„არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სასაზღვრო კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 13 აპრილის №153 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სასაზღვრო კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 13 აპრილის №153 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 342
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 09/10/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/10/2024
ძალაში შესვლის თარიღი 01/11/2024
სარეგისტრაციო კოდი 240110000.10.003.024737
342
09/10/2024
ვებგვერდი, 10/10/2024
240110000.10.003.024737
„არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სასაზღვრო კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 13 აპრილის №153 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №342

2024 წლის 9 ოქტომბერი

 ქ. თბილისი

 

„არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სასაზღვრო კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 13 აპრილის №153 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სასაზღვრო კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 13 აპრილის №153 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 18/04/2023, 240110000.10.003.023986) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სასაზღვრო კონტროლის წესის“:

1. პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ ქვეპუნქტი:

„ვ1) წარმოშობის ქვეყანა:

1.ა) ქვეყანა, სადაც არაცხოველური წარმოშობის სურსათი/ცხოველის საკვები წარმოიშვა, იქნა მოყვანილი, მოსავალი აღებული ან წარმოებული და ეს საქონელი შეტანილია ამ წესის დანართებით განსაზღვრულ ნუსხებში მიკოტოქსინებით, მათ შორის, აფლატოქსინებით, მცენარეული ტოქსინებით დაბინძურების, პესტიციდების ნარჩენების მაქსიმალურ დასაშვებ ზღვართან შეუსაბამობის შესაძლო რისკის გამო;

1.ბ) ქვეყანა, სადაც არაცხოველური წარმოშობის სურსათი/ცხოველის საკვები იქნა წარმოებული, დამზადებული ან შეფუთული და ეს საქონელი შეტანილია ამ წესის დანართებით განსაზღვრულ ნუსხებში Salmonella-ს ან სხვა საფრთხის არსებობის რისკის გამო (გარდა იმ საფრთხეებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ამ პუნქტის „ვ1.ა“ ქვეპუნქტით);“.

2. მე-2 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ წესის მიზანია:

ა) იმპორტისთვის განკუთვნილი არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა, სათანადო პირობებისა და სავალდებულო პროცედურების განსაზღვრა;

ბ) ამ წესის №1 და №2 დანართებით განსაზღვრული არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების იდენტურობისა და ფიზიკური შემოწმების სიხშირის დადგენა;

გ) ამ წესის დანართი №2-ის ნუსხით განსაზღვრული ტვირთის თანმხლები ოფიციალური სერტიფიკატის მიმართ მოთხოვნების დადგენა.“;

ბ) მე-2 პუნქტის:

ბ.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ამ წესის დანართ №2-ის №1 ცხრილით განსაზღვრული ნუსხით გათვალისწინებულ, მიკოტოქსინებით, მათ შორის, აფლატოქსინებით, პესტიციდების ნარჩენებით, მიკრობიოლოგიური, სუდანის ჯგუფის საღებავებით, როდამინ B და მცენარეული ტოქსინებით დაბინძურების საფრთხის შემცველ, სპეციალურ მოთხოვნებს (პირობებს) დაქვემდებარებულ არაცხოველური წარმოშობის სურსათზე/ცხოველის საკვებზე;“;

ბ.ბ) „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ.გ) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:

„გ1) ამ წესის დანართი №2-ის №3 ცხრილით განსაზღვრული ნუსხით გათვალისწინებულ არაცხოველური წარმოშობის სურსათზე/ცხოველის საკვებზე, რომლის წარმოშობის ქვეყანა განსხვავდება გამომგზავნი ქვეყნისაგან;“;

ბ.დ) „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) ამ წესის დანართი №4-ით განსაზღვრულ საქონელზე, რომლის იმპორტი აკრძალულია.“;

გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ წესის №1, №2 და №4 დანართებით განსაზღვრული ნუსხები ექვემდებარება გადახედვას და საჭიროებისამებრ განახლებას 6 თვეში ერთხელ.“;

დ) მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) საერთაშორისო გადაზიდვისას, სატრანსპორტო საშუალებების ბორტზე არსებულ, ამ წესის №1, №2 და №4 დანართებით განსაზღვრულ არაცხოველური წარმოშობის სურსათზე/ცხოველის საკვებზე, რომელთა გადმოტვირთვა არ ხდება და რომლებიც განკუთვნილია ეკიპაჟისა და მგზავრების პირადი მოხმარებისთვის.“.

3. მე-5 მუხლის მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

4. „არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების ნუსხა“ (დანართი №1) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

5. „მიკოტოქსინებით, მათ შორის აფლატოქსინებით, პესტიციდების ნარჩენებით, მიკრობიოლოგიური, პენტაქლოროფენოლით და დიოქსინებით დაბინძურების საფრთხის შემცველი, სპეციალურ მოთხოვნებს (პირობებს) დაქვემდებარებული არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების ნუსხის“ (დანართი №2):

ა) ცხრილი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;

ბ) ცხრილი №2 ამოღებულ იქნეს;

გ) ცხრილი №2-ის შემდეგ დაემატოს თანდართული შინაარსის ცხრილი №3.

6. „საერთო შესვლის დოკუმენტის შევსების წესის“ (დანართი №6) I ნაწილის გრაფა I.5 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

გრაფა I.5 წარმოშობის ქვეყანა – ქვეყანა, სადაც სურსათი/ცხოველის საკვები წარმოიშვა, იქნა მოყვანილი, მოსავალი აღებული ან წარმოებული.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 ნოემბრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე