მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე/სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირისთვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე/სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირისთვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 157/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
მიღების თარიღი 03/10/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/10/2024
სარეგისტრაციო კოდი 430110000.22.022.018576
157/ნ
03/10/2024
ვებგვერდი, 03/10/2024
430110000.22.022.018576
მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე/სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირისთვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
 

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის

 ბრძანება№157/ნ

2024 წლის 3 ოქტომბერი

ქ. თბილისი

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე/სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირისთვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის და ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ნ1“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე/სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირისთვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიჭების წესი ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 5 სექტემბრის №112/ნ ბრძანება.
მუხლი 3
 

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

დანართი

 

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე/სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირისთვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიჭების წესი

 

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

ეს წესი განსაზღვრავს საქართველოში მოქმედ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (შემდგომ – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება) მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე/სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირისათვის საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) მიერ სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიჭების წესს (შემდგომ – წესი).

 

მუხლი 2. სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის მიზანი

სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის მიზანია:

ა) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული ინტელექტუალური პოტენციალის მიზნობრივად გამოყენების ხელშეწყობა;

ბ) მასწავლებლობის ან/და სპეციალური მასწავლებლობის მსურველთა პროფესიული მოღვაწეობისათვის მომზადება;

გ) ახალგაზრდების დაინტერესების ხელშეწყობა განათლების მიმართულებით სწავლის გასაგრძელებლად.

 

მუხლი 3. სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღებაზე უფლებამოსილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები

1. ამ წესის საფუძველზე, სახელმწიფო სასწავლო გრანტი მიენიჭებათ ქვემოთ მითითებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე/პროგრამის მოდულზე/სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე შემდეგი რაოდენობით ჩარიცხულ პირებს:

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება

ადგილების რაოდენობა

1

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

130

2

სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

180

3

სსიპ – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

180

4

სსიპ – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

85

5

სსიპ – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

50

6

სსიპ – იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი

50

7

სსიპ – გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი

50

8

შპს – საქართველოს უნივერსიტეტი

10

9

სსიპ – სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი

60

10

სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის  სახელმწიფო კონსერვატორია

7

11

შპს – აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი

40

12

სსიპ – ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი

10

13

ა(ა)იპ – საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერიძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი  

65

14

სსიპ – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი

25

15

ა(ა)იპ – საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი

200

16

სსიპ – საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი

100

17

შპს – ევროპის  უნივერსიტეტი

120

18

შპს  – თბილისის თავისუფალი აკადემია

60

 საერთო რაოდენობა

1422

 

2. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე/სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთაგან ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადგილების ფარგლებში დასაფინანსებელ პირებს შეარჩევს შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება თავის მიერ დადგენილი წესით და იმავე წლის 5 ოქტომბრამდე წარუდგენს სამინისტროს.

3. სამინისტრო ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას აგზავნის სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში, რომელიც აღნიშნულ ინფორმაციას ამოწმებს უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში და 10 სამუშაო დღის ვადაში სამინისტროს უდასტურებს ინფორმაციის სისწორეს, ასევე სამინისტროს უგზავნის ინფორმაციას იმ პირების შესახებ, რომლებიც ჩარიცხულნი არიან ორ ან მეტ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე/სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე.

4. პირის მიერ ერთდროულად მასწავლებლის მომზადების/სპეციალური მასწავლებლის მომზადების რამდენიმე საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის შემთხვევაში, მასზე გაიცემა მხოლოდ ერთი სახელმწიფო სასწავლო გრანტი.

5. პირის მიერ ერთდროულად მასწავლებლის მომზადების/სპეციალური მასწავლებლის მომზადების რამდენიმე საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის შემთხვევაში გადაწყვეტილებას, თუ რომელი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლის მომზადების/სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიენიჭოს სახელმწიფო სასწავლო გრანტი, იღებს შესაბამისი პირი, რომელიც ვალდებულია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის  სამინისტროსათვის წარდგენამდე, თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ აცნობოს შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სამინისტროს.

6. პირის მიერ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების შესახებ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის/სამინისტროსათვის მიუმართაობის შემთხვევაში, სამინისტრო, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რიგითობის დაცვით, იღებს გადაწყვეტილებას პირის ერთ-ერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე/სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე დაფინანსების მინიჭების შესახებ.

7. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე/სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

8. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადგილების რაოდენობის ზევით ჩარიცხულ პირთა სწავლის საფასური უნდა დაიფაროს არასახელმწიფო წყაროებიდან.

 

მუხლი 4. სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობა

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე/სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთათვის მისანიჭებელი სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებული მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე/სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთა დაფინანსების მოცულობისა და ოდენობის შესაბამისად.

 

მუხლი 5. დაფინანსების მიღების უფლების შეზღუდვა

1. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე/სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე პირის სწავლა ფინანსდება არაუმეტეს ერთი წლის განმავლობაში.

2. დაუშვებელია ერთისა და იმავე პირისათვის ერთზე მეტი სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემა მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე/სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის მიზნით.

 

მუხლი 6. გარდამავალი დებულებები

1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, 2024-2025 სასწავლო წლისათვის, უფლებამოსილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 5 სექტემბრის №111/ნ ბრძანებით დამტკიცებული „პირის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წესის“ თანახმად გამოცხადებული სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ადგილების რაოდენობა, ისე რომ არ შეიცვალოს პროგრამაზე გამოცხადებული ადგილების საერთო ჯამური რაოდენობა, გადაანაწილოს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 1 ივლისის №113/ნ ბრძანებით დამტკიცებული „პირის სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წესის“ საფუძველზე აპლიკანტთა მიღების მიზნით.

2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, წარუდგინოს ინფორმაცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 5 სექტემბრის №111/ნ ბრძანებით დამტკიცებული „პირის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წესის“ საფუძველზე გამოქვეყნებულ ანკეტა-კითხვარებში განსახორციელებელი ცვლილებების შესახებ სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას მის მიერ დადგენილ ვადებში და შეთანხმებული ფორმით.


საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრიალექსანდრე წულაძე