სამშვიდობო ოპერაციის მონაწილე სამხედრო კონტინგენტის დაკომპლექტებისა და მივლინების ორგანიზაციული საკითხების, აგრეთვე არასამხედრო კონტინგენტის მივლინების ორგანიზაციული საკითხების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ

სამშვიდობო ოპერაციის მონაწილე სამხედრო კონტინგენტის დაკომპლექტებისა და მივლინების ორგანიზაციული საკითხების, აგრეთვე არასამხედრო კონტინგენტის მივლინების ორგანიზაციული საკითხების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 64
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 01/08/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/08/2024
სარეგისტრაციო კოდი 120000000.22.026.017241
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
64
01/08/2024
ვებგვერდი, 02/08/2024
120000000.22.026.017241
სამშვიდობო ოპერაციის მონაწილე სამხედრო კონტინგენტის დაკომპლექტებისა და მივლინების ორგანიზაციული საკითხების, აგრეთვე არასამხედრო კონტინგენტის მივლინების ორგანიზაციული საკითხების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (02/08/2024 - 02/08/2024)

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №64

2024 წლის 1 აგვისტო

ქ. თბილისი

სამშვიდობო ოპერაციის მონაწილე სამხედრო კონტინგენტის დაკომპლექტებისა და მივლინების ორგანიზაციული საკითხების, აგრეთვე არასამხედრო კონტინგენტის მივლინების ორგანიზაციული საკითხების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ

თავდაცვის კოდექსის 127-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და 183-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს სამშვიდობო ოპერაციის მონაწილე სამხედრო კონტინგენტის დაკომპლექტებისა და მივლინების ორგანიზაციული საკითხების, აგრეთვე არასამხედრო კონტინგენტის მივლინების ორგანიზაციული საკითხების განსაზღვრის წესი.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ჩიქოვანი



სამშვიდობო ოპერაციის მონაწილე სამხედრო კონტინგენტის დაკომპლექტებისა და მივლინების ორგანიზაციული საკითხების, აგრეთვე არასამხედრო კონტინგენტის მივლინების ორგანიზაციული საკითხების განსაზღვრის წესი

 


მუხლი 1. ზოგადი დებულებები
სამშვიდობო ოპერაციის მონაწილე სამხედრო კონტინგენტის დაკომპლექტებისა და მივლინების ორგანიზაციული საკითხების, აგრეთვე არასამხედრო კონტინგენტის მივლინების ორგანიზაციული საკითხების განსაზღვრის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს სამშვიდობო ოპერაციის მონაწილე სამხედრო კონტინგენტის დაკომპლექტებისა და მივლინების, აგრეთვე არასამხედრო კონტინგენტის მივლინების ორგანიზაციულ საკითხებს.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) სამშვიდობო ოპერაცია − საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულების ფარგლებში განხორციელებული საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ოპერაცია, სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობა;

ბ) სამხედრო კონტინგენტი − სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად შერჩეული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომში − სამინისტრო) სისტემის სამხედრო მოსამსახურეები, შესაბამის რესურსთან ერთად;

გ) არასამხედრო კონტინგენტი − სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად შერჩეული სამინისტროს სისტემის სამოქალაქო ან/და სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეები ან/და სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მოსამსახურეები, შესაბამის რესურსთან ერთად;

დ) შერჩეული ქვედანაყოფი − საქართველოს თავდაცვის ძალების (შემდგომში − თავდაცვის ძალები) ის სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც დადგენილი წესით (შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით) შერჩეულია სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად;

ე) მოსამსახურე – სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად შერჩეული სამხედრო, სამოქალაქო ან სპეციალური წოდების მქონე პირი (მათ შორის, სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მოსამსახურეები).

2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც თავდაცვის კოდექსში.

მუხლი 3.  სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილე სამხედრო კონტინგენტის დაკომპლექტება

1. სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილე სამხედრო კონტინგენტის დაკომპლექტება ხორციელდება იმ სამხედრო მოსამსახურეებით, რომლებიც დანიშნული არიან შერჩეული ქვედანაყოფის საშტატო თანამდებობებზე.

2. სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილე სამხედრო კონტინგენტის დასაკომპლექტებლად სამხედრო მოსამსახურეების შერჩევას ახორციელებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ბრძანებით შერჩეული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი. იმ შემთხვევაში, თუ შერჩეულ ქვედანაყოფს არ ჰყავს საკმარისი რაოდენობის ან/და შესაბამისი სპეციალობის მქონე სამხედრო მოსამსახურეები, მათი შერჩევა განხორციელდება სამინისტროს სისტემიდან.

3. სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეების შერჩევის კრიტერიუმები განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

მუხლი 4. სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილე არასამხედრო კონტინგენტის შემადგენლობა

1.  სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობა არასამხედრო კონტინგენტის შემადგენლობაში შეიძლება მიიღოს სამინისტროს სისტემის სამოქალაქო მოსამსახურემ ან/და სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურემ, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მოსამსახურემ.

2. არასამხედო კონტინგენტის შემადგენლობაში სამინისტროს სისტემის სამოქალაქო მოსამსახურე შეიძლება იყოს მხოლოდ:

ა) სამხედრო მოძღვარი (კაპელანი);

ბ) სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენელი.

3. სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილე სამინისტროს სისტემის სამოქალაქო ან/და სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეების შერჩევის კრიტერიუმები განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

4. სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილე სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მოსამსახურის შერჩევას და სამინისტროში მივლინებას უზრუნველყოფს შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად მივლინების პროცედურებს განახორციელებს ამ წესის მე-5 მუხლით განსაზღვრული სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი კომპეტენციის ფარგლებში.

მუხლი 5.  ორგანიზაციული საკითხები

1. თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტი უზრუნველყოფს:

ა) სამინისტროს სისტემასთან და საჭიროების შემთხვევაში სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთქმედებაში, სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის დაგეგმვას;

ბ) სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის მომზადებისა და შესრულების პროცესების კოორდინაციას და კომპეტენციის ფარგლებში, სამშვიდობო ოპერაციაში მყოფი ქვედანაყოფების მართვასა და კონტროლში მონაწილეობას.

2. თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის J-4 ლოჯისტიკის დაგეგმვის დეპარტამენტი  განახორციელებს სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილე კონტინგენტის (როგორც სამხედრო, ასევე არასამხედრო) ლოჯისტიკურ უზრუნველყოფას.

3. თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრი (შემდგომში - სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრი) უზრუნველყოფს:

ა) სამშვიდობო ოპერაციაში წარსაგზავნი კონტინგენტის (როგორც სამხედრო, ასევე არასამხედრო) დაკომპლექტების კოორდინაციას;

ბ) საჭიროების შემთხვევაში, სამშვიდობო ოპერაციაში წარსაგზავნ მოსამსახურეთა უცხო ენაში მომზადების/გადამზადებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელებას;

გ) შესაბამისი შუამდგომლობის საფუძველზე, სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად სამხედრო და არასამხედრო კონტინგენტის მივლინების შესახებ მინისტრის ბრძანების პროექტის მომზადებას.

4. თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობა უზრუნველყოფს:

ა) საჭიროების შემთხვევაში სამშვიდობო ოპერაციაში წარსაგზავნი მოსამსახურის შესაბამის უცხო ენაში ტესტირებას და მომზადება/გადამზადებას;

ბ) სამშვიდობო ოპერაციაში წარსაგზავნი ქვედანაყოფის გადასროლისწინა მომზადებას;

გ) გადასროლისწინა მომზადების დროს, დროებით ადმინისტრაციულ დაქვემდებარებაში მყოფი ქვედანაყოფების ლოჯისტიკური უზრუნველყოფისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელებას.

5. შერჩეულ ქვედანაყოფში, სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილე კონტინგენტის დაკომპლექტების მიზნით, იქმნება სამშვიდობო ოპერაციაში წარსაგზავნ კანდიდატთა ცხრილი (№1 დანართის შესაბამისად), რომელიც შერჩევის პროცესის დასრულების შემდეგ წარედგინება ქვედანაყოფის ხელმძღვანელს და სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრს.

მუხლი 6.  დამატებითი პირობები

დაუშვებელია:

ა) სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილე მოსამსახურის სამშვიდობო ოპერაციაში როტაციის ვადის ამოწურვის შემთხვევაში მივლინების გაგრძელება;

ბ) მოსამსახურის სამშვიდობო ოპერაციაში წარგზავნა, თუ ბოლო სამშვიდობო ოპერაციიდან დაბრუნების შემდეგ არ გასულა მინიმუმ 6 (ექვსი) თვე.