„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 380
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 26/11/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/11/2024
სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.017876
380
26/11/2024
ვებგვერდი, 27/11/2024
200090000.22.033.017876
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება  №380

2024 წლის 26 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, სარეგისტრაციო კოდი: 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დანართი №II-06-ის („გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაცია“):

ა) ნაწილი III ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;

ბ) „დეკლარაციის დანართი „ა“ ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

2. 38-ე მუხლის:

ა) მე-6 პუნქტის:

ა.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) მე-16 უჯრაში მიეთითება – საანგარიშო თვეში დაქირავებით მომუშავე ფიზიკურ პირებზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად ფულადი და ნატურალური ფორმით გაცემული ანაზღაურება (გარდა 561 უჯრაში ასახულისა) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლით დაწესებული შეღავათების გარეშე;“;

ა.ბ) „წ1” და „წ2”  ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1) 561 უჯრაში – 2008 წლის პირველ იანვრამდე გაუცემელი ანაზღაურებებიდან, საანგარიშო პერიოდში გაცემული ანაზღაურება;

2) 562 უჯრაში – 2008 წლის პირველ იანვრამდე გაუცემელი   ანაზღაურებებიდან საანგარიშო თვეში გაცემულ ანაზღაურებაზე გადახდის   წყაროსთან დაკავებული გადასახადი (განაკვეთი12%);“;

ა.გ) „წ3“-„წ5“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

ა.დ) „ჭ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჭ) 57-ე უჯრაში – სულ საანგარიშო პერიოდში ბიუჯეტში გადასახდელი წყაროსთან დაკავებული გადასახადების ჯამი, შესამცირებელი საშემოსავლო გადასახადის გათვალისწინებით (39-ე, 56-ე, 562 უჯრებში და „დეკლარაციის დანართი „დ“-ს მე-6 სვეტში ასახული თანხების ჯამს გამოკლებული „დეკლარაციის დანართი „ა“-ს მე-14 სვეტში ასახული თანხების ჯამი);“;

ბ)   მე-7 პუნქტის „ე“„ი“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) მე-8 სვეტში აისახება „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით, დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის სახელითა და ხარჯით მის ინდივიდიალურ საპენსიო ანგარიშზე განხორციელებული საპენსიო შენატანი  (სვ7x 2/100);  

ვ) მე-9 სვეტში აისახება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შეღავათები;

ზ) მე-10 სვეტში აისახება განაცემის თარიღი. ამასთან, სათამაშო აპარატების მეშვეობით მოწყობილ აზარტულ ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ აზარტულ ან/და მომგებიან (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი წამახალისებელი გათამაშებისა) თამაშობებში მონაწილე პირის მიერ თამაშობის მომწყობი/ორგანიზატორი პირისგან, მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული სათამაშო ანგარიშიდან, თვის განმავლობაში ჯამურად გატანილ თანხაზე განაცემის თარიღად მიეთითება შესაბამისი თვის ბოლო რიცხვი;

თ) მე-11 სვეტში აისახება წყაროსთან დასაკავებელი გადასახადის განაკვეთი;

ი) მე-12 სვეტში აისახება გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადი ((სვ7 - სვ8 - სვ 9)X სვ11)); ამასთან, მე-12 სვეტის ჯამს გამოკლებული მე-14 სვეტის ჯამი უნდა შეესაბამებოდეს დეკლარაციის III ნაწილის 57-ე უჯრაში ასახულ თანხას;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელილაშა ხუციშვილი