„საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 8 სექტემბრის №487 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 8 სექტემბრის №487 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 47
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 17/02/2000
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 13, 22/02/2000
ძალის დაკარგვის თარიღი 16/07/2001
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
47
17/02/2000
სსმ, 13, 22/02/2000
000000000.00(0).000.000000
„საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 8 სექტემბრის №487 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი

 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №47

2000 წლის 17 თებერვალი

. თბილისი

საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს დებულების შესახებსაქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 8 სექტემბრის 487 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ადგილობრივ და უცხოელ ინვესტორებთან თანამშრომლობის მე­ქა­ნიზ­მის სრულყოფისათვის, ქვეყნისათვის სტრატეგიული ობიექტების პრივატიზების ან/და გრძელვადიანი მართვის უფლებით აქციების გადაცემისას სახელმწიფო ინტერესებისა და სახელმწიფო ქონების დაცვის მიზნით, საინვესტიციო პროგრამის განსახორციელებლად ინვესტორების მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესრულებისათვის სა­ხელ­­მწიფოს მხრიდან კონტროლის გასაძლიერებლად:

1. შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 8 სექტემბრის №487 ბრძანებულებით დამტკი­ცებულ დებულებაში და მე-7 თავს დაემატოს შემდეგი წინადადება:

„სახელშეკრულებო ვალდებულებათა ანალიზისა და კონტროლის დეპარტამენტი“.

2. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროში სახელშეკრულებო ვალდებულებათა ანალიზისა და კონტროლის დეპარ­ტამენტის შექმნასთან დაკავშირებით და სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის სტრუქტურის სრულყოფისათვის სამინისტროს ცენტრა­ლური აპარატის საბიუჯეტო დაფინანსებაზე არსებულ საშტატო რიცხოვნებას დაემატოს 6 (ექვსი) საშტატო ერთეული (ოთხი ერთეული სახელშეკრულებო ვალდებულებათა ანალიზისა და კონტროლის დეპარტამენტისათვის, ორი ერთეული  იურიდიული დეპარ­ტამენტისათვის) და მათი დაფინანსება მოხდეს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში.

. შევარდნაძე