დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „პარტიების მიერ კომისიის წევრთა, საარჩევნო სუბიექტების მიერ წარმომადგენელთა, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატთა და ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ დამკვირვებელთა დანიშვნის/წარდგენისა და პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენელთა აკრედიტაციის შესახებ ელექტრონული საშუალებებით განცხადებების წარდგენის, რეგისტრაციის წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 31 აგვისტოს №41/2024 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 43/2024 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 09/09/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/09/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010340000.15.008.016757 |
|
„პარტიების მიერ კომისიის წევრთა, საარჩევნო სუბიექტების მიერ წარმომადგენელთა, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატთა და ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ დამკვირვებელთა დანიშვნის/წარდგენისა და პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენელთა აკრედიტაციის შესახებ ელექტრონული საშუალებებით განცხადებების წარდგენის, რეგისტრაციის წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 31 აგვისტოს №41/2024 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: |
| მუხლი 1 |
„პარტიების მიერ კომისიის წევრთა, საარჩევნო სუბიექტების მიერ წარმომადგენელთა, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატთა და ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ დამკვირვებელთა დანიშვნის/წარდგენისა და პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენელთა აკრედიტაციის შესახებ ელექტრონული საშუალებებით განცხადებების წარდგენის, რეგისტრაციის წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 31 აგვისტოს №41/2024 დადგენილების (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ვებგვერდი – www.matsne.gov.ge, 31/08/2024, 010340000.15.008.016755):
1. სათაური შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „პარტიების მიერ კომისიის წევრთა, საარჩევნო სუბიექტების მიერ წარმომადგენელთა, პარტიული სიების, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატთა, ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ დამკვირვებელთა დანიშვნის/წარდგენისა და პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენელთა აკრედიტაციის შესახებ ელექტრონული საშუალებებით განცხადებების წარდგენის, რეგისტრაციის წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე“. 2. პირველი მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 მუხლი: „მუხლი 11. დამტკიცდეს პარტიების მიერ ელექტრონული საშუალებებით პარტიული სიებისა და თანდართული დოკუმენტაციის წარდგენისა და რეგისტრაციის წესი და პირობები დანართის №1-ის შესაბამისად.“. |
| მუხლი 2 |
ცესკოში რეგისტრირებულმა იმ პოლიტიკურმა გაერთიანებებმა, რომლებიც გადაწყვეტენ პარტიული სიებისა და თანდართული დოკუმენტაციის წარდგენისა და რეგისტრაციის მიზნით გამოიყენონ ამ დადგენილებით განსაზღვრული წესი, შესაბამისი განცხადებით უნდა მიმართონ ცესკოს, დადგენილების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა. განცხადების წარუდგენლობის შემთხვევაში პარტიული სიები და თანდართული დოკუმენტაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს მხოლოდ მატერიალური ფორმით. |
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. |
| მუხლი 4 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები