„ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის პილოტის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 2 თებერვლის №27 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის პილოტის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 2 თებერვლის №27 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 184
დოკუმენტის მიმღები სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 15/08/2024
დოკუმენტის ტიპი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/08/2024
სარეგისტრაციო კოდი 310050000.54.066.016349
184
15/08/2024
ვებგვერდი, 15/08/2024
310050000.54.066.016349
„ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის პილოტის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 2 თებერვლის №27 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
 

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №184

2024 წლის 15 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის პილოტის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 2 თებერვლის №27 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ

მუხლი 1
„ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის პილოტის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 2 თებერვლის №27 ბრძანებით დამტკიცებულ „ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის პილოტის მოწმობის გაცემის წესში“ (www.matsne.gov.ge, 06/02/2024 წ., სარეგისტრაციო კოდი: 310050000.54.066.016324) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 5. მოწმობის და აღიარების სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერება, აღდგენა და გაუქმება

1. სააგენტო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება მოწმობის, მოწმობაში არსებული შესაბამისი უფლებამოსილების ან აღიარების სერტიფიკატის შეჩერებასთან დაკავშირებით, თუ:

ა) საინსპექციო შემოწმებისას გამოვლინდა ნაკლოვანება;

ბ) პირი ვეღარ აკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

2. სააგენტო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება მოწმობის, მოწმობაში არსებული შესაბამისი უფლებამოსილების ან აღიარების სერტიფიკატის გაუქმებასთან დაკავშირებით, თუ:

ა) მოითხოვს მოწმობის/აღიარების სერტიფიკატის მფლობელი პირი;

ბ) მოწმობის/აღიარების სერტიფიკატის მფლობელმა ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში არ გამოასწორა შეჩერების საფუძველი;

გ) მოწმობის/აღიარების სერტიფიკატის მფლობელი პირი ახორციელებდა საფასურის სანაცვლოდ ზსხ-ით მგზავრის, ტვირთის ან ფოსტის გადაყვანა-გადაზიდვას.

3. მოწმობის/აღიარების სერტიფიკატის გაუქმების შემთხვევაში, პირი უფლებამოსილია სააგენტოს მიმართოს ზსხ-ის პილოტის მოწმობის გაცემის ან უცხო სახელმწიფოს მიერ გაცემული დოკუმენტის აღიარების მიზნით, დოკუმენტის გაუქმებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებიდან 6 თვის შემდეგ.

4. მოწმობის/აღიარების სერტიფიკატის გაუქმების შემთხვევაში, პირმა გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 15 დღის ვადაში, დოკუმენტი უნდა დაუბრუნოს სააგენტოს.

5. მოწმობის, აღიარების სერტიფიკატის ან შესაბამისი უფლებამოსილების  მოქმედების ვადა შესაძლებელია შეჩერდეს იმ დრომდე, ვიდრე არ გამოსწორდება შეჩერების საფუძველი, მაგრამ შეჩერებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებიდან არაუმეტეს – 90 დღით.

6. მოწმობის, აღიარების სერტიფიკატის ან შესაბამისი უფლებამოსილების მოქმედება აღდგება იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული ვადის გასვლამდე გამოსწორდება შეჩერების საფუძველი“.

2. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. უცხო სახელმწიფოს მიერ გაცემული ზსხ-ის მოწმობის აღიარება და აღიარების სერტიფიკატის, ამ წესის №7 დანართის შესაბამისად გაცემა ხორციელდება შემდეგ შემთხვევაში:

ა) დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე;

ბ) მოწმობის გამცემი სახელმწიფოს უფლებამოსილი საავიაციო ხელისუფლება ან შესაბამისი უწყება ადმინისტრაციული წარმოების ვადაში დაადასტურებს წარმოდგენილი მოქმედი მოწმობის და მასში არსებული მონაცემების ნამდვილობას; და

გ) მოწმობის მფლობელი პირის მიერ სააგენტოში თეორიული გამოცდის გავლისას, რომელიც  შესაძლებელია ჩატარდეს ქართულ ან ინგლისურ ენაზე. თეორიული გამოცდის გავლა არ მოეთხოვება პირს, თუ  უცხო სახელმწიფოს მიერ გაცემული დოკუმენტის აღიარების მიზნით, სააგენტოში საერთო თეორიული გამოცდის ჩაბარებიდან გასულია არაუმეტეს 24 თვე“.

3. მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საერთო თეორიული ცოდნის დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი გაიცემა ამ წესის №5 დანართის შესაბამისად და მოქმედია გაცემის თარიღიდან 24 თვის განმავლობაში“.

4. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 11. საერთო თეორიული გამოცდის ჩატარების და გამოცდაზე დაშვების პირობები

1. საერთო თეორიული გამოცდის ჩატარებას და საგამოცდო კითხვების შედგენას ახორციელებს სააგენტო.

2. საერთო თეორიული გამოცდის ჩატარების წესები და პირობები განსაზღვრულია ამ წესის №8 დანართის შესაბამისად“.

5. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 13. პილოტ-კურსანტი

1. პილოტ-კურსანტი უფლებამოსილია მოწმობის მიღების მიზნით დაიწყოს საფრენოსნო მომზადება შემდეგი პირობების დაცვით:

ა) ასაკი – არანაკლებ 16 წელი;

ბ) გააჩნია სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის მიერ გაცემული საფრენოსნო მომზადების დაწყების დამადასტურებელი დოკუმენტი (დეკლარაცია ამ წესის №6 დანართის შესაბამისად), რომლის ასლი ეგზავნება სააგენტოს პირველი ფრენის განხორციელებამდე არანაკლებ 72 საათით ადრე, პილოტ-კურსანტის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ან პასპორტის ასლთან ერთად. დეკლარაცია მოქმედია სააგენტოს მიერ მისი მიღების დადასტურების შემდეგ;

შენიშვნა: დეკლარაცია იგზავნება სააგენტოს შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: ULM@gcaa.ge.

2. ზსხ-ს პილოტ-კურსანტმა საფრენოსნო მომზადების განმავლობაში დამოუკიდებელი ფრენა უნდა განახორციელოს, თუ ფლობს სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის მიერ გაცემულ წერილობით თანხმობას, რომელიც ინსტრუქტორმა უნდა გასცეს ყოველი დამოუკიდებელი ფრენის განხორციელებამდე.

3. დამოუკიდებლად შესრულებული სასწავლო ფრენების დროს ზსხ-ის პილოტ-კურსანტს ბორტზე მუდმივად უნდა ჰქონდეს ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული დოკუმენტი“.

6. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 14. ზსხ-ის პილოტის მოწმობის გაცემის პირობები

1. ზსხ-ის პილოტის მოწმობის მისაღებად პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

ა) ასაკი – არანაკლებ 16 წელი;

შენიშვნა: არასრულწლოვანმა პირმა სააგენტოს უნდა წარუდგინოს კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა.

ბ) გავლილი აქვს საერთო თეორიული ცოდნის დონის სერტიფიკატის მისაღებად სწავლების პროგრამა და ფლობს საერთო თეორიული საგნების გამოცდის გავლის დამადასტურებელ სერტიფიკატს;

გ) შესაბამისი კლასის ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორთან, მათ შორის იმ ინსტრუქტორთან, რომელთანაც გაიარა საფრენოსნო მომზადება,  ჩაბარებული აქვს:

გ.ა) სპეციფიკური სახმელეთო შემოწმება ამ წესის №2 დანართის შესაბამისად;

შენიშვნა: ზსხ–ზე სპეციფიკური სახმელეთო შემოწმების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმა განისაზღვრება ამ წესის №9 დანართის შესაბამისად.

გ.ბ) საფრენოსნო შემოწმება;

შენიშვნა: ზსხ–ზე საფრენოსნო შემოწმების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმა განისაზღვრება ამ წესის №10 დანართის, ხოლო საფრენოსნო შემოწმების საკითხები ზსხ-ს კლასების გათვალისწინებით, განისაზღვრება ამ წესის №12 დანართის შესაბამისად.

დ) გააჩნია ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის მიერ გაცემული სახმელეთო და საფრენოსნო შემოწმებების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი.

2. თვითმფრინავის ან შვეულმფრენის მოყვარული პილოტის, კომერციული პილოტის ან ავიაკომპანიის სატრანსპორტო პილოტის მოწმობის საფუძველზე ზსხ-ს პილოტის მოწმობის გაცემა ხორციელდება შემდეგი პირობების დაცვით:

ა) პირი ფლობს სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანებით დამტკიცებული „ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების“ ან ევროკომისიის 2011 წლის 3 ნოემბრის რეგულაციის „Commission Regulation (EU) No 1178/2011“ I დანართის (ANNEX I (PART-FCL)) შესაბამისად გაცემულ თვითმფრინავის ან შვეულმფრენის მოქმედ მოწმობას;

ბ) პირს ამ წესის ძალაში შესვლამდე ნაფრენი აქვს ზსხ-ზე, რომელიც დასტურდება პილოტის საფრენოსნო წიგნაკით და მოქმედია ის ოსტატობა, რომლის საფუძველზეც ხორციელდებოდა ზსხ-ს ექსპლუატაცია;

გ) იმ შემთხვევაში, თუ პირს ამ წესის ძალაში შესვლამდე ნაფრენი არ აქვს ზსხ-ზე, ზსხ-ს შესაბამისი კლასის ინსტრუქტორთან გავლილი აქვს გაცნობითი ან სხვაობათა სწავლება და ჩაბარებული აქვს საფრენოსნო შემოწმება.

შენიშვნა: გაცნობითი სწავლება გულისხმობს ზსხ-ის განსხვავებულ ვარიანტზე დამატებითი თეორიული ცოდნის მიღებას, ხოლო სხვაობათა სწავლება გულისხმობს შესაბამის ზსხ-თან დაკავშირებით დამატებითი თეორიული ცოდნისა და საფრენოსნო წვრთნის მიღებას.

3. იმ შემთხვევაში, თუ პირი ამ წესის ძალაში შესვლამდე ზსხ-ზე ახორციელებდა ინსტრუქტორის საქმიანობას, აღნიშნულის საფუძველზე შესაძლებელია განხორციელდეს ზსხ-ს პილოტის ინსტრუქტორის კვალიფიკაციის მინიჭება ზსხ-ს პილოტის მოწმობაში იმ პირობით, თუ:

ა) ავიასპეციალისტის მოწმობაში მოქმედია პილოტ-ინსტრუქტორის ოსტატობა;

ბ) ზსხ-ზე საინსტრუქტორო საქმიანობა დასტურდება პილოტის საფრენოსნო წიგნაკის ჩანაწერებით.

4. ზსხ-ის პილოტის მოწმობა სააგენტოს მიერ გაიცემა უვადოდ“.

7. 23-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორი უფლებამოსილია განახორციელოს პილოტ-კურსანტის/პილოტის სპეციფიკური სახმელეთო და საფრენოსნო შემოწმება, ასევე, შემოწმებები ამ წესის მე-6 მუხლის „ა-გ“ ქვეპუნქტებში განსაზღვრული სპეციალური უფლებამოსილების მიღების მიზნით, გარდა იმ პირებისა, რომელთა სწავლებაც თვითონ განახორციელა“.

8. დაემატოს №5-№12 დანართები თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორიგივი დავითაშვილი