დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ხადის ხეობის განაშენიანების გეგმის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-1/36 |
| დოკუმენტის მიმღები | სსიპ − სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს უფროსი |
| მიღების თარიღი | 04/10/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | სსიპ − სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს უფროსის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/10/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 330090000.80.093.016014 |
|
ხადის ხეობის განაშენიანების გეგმის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 36-ე მუხლის მე-2 ნაწილის, ,,სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №260 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტისა და „გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი გეგმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 2 დეკემბრის №587 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 20 დეკემბრის №498 დადგენილების მე-2 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს:
1. ხადის ხეობის განაშენიანების გეგმის ტექსტური ნაწილი (დანართი №1); 2. ხადის ხეობის განაშენიანების გეგმის გრაფიკული ნაწილი (დანართი №2); 3. ხადის ხეობის განაშენიანების გეგმის მართვის რეგლამენტი (დანართი №3); 4. ხადის ხეობის განაშენიანების გეგმის ფრაგმენტები (დანართი №4); 5. ხადის ხეობის განაშენიანების გეგმის გზამკვლევი (დანართი №5); 6. ხადის ხეობის განაშენიანების გეგმის ლანდშაფტზე შემარბილებელი ღონისძიებები (დანართი №6); 7. ხადის ხეობის განაშენიანების გეგმის პრიორიტეტული ინვესტიციების გეგმა (დანართი №7); 8. ხადის ხეობის განაშენიანების გეგმის ინვესტიციების პრიორიტეტების გეგმა – ეკონომიკური ანალიზი (დანართი №8); 9. ხადის ხეობის განაშენიანების გეგმის ბრენდინგისა და მარკეტინგის ჩარჩო (დანართი №9). |
| მუხლი 2 |
ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები