თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის პროფილსა და სახელწოდებაში ცვლილების შეტანის შესახებ

თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის პროფილსა და სახელწოდებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 154
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების მინისტრი
მიღების თარიღი 24/04/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 30/05/1997
ძალის დაკარგვის თარიღი 22/08/2006
სარეგისტრაციო კოდი 000000190.01(2).003.000025
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
154
24/04/1997
გამოუქვეყნებელი, 0, 30/05/1997
000000190.01(2).003.000025
თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის პროფილსა და სახელწოდებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლების მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (30/05/1997 - 17/08/2006)

საქართველოს განათლების მინისტრის

 

ბრძანება №154

 

1997 წლის  24 აპრილი

 

ქ. თბილისი

 

თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის პროფილსა  და სახელწოდებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოსა და საქართველოს განათლების სამინისტროს კოლეგიის გადაწყვეტილებების შესაბამისად ინსტიტუტი ამზადებს შემდეგი კვალიფიკაციის (კატეგორიის) სპეციალისტებს - „პედაგოგებს“ და „მთარგმნელ-თარჯიმნებს“, ხოლო საღამოს სწავლების განყოფილებაზე „მთარგმნელ-რეფერენტებს“.

ინსტიტუტში შეისწავლება მხოლოდ დასავლური ენები. ბოლო დროს მკვეთრად გაიზრდება და თვისობრივად შეიცვლება საქართველოს ურთიერთობა უცხოეთის ქვეყნებთან, ბუნებრივად წარმოშობს ახალ მოთხოვნილებებს კადრების მომზადების საკითხში.  ასე, უცხოური ენების შესწავლასთან ერთად აუცილებელია დასავლური ქვეყნების კულტურის შესწავლა და კულტურულ ურთიერთობათა სპეციალისტების მომზადება.

ზემოთ მოყვანილი მოსაზრებების გათვალისწინებით ვბრძანებ:

1. თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტს შეეცვალოს პროფილი და სახელწოდება და ეწოდოს „თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის დასავლურ ენათა და კულტურათა სახელმწიფო ინსტიტუტი“.

2. ინსტიტუტის რექტორმა (ი. მოსიძე):

2.1. წარმოადგინოს განათლების სამინისტროში უმაღლესი სასწავლებლების ახალი პროფილის შესაბამისი სპეციალობების ნუსხა და სასწავლო გეგმები.

2.2. ინსტიტუტის სახელწოდებისა და პროფილის შეცვლასთან დაკავშირებული ყველა ღონისძიება განახორციელოს არსებული საშტატო ერთეულებისა და ხელფასის ფონდის ფარგლებში

3. კონტროლი აღნიშნულ ბრძანების შესრულებაზე დაევალოს უმაღლესი და საშუალო სპეციალური განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტს (გ. ლასხიშვილი)

4. საგანმანათლებლო დაწესებულებათა და უმაღლეს სასწავლებელთა ტერიტორიულ ქვეგანაყოფთა დაფუძნების, გახსნის, გაუქმების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის დებულების შესაბამისად შეთანხმდეს დაინტერესებულ სამინისტროებსა და უწყებებთან.

მინისტრი   თ. კვაჭანტირაძე