“№8 საპყრობილის (მცხეთის რაიონის, დაბა ქსანი) სპეციალური საპატიმრო განყოფილების შექმნის შესახებ"

“№8 საპყრობილის (მცხეთის რაიონის, დაბა ქსანი) სპეციალური საპატიმრო განყოფილების შექმნის შესახებ"
დოკუმენტის ნომერი 263
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 21/02/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 23, 21/02/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 22/09/2020
სარეგისტრაციო კოდი 100.070.000.22.027.008.179
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
263
21/02/2006
სსმ, 23, 21/02/2006
100.070.000.22.027.008.179
“№8 საპყრობილის (მცხეთის რაიონის, დაბა ქსანი) სპეციალური საპატიმრო განყოფილების შექმნის შესახებ"
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (21/02/2006 - 21/09/2020)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.070.00.22.027.008.179

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №263

2006 წლის 21 თებერვალი

 ქ. თბილისი

№8 საპყრობილის (მცხეთის რაიონი,   დაბა ქსანი) სპეციალური საპატიმრო განყოფილების შექმნის შესახებ

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სასჯელაღსრულების დაწესებულებებისა და მათში განთავსებული კონტინგენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფის, საცხოვრებელი და სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების გაუმჯობესების მიზნით, ,,პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტისა და 85-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად,  ვბრძანებ:

1. შეიქმნას №8 საპყრობილის (მცხეთის რაიონი, დაბა ქსანი) საპატიმრო განყოფილება.

2. სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა (ბ. ახალაია):

ა) წარმოადგინოს წინადადებები №8 საპყრობილის საპატიმრო განყოფილების შექმნასთან დაკავშირებით გასატარებელი ორგანიზაციული ღონისძიებების თაობაზე;

ბ) ამ ბრძანების ამოქმედებასთან დაკავშირებით, საგამოძიებო ინტერესების შესაბამისად, უმოკლეს ვადებში უზრუნველყოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, პატიმართა გადანაწილება სასჯელაღსრულების დაწესებულების, პატიმართა  უსაფრთხოებისა და დაცვის ოპტიმალური ღონისძიებების განხორციელების გზით.

3. ბრძანებას გაეცნოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პირადი შემადგენლობა.

4. კონტროლი აღნიშნული ბრძანების შესრულებაზე დაევალოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს (ბ. ახალაია).

5.  ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 გ. ქავთარაძე