დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს დებულების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 487 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
მიღების თარიღი | 08/09/1997 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 17, 30/09/1997 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 16/07/2001 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (30/09/1997 - 22/07/1998)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება № 487
1997 წლის 8 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს დებულების შესახებ
1. დამტკიცდეს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 21 მარტის №235 ბრძანებულება „საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცებისა და პრივატიზაციის პროცესში შესაძლო შეცდომების გამორიცხვის საკოორდინაციო საკონტროლო კომისიის შექმნის შესახებ“.
ე. შევარდნაძე
საქართველოს სახელწმიფო ქონების მართვის სამინისტროს
დებულება
თავი 1. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) არის სამთავრობო დაწესებულება, რომელიც უფლებამოსილია ფლობდეს (სარგებლობდეს) და განკარგავდეს საქართველოს სახელმწიფო ქონებას, ქვეყანაში სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის პროცესში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით.
2. სამინისტრო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებით, საქართველოს კანონმდებლობით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით და ამ დებულებით.
3. სამინისტრო თავის საქმიანობას ახორციელებს:
ა) აფხაზეთსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროების, ქ. თბილისის დეპარტამენტის, ტერიტორიული სამმართველოების (იქ, სადაც თანამშრომელთა რაოდენობა აღემატება 5 საშტატო ერთეულს) და განყოფილებების მეშვეობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ბ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მეშვეობით.
4. სამინისტროს აქვს დასრულებული ბალანსი და ანგარიშსწორების ანგარიში ბანკში, ხარჯთაღრიცხვა და ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით.
5. სამინისტროს აპარატის დაფინანსება ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე.
6. სამინისტრო თავისი კომპეტენციის ფარგლებში შემავალ საკითხებზე იღებს გადაწყვეტილებებს, რომელთა შესრულება სავალდებულოა საქართველოს სახელმწიფო მმართველობის ყველა ორგანოსათვის, სახელმწიფო საწარმოსა და ორგანიზაციის, აგრეთვე იმ იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის, რომლებიც წარმოადგენენ სახელმწიფო ინტერესებს სახელწმიფო ქონების გამოყენებით შექმნილ საწარმოებსა და ორგანიზაციებში.
7. სამინისტროს იურიდიული მისამართია: თბილისი, 380062, ჭავჭავაძის გამზ. № 64.
თავი II. სამინისტროს მმართველობის სფერო
სამინისტროს მმართველობის სფეროს განეკუთვნება:
1. საერთო სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და მუნიციპალური ქონების საკუთრების უფლების გამიჯვნის შესახებ გადაწყვეტილებათა მიღება, განხორციელება და მისი შესრულების კონტროლი.
2. სახელწმიფო ქონების ფლობა, სარგებლობა და განკარგვა.
3.პრივატიზების განხორციელების ერთიანი გეგმის პროექტის შემუშავება ეროვნული მეურნეობის ცალკეული დარგების მიხედვით და მათი თავისებურებების გათვალისწინებით, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში – მასში შესატანი ცვლილებებისა და დამატებების შეტანა და საქართველოს პრეზიდენტისათვის დასამტკიცებლად წარდგენა.
4. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან, სხვა შესაბამის სამინისტროებთან და უწყებებთან შეთანხმების საფუძველზე სახელმწიფო საკუთრების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცება. სახელმწიფო მუნიციპალური დაქვემდებარების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხას, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსთან შეთანხმებით, ამტკიცებს შესაბამისი მმართველობის ადგილობრივი ორგანო.
5. კანონით გათვალისწინებული ფორმების მიხედვით სახელმწიფო ქონების პრივატიზების, აგრეთვე ქონების პრივატიზაციასთან დაკავშირებით მყიდველის მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესრულებისათვის ორგანიზაციის გაწევა და კონტროლი, საჭიროების შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული ზომების მიღება.
6. დადგენილი წესით პრეზიდენტისათვის წარსადგენად წინადადებათა მომზადება სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის შესახებ.
7. სახელმწიფოს კუთვნილი ქონებრივი შენატანების განსაზღვრის შესახებ გადაწყვეტილებათა მიღება „მეწარმეთა შესახებ“ კანონის შესაბამისად შესაქმნელ სხვადასხვა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საწარმოთა საწესდებო კაპიტალში.
8. პრივატიზებული ქონების საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცემა დადგენილი წესის შესაბამისად შესაქმნელ სხვადასხვა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საწარმოთა საწესდებო კაპიტალში.
8. პრივატიზებული ქონების საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცემა დადგენილი წესის შესაბამისად.
9. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების აღრიცხვა და გადაწყვეტილების მიღება მისი განკარგვის შესახებ; სახელმწიფო საკუთრების ქონების სარგებლობის უფლებით კანონით დადგენილი ნებისმიერი ფორმით გაცემის შესახებ დებულებათა დამტკიცება.
10. სახელმწიფო ქონების (მ. შ. აქციების, წილის) მართვის უზრუნველყოფა და გადაწყვეტილების მიღება ამ ქონების მართვის უფლების დელეგირების, ბალანსიდან ბალანსზე გადაცემისა და ვადაზე ადრე ჩამოწერის შესახებ.
11. კადრების მომზადებისა და გადამზადების საქმეში, მათ შორის საზღვარგარეთის სამეცნიერო და სასწავლო ცენტრებში, ორგანიზაციის გაწევა.
12. ადგილობრივი და საზღვარგარეთის საშუამავლო საკონსულტაციო ორგანიზაციებთან, აგრეთვე საერთაშორისო ეკონომიკურ ორგანიზაციებთან პრივატიზაციის ღონისძიებათა განხორციელების საქმეში თანამშრომლობა.
13. სამინისტროს საინფორმაციო-სარეკლამო გაზეთის (ბიულეტინის) გამოშვება;
14. სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის საჯაროობის უზრუნველყოფა.
თავი III. სამინისტროს უფლება-მოვალეობანი
სამინისტროს უფლება აქვს:
1. დადგენილი წესით განახორციელოს საქართველოს სახელმწიფო ქონების ფლობა (სარგებლობა) და განკარგვა, უცხო სახელმწიფოთა ტერიტორიაზე განთავსებული საქართველოს სახელმწიფო ქონების ჩათვლით.
2. იყოს სახელმწიფოს უფლებამონაცვლე ადრე დადებულ საიჯარო ხელშეკრულებათა ან სხვა სახის გარიგებათა შესრულებაში; მიიღოს გადაწყვეტილება სახელმწიფო ქონების იჯარით გაცემის, მათ შორის გამოსყიდვის ფორმით პრივატიზაციის დროს და განახორციელოს მეიჯარის ფუნქციები. ორგანიზაცია გაუწიოს საიჯარო ხელშეკრულებათა პირობების შესრულების კონტროლს.
სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოს უფლება აქვს მიიღოს გადაწყვეტილება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების ქირავნობის ან სხვა ნებისმიერი უფლებით სარგებლობით გაცემის შესახებ, საფასურის განაკვეთის განსაზღვრით, რაც წარიმართება შესაბამის ბიუჯეტში, არის ადრე დადებული ხელშეკრულებების უფლებამონაცვლე და გააკონტროლოს სახელმწიფო ქონების სარგებლობის ფორმით გაფორმებული ხელშეკრულებები.
3. დადგენილი წესის შესაბამისად მიიღოს გადაწყვეტილებები სახელმწიფო ქონებით შექმნილ საწარმოთა რეორგანიზაციის და რესტრუქტურიზაციის შესახებ; მიიღოს მონაწილეობა სახელმწიფო ქონების ბაზაზე ან სახელმწიფო ქონების მონაწილეობით კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საწარმოს შექმნაში.
4. მიიღოს მონაწილეობა სახელმწიფო ქონებით ან ქონების წილით შექმნილი საწარმოების გაკოტრებისა და ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
5. პარტნიორთა კრებებზე რწმუნებული პირების, აგრეთვე სამეთვალყურეო საბჭოში წარმომადგენელთა მეშვეობით მიიღოს მონაწილეობა სახელმწიფოს კუთვნილი აქციების ან წილის შესაბამისად საწარმოთა მართვაში.
6. დაამტკიცოს ტერიტორიული და სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებები, განსაზღვროს ამ ორგანოთა უფლებამოსილებები.
7. თავისი ფუნქციების შესრულებისას მოიწვიოს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებიდან სპეციალისტები, დამოუკიდებელი ექსპერტები, იურიდიული და ფიზიკური პირები, მათ შორის სახელშეკრულებო საწყისებზე.
8. თავისი უფლებამოსილების ფარგლებში მოითხოვოს და მიიღოს სათანადო ინფორმაცია საქართველოს სამთავრობო დაწესებულებებისა და უწყებებისაგან, საწარმოებისა და ორგანიზაციებისაგან, აგრეთვე ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
9. შექმნას სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრები.
10. გამოვიდეს სასამართლოში მხარედ და სარჩელის აღძვრისას გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
11. სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის შედეგად ამონაგები თანხის 5 პროცენტი რჩება სამინისტროს და მის ტერიტორიულ ორგანოს სპეციალურ ანგარიშზე, რომელთა (მოწვეული სპეციალისტების, სამეურნეო, საინფორმაციო უზრუნველყოფის, მატერიალური სტიმულირების, მივლინების და სხვა მიმართულებით) გამოყენების წესს განსაზღვრავს სამინისტრო.
12. იმ შემთხვევაში, როდესაც დარღვეულია საქართველოს კანონმდებლობა, აგრეთვე ზიანი მიადგა სახელმწიფო ინტერესებს სახელმწიფო ქონების მონაწილეობით დადებულ გარიგებებში, სამინისტრო ვალდებულია აღძრას სარჩელი სასამართლოში ამ გარიგებათა გადასანჯვის ან გაუქმების შესახებ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
თავი IV. სამინისტროს ხელმძღვანელობა
1. სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელსაც პარლამენტის თანხმობით თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.
მინისტრს თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.
2. მინისტრი:
ა) თავის საქმიანობას ახორციელებს ერთმმართველობის პრინციპებიდან გამომდინარე;
ბ) შედის მთავრობის, როგორც საქართველოს პრეზიდენტის სათათბირო ორგანოს, შემადგენლობაში;
გ) ხელმძღვანელობს სამინისტროს და აწესრიგებს სამინისტროს გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებს;
დ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, სხვა კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების შესრულებისათვის იმ სფეროში, რომელიც სამინისტროს მმართველობას განეკუთვნება;
ე) იღებს გადაწყვეტილებებს სამინისტროს გამგებლობის სფეროსთან მიკუთვნებულ საკითხებზე;
ვ) თვალყურს ადევნებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული სახელმწიფო დაწესებულებების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას და ახორციელებს სამინისტროს საჯარო მოსამსახურეების გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას;
ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს:
– მინისტრის მრჩევლებს, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსებს;
– ადგილობრივი ორგანოებს წარდგინებით სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების უფროსებს და ითანხმებს მათი მოადგილეების დანიშვნას;
– სამინისტროს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ სხვა მოსამსახურეებს;
თ) შეაქვს წინადადება საქართველოს პრეზიდენტთან სამინისტროს წლიური ბიუჯეტის შემოსავლისა და გასავლის საკითხების შესახებ, აუცილებლობის შემთხვევაში, აგრეთვე დამატებითი ბიუჯეტის პროექტის შესახებ; იღებს გადაწყვეტილებებს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების თაობაზე და პასუხს აგებს ბიუჯეტის ზუსტი და მიზანშეწონილი შესრულებისათვის;
– სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისად ამტკიცებს სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული სახელმწიფო დაწესებულებების ხარჯთა ნუსხას, ახორციელებს მათი შესრულების კონტროლს და აუცილებლობის შემთხვევაში იძლევა მითითებებს საბიუჯეტო სახსრების გამოყენების შესახებ;
– ადგენს სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული სახელმწიფო დაწესებულებების სტრუქტურას, საქმისწარმოების წესს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი დადგენილია მინისტრის ბრძანების ზემდგომი სამართლებრივი აქტებით;
– დადგენილი წესით შეაქვს წინადადებები საქართველოს პრეზიდენტის სახელზე გადაწყვეტილების მისაღებად იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც სამინისტროს გამგებლობის სფეროს მიეკუთვნება;
– ანგარიშს აბარებს საქართველოს პრეზიდენტს სამინისტროს საქმიანობის შესახებ;
– ასრულებს მისთვის საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით და განკარგულებებით დაკისრებულ სხვა ამოცანებს.
3. თუ სამინისტროს გამგებლობას მიკუთვნებული საკითხები ეხება სხვა სამინისტროსაც ან სამთავრობო დაწესებულებების გამგებლობის სფეროს, მინისტრი გადაწყვეტილებას ათანხმებს შესაბამის მინისტრებთან ან სამთავრობო დაწესებულების ხელმძღვანელობასთან, თანხმობის მიუღწევლობის შემთხვევაში საკითხი განიხილება მთავრობის სხდომაზე და გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი.
4. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები საქართველოს პარლამენტს ან საქართველოს პრეზიდენტს მიმართავენ მინისტრის მეშვეობით. მინისტრი პასუხს აგებს სამინისტროს ბალანსზე რიცხული სახელმწიფო ქონების დაცვისა და გამოყენებისათვის, ორგანიზაციას უწევს ამ საქმიანობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. საქართველოს კონსტიტუციის 81-ე მუხლის თანახმად მინისტრი კანონის საფუძველზე და მის შესასრულებლად გამოსცემს ბრძანებებს.
6. მინისტრი, რომელიც ხელს აწერს ბრძანებას, პასუხისმგებელია ბრძანების კანონიერებისა და მიზანშეწონილობისათვის.
7. მინისტრის ბრძანება უფლებააღმჭურველი ან უფლებაამკრძალავი აქტია. მასში მითითებული უნდა იყოს ის საკანონმდებლო ნორმა, რომლის საფუძველზეც და შესასრულებლადაც გამოიცა ბრძანება.
8. მინისტრის ბრძანება უნდა შეესაბამებოდეს „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მოთხოვნებს.
თავი V. მინისტრის უფლებამოსილებანი და უფლებამოსილების შეწყვეტა
1. მინისტრი უფლებამოსილია:
ა) დაამტკიცოს პრივატიზაციის ცალკეული ფორმების დებულებები მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
ბ) უშუალოდ ან რწმუნებული პირის მეშვეობით განახორციელოს სახელმწიფო წარმომადგენლობა;
გ) წაახალისოს ან ადმინისტრაციული ღონისძიებები შეუფარდოს სამინისტროს მუშაკებს;
დ) განახორციელოს სამსახურებრივი ზედამხედველობა თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
ე) განახორციელოს ღონისძიებები თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე დაქვემდებარების წესით, აქტის აღსრულების ან მოქმედების შესრულების შეჩერების მიზნით მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
ვ) თავისი მმართველობის სფეროში შექმნას კომისია და საბჭოები სათათბირო უფლებებით და განსაზღვროს მათი მოვალეობანი და საქმიანობის წესი;
ზ) შეიტანოს ცვლილებები სამინისტროს სტრუქტურაში, დამტკიცებული ხარჯთა ნუსხისა და მუშაკთა რიცხოვნობის შესაბამისად დაამტკიცოს საშტატო ნუსხა, დანიშნოს და გაათავისუფლოს თანამდებობის პირები.
2. მინისტრის უფლებამოსილება წყდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
თავი VI. მინისტრის პირველი მოადგილე და მოადგილეები
1. მინისტრს ჰყავს ოთხი მოადგილე, მათ შორის ერთი – პირველი.
2. მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების უფლებრივი მდგომარეობა განისაზღვრება „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონით.
3. მინისტრის პირველი მოადგილის კომპეტენციას განეკუთვნება:
ა) იმ სტრუქტურული ქვედანაყოფების მუშაობის ხელმძღვანელობა, რომლებიც მინისტრის ბრძანებით მას ექვემდებარება;
ბ) სამინისტროს საქმიანობის ხელმძღვანელობა და სამსახურის საქმიანობის კოორდინაცია მინისტრის არყოფნის პერიოდში.
4. მინისტრის პირველ მოადგილეს და მოადგილეებს მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.
5. მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე მინისტრის დავალებით ახორციელებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციებს.
6. მინისტრის მოადგილეების უფლებამოსილებები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
7. მთავრობის შემადგენლობის მიერ უფლებამოსილებათა მოხსნა ან სხვა საფუძველზე მინისტრის უფლებამოსილების შეწყვეტა მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველია.
თავი VII. სამინისტროს სტრუქტურა
კანცელარია;
საორგანიზაციო საინფორმაციო სამმართველო;
ფინანსების, აღრიცხვისა და ანგარიშგების სამმართველო;
სექტორული ეკონომიკის სამმართველო;
უძრავი ქონების აღრიცხვისა და მართვის სამმართველო;
ფასიანი ქაღალდების სამმართველო;
იურიდიული სამმართველო;
კონტროლის ინსპექცია.
თავი VIII. სამინისტროს ქონება, სამინისტროს ლიკვიდაციისა და დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
1. სამინისტროს ქონებას შეადგენს მის მფლობელობაში გადაცემული, აგრეთვე შეძენილი ძირითადი და საბრუნავი საშუალებები, საფინანსო რესურსები, რომლებიც ასახვას პოულობენ სამინისტროს დამოუკიდებელ ბალანსზე.
2. სამინისტროს ლიკვიდაცია ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
3. სამინისტროს დებულებაში ცვლილებების შეტანა ხდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.
დოკუმენტის კომენტარები