით.
(ათას ლარებში)
|
მუხლი 4.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები |
განისაზღვროს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 232,202.1 ათასი ლარის ოდენობით.
(ათას ლარებში)
|
მუხლი 5.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 93,886.0 ათასი ლარის ოდენობით.
(ათას ლარებში)
|
მუხლი 6.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 267,972.4 ათასი ლარის ოდენობით.
(ათას ლარებში)
|
მუხლი 7.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 178,177.0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
ა) განისაზღვროს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 191,177.0 ათასი ლარის ოდენობით. (ათას ლარებში)
ბ) განისაზღვროს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 13,000.0 ათასი ლარის ოდენობით: (ათას ლარებში)
|
მუხლი 8.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
განისაზღვროს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში 459,149.4 ათასი ლარის ოდენობით:
(ათას ლარებში)
|
მუხლი 9.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საოპერაციო და მთლიანი სალდო |
განისაზღვროს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი საოპერაციო 174,027.6 ათასი ლარის ოდენობით.
განისაზღვროს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო - 4,149.4 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 10.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
1. განისაზღვროს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება -45,000.0 ლარის ოდენობით:
ა) განისაზღვროს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 45,000.0 ათასი ლარის ოდენობით: (ათას ლარებში)
|
მუხლი 11.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება |
1. განისაზღვროს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება -40,850.6 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
ა) განისაზღვროს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების კლება 40,850.6 ათასი ლარის ოდენობით: (ათას ლარებში)
ბ) განისაზღვროს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალის საპროგნოზო მოცულობა 2025 წლის ბოლოსთვის: (ათას ლარებში)
შენიშვნა * - საპროგნოზოდ გამოყენებული (ევრო/ლარის) კურსი 1/2.9138; 12.11.2024წ.
|
თავი II
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები
|
მუხლი 12.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
განისაზღვროს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები (ქვეპროგრამები) შემდეგი რედაქციით:
|
თავი III
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები
|
მუხლი 13.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
განისაზღვროს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით 500,000.0 ათასი ლარის ოდენობით თანდართული რედაქციით:
(ათას ლარებში)
|
დოკუმენტის კომენტარები